საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ყოფილ ფეხბურთელს, კახა კალაძეს დღეს 39 წელი შეუსრულდა
საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ყოფილ ფეხბურთელს, კახა კალაძეს დღეს 39 წელი შეუსრულდა.

კალაძე ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ორი გათამაშება აქვს მოგებული.

კახა კალაძეს უთამაშია თბილისის "დინამოში", კიევის "დინამოში", "მილანსა" და "ჯენოაში".

თბილისის "დინამოს" მაისურით კალაძემ 5-ჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი, 4-ჯერ კი - ქვეყნის თასი.

კიევის "დინამოს" შემადგენლობაში ქართველმა ფეხბურთელმა 3-ჯერ მოიგო უკრაინის ჩემპიონატი და 3-ჯერ დაისაკუთრა უკრაინის თასი.

"მილანთან" ერთად კი კალაძემ ყველაზე მეტი ტიტული მოიპოვა: სერია A-ს გამარჯვებული (1), იტალიის თასი (1), იტალიის სუპერთასი (1), ჩემპიონთა ლიგა (2), უეფას სუპერთასი (2), მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (1).

რაც შეეხება ინდივიდუალურ ტიტულებს, კალაძე 5-ჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად კალაძე საქართველოს ვიცე-პრემიერისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობებს იკავებს.

კახა კალაძეს დაბადების დღე "მილანმა" მიულოცა და საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" ლეგენდად მოიხსენია.

- ცნობილი ქართველი სპორტსმენები ბავშვობაში და ახლა [PHOTO]

სიმართლე-ს სიმართლე
სად წერია მილანის საიტზე,რომ ლეგენდაა?წერია კომენტარებში ერთ-ერთი გულშემატკივრის და არა მილანის კლუბის მიერ. და თუნდაც ეწეროს-თუ მილანის ლეგენდაა ,ჩვენ რა?რა მიღწევა აქვს საქართველოს ნაკრებში?ყველა შესარჩევი ჩააგდეს და თუნდაც მხოლოდ მისი ,,დამსახურება,, არ იყოს... ლეგენდად შეიძლება ჩაითვალოს ფეხბურთელი,რომელიც არის გუნდის ტვინი,განსაზღვრავს თამაშის რიტმს,ტემპს,,,აკეთებს,, შედეგს!რომელი თამაშის ხასიათი,შედეგი განსაზღვრა კალაძემ?...
სიმართლე
ქართველებს არაფერი არ გვეშველება, რატომ? იმიტომ რომ ბოღმიანი ხალხი ვართ და ჩვენიანის დაფასება არ ვიცით, სხვას კი ვეტენებით და ხოტბას ვასხავთ. მილანის ოფიციალურმა საიტმა დაწერა ლეგენდაო და არა ქართველმა, რა გამოდის მილანისთვის და იტალიელებისთვის ლეგენდაა და ზოგიერთი კლავიატურას ჩაფრენილი მეკომენტარეები რომელთაც არაფერი გაუკეთებიათ შეილება ცხოვრებაში პროფესორობენ. მესი და რონალდო (კიჭა) რომ ქართველები ყოფილიყვნენ იმათაც დაიწუნებდა ბევრი ქაერთველი, იმიტომ რომ ქართველს ქართველის წარმატება არ უხარია სამწუხაროდ და საბედნიეროდ ყველა ასე არ არის!
volti
-ა, კაცი(ლეგენდა)- არაფერში გამოგადგება! "შენ როსღა აყვავდები?"
ზაზა
ქართველი ფეხბურთელებისთვის სამაგალითოა კალაძის შრომისმოყვარეობა,სპორტული მიღწევები(ვიმეორებ-სპორტული და არა პოლიტიკაში!),მაგრამ სამწუხაროდ სამაგალითო გახდა არა სპორტული შრომისმოყვარეობა,არამედ უწიგნურთათვის პოლიტიკაში მოღვაწეობით( ლეგენდა?ან ფეხბურთს არ უყურებთ,ან საფეხბურთო გემოვნება არ გაგაჩნიათ?როგორ შეიძლება კალაძის სტილის და დონის ფეხბურთელი ლეგენდად მოიხსენიოთ? ალბათ პირფერობით თუ ავხსნით... დარჩენილიყო ფეხბურთში,აგენტად ან ფედერაციაში და მართლაც სასარგებლო ყოფილიყო ქვეყნისთვის და არა ის ეკეთებინა,რასაც ეხლა კადრულობს..
S.P
LEGENDA D.D.D.
namdvili zaza
ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის კიდე შეიძლება და მილანს ეგეთი ლეგენდა ათასი გუზეპე პანკარო ჰყავს...
კახა ქირია
ისე სფფ პრეზიდენტობა იქნებოდა ზედგამოჭრილი.მარა შენი საქმე შენ იცი....
tngh
გილოცავ კახა!!! გაიხარე და გაგვახარე კეთილი საქმეებით!!!
vaxo
კალაძე თუ ლეგენდაა... მაშინ მესხი, მეტრეველი, გუცაევი,ჩივაძე და სხვები ვინ არიან?!
lasha
ლეგენდა არა ის გაიტანეთ პოლიტიკიდან
qutaiseli
არამგონია რომელიმე ქართველმა გაიმეოროს კალაძის საკლუბო კარიერა ნაკრების ორ ავტოგოლზე კიდე ვისარ მოსვლია პოლიტიკაში წასვლას უარყოფითად შევაფასებდი არაიმიტორო ცუდი ადამიანია პირიქით მგონიარო მისი ადგილი სპორტშია და არა პოლიტიკაში.ჯამრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ კახის.
shali
კახა კალაძე ანუ ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი ანუ ისტორიაში შესული არამარტო მოპოვებული ტიტულებით, არამედ საკუთარი ნაკრების კარში გატანილი ორი გოლით (საგულისხმოა-ერთ თამაშში)ანუ ფეხბურთელი, რომლის რეკორდს ძნელათ თუ გაიმეორებს ვინმე ორივე ამ კომპონენტში. რაც შეეხება მის პოლიტიკოსობას-კომენტარის გარეშე. თუმცა ბევრი მისი საჯარო გამოსვლა არის საგულისხმო და ყურადსაღები. მაინც ნიჩეო, როგორც პოლიტიკოსი. ამასაც არ ველოდი გამოუცდელი კაცისაგან.
gizog
ბატონო კახი, უფალმა დაგლოცოს, გაგახაროს და გაგამრავლოს. ბევრი სიხარულის და სიამაყის მომნიჭებელი იყავი ქართველთათვის.
ghj
კახი გვიყვარხარ,გენაცვალე...
gia
სამწუხაროა ესეთი ხალხი რომ პოლიტიკაში მიდის და არ ეხმარება ფეხბურთს. თავისი ნაცნობობა, გამოცდილება, ცოდნა და ავტორიტეტი ქართულ ფეხბურთზე დაეხარჯა ჯობდა ვიდრე ენერგეტიკაზე. ყველა იმას როცა აკეთებს რაც იცის წარმატებაც მოდის. ასანიძე მაგალითია მაგის
ბაჩო გ
გილოცავ ლეგენდ,მრავალი მოგველოცოს და ეხლა პოლიტიკოსოს რანგში გაგეხარებინოს ქართველი გულშმატკივრები მაგრამ იმასაც ვიტყვი რომ ჯერჯერობით პოლიტიკოსის რანგში შენც და შნს თანაგუნდელებსაც მხოლოდ საკუთარ კარში გაგაქვთ გოლები სამწუხაროდ,ისტორიაში ეწერები და ეს გაითვალისწინე,უნდა ზრუნავდე საკუთარ იმიჯზე ქვეყნის წინაშ საკუთარი შვილებისა და მომავალი თაობის თვალში
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა