"იუვენტუსის" თავკაცი ამტკიცებს, რომ სასჯელმა შედეგი გამოიღო
მას შემდეგ, რაც მასიმილიანო ალეგრისა და ლეონარდო ბონუჩის შორის სიტყვიერი შელაპარაკება ზედ მოედნის კიდესთან მოხდა, ათასობით გულშემატკივრის თვალწინ, მწვრთნელმა ფეხბურთელის დასჯა გადაწყვიტა და ის რამდენიმე დღით მთავარი გუნდიდან მოკვეთა. ამის გამო ბონუჩიმ ჩემპიონთა ლიგის გასვლითი მატჩი გამოტოვა, რომელიც "იუვემ" "პორტუსთან" გამართა და ორი უპასუხო გოლით მოიგო.

სერია A-ს გასულ ტურში "იუვემ" "ემპოლის" უმასპინძლა, ბონუჩი კი უკვე ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ. ანუ კონფლიქტი ამოიწურა, რაზეც ალეგრის სიტყვები მეტყველებს:

"შელაპარაკება და კონფლიქტი საფეხბურთო სამყაროშიც ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც ზოგადად ცხოვრებაში. ეს ინციდენტი რომ გასახდელში მომხდარიყო, ვერც ვერავინ გაიგებდა, მაგრამ ლეონარდომ თავი ვერ შეიკავა და მთელი მსოფლიოს დასანახად მეკამათა. არის მომენტები, როდესაც მწვრთნელმა თვალი უნდა დახუჭოს და ისე მოიქცეს, ვითომც არაფერი მომხდარა, მაგრამ ამ შემთხვევაში რეაგირება საჭირო იყო.

ამიტომ ბონუჩის მნიშვნელოვანი მატჩის გამოტოვება მოუხდა პორტუგალიაში. ჩემთვის არ იყო მარტივი, უარი მეთქვა საუკეთესო მცველზე, მაგრამ რეაგირება აუცილებელი იყო. მთავარია, რომ თავად ბონუჩიმ ვითარება მალევე გააანალიზა და ადეკვატურად მოიქცა, რამაც ყველაფერი დაალაგა. ლეომ "ემპოლისთან" ითამაშა, ბრწყინვალედ გაისარჯა და თემა დახურულია.

ბოლო დროს მომრავლებული კონფლიქტები? - იყო რამდენიმე ინციდენტი, მაგრამ პირადად ჩემთვის, ეს უკვე წარსულია. "იუვენტუსი" ერთ მუშტად შეკრული გუნდია, ეს კი წარმატების მისაღწევად აუცილებელია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?