გოგა ბითაძე ახალგაზრდული ევროლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის - ADIDAS NEXT GENERATION-ის სიმბოლურ ხუთეულში აირჩიეს
გოგა ბითაძე ახალგაზრდული ევროლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის - ADIDAS NEXT GENERATION-ის სიმბოლურ ხუთეულში აირჩიეს.

17 წლის ქართველ ცენტრს ტურნირის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელებდნენ, მის "მეგა ბიმაქსს" ფინალური მატჩი "ცრვენაა ზვეზდასთვის" რომ მოეგო.

ევროლიგის ოთხთა ფინალში გასასვლელ მატჩში ბითაძემ დიდებულად ითამაშა, მაგრამ თავის გუნდს ვერ უშველა - "ცრვენა ზვეზდამ" 74:61 იმარჯვა და ევროლიგის ბელგრადული საკვალიფიკაციო ტურნირი ზედიზედ მეშვიდედ მოიგო.

ბითაძე ფინალური მატჩის სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა თანაგუნდელთაგან მოედანზე ყველაზე მეტი - 35:55 წუთი გაატარა და მატჩის საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის ინდექსი მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო - 31 იყო. ამ მხრივ ბითაძის შემდეგ "ცრვენა ზვეზდას" წევრი ვუკ დორდევიჩი მოდის 24 ერთეულით.

ბითაძემ 16-დან 7 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 21 ქულასთან ერთად გოგამ 18 (!) მოხსნა (10 შეტევაში) და 3 დაფარება მიითვალა. სამწუხროდ, თანაგუნდელებმა მას სათანადოდ ვერ აუბეს მხარი და "მეგა ბიმაქსმა" მარცხი განიცადა.

გამარჯვებულთაგან დორდევიჩის კვალზე 20 ქულა და 6 პასი მიითვალა ალეკსა უსკოკოვიჩმა, რომელიც ტურნირის MVP-ად დაასახელეს.

ტურნირზე უსკოკოვიჩის საშუალო მაჩვენებლები გახლდათ: 16.8 ქულა, 5.3 პასი, 3.0 მოხსნა და 2.3 ჩაჭრა. სიმბოლური ხუთეულის ქართველი წევრის - გოგა ბითაძის საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 27:08 წუთი, 16.5 ქულა, 12.0 მოხსნა, 1.3 პასი, 2.8 დაფარება. შედეგად, ის მოხსნებსა და დაფარებებში ტურნირზე პირველი გახლდათ, ქულებში კი - მეხუთე.

ბითაძესა და უსკოკოვიჩთან ერთად ADIDAS NEXT GENERATION-ის სიმბოლურ ხუთეულში შევიდნენ ზორან პაუნოვიჩი ("ცრვენა ზვეზდა"), ნიკოლა მიშკოვიჩი ("მეგა ბემაქსი") და ამიტ ებო ("მაკაბი", თელ ავივი).

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

mindia
საიმედო მომავალი გვეზრდება, თან 17 წლისაა და უკვე 208 სიმაღლის
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა