"ყვითელი წყალქვეშა ნავი" 2:0-ს იგებდა და კარგადაც თამაშობდა, მაგრამ მადრიდელებმა საბოლოო ჯამში 3:2 იმარჯვეს
"ვილიარეალისა" და "რეალის" დრამატულ მატჩს დიდი მითქმა-მოთქმა რომ მოჰყვებოდა, ცხადზე უცხადესი გახლდათ. "ყვითელი წყალქვეშა ნავი" 2:0-ს იგებდა და კარგადაც თამაშობდა, მაგრამ მადრიდელებმა საბოლოო ჯამში 3:2 იმარჯვეს.

მთავარი გარდატეხა შეხვედრაში 2:1-ზე დანიშნულმა პენალტმა შეიტანა, როდესაც "ვილიარეალის" კაპიტან ბრუნო სორიანოს ბურთი რიკოშეტის მერე ხელზე მოხვდა და მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

არადა, ბოლო პერიოდში ხელით თამაშის დროს დანიშნულ პენალტებს თითქმის ვეღარ ვხედავთ, არბიტრები ასეთ ეპიზოდებს "ატარებენ" ხოლმე, მით უმეტეს, როდესაც რიკოშეტია და ბურთი კარში არ მიდის. თანაც, ამავე სეზონში იყო მონაკვეთი, როდესაც იმავე ბრუნოს აშკარად ხელზე მოხვდა ბურთი "ბარსელონასთან" მატჩისას და მაშინ პენალტი არ დაინიშნა.

ბუნებრივია, ეს ცეცხლზე ნავთს ასხამს და მოკლედ, დიდი დავიდარაბა ატყდა. თანაც, ხესუს ხილ მანსანო მატჩის შემდეგ "რეალის" პარკებით შენიშნეს, რომელშიც საჩუქრები ეწყო. თუმცა AS-ის განმარტებით, მსაჯებს სიმბოლურ, სამახსოვრო საჩუქრებს - კლუბის პასტებს, ფორმას და მსგავსებს - სისტემატურად უკეთებენ "ბარსელონაც", "ატლეტიკოც", "სოსიედადიც" და თავად "ვილიარეალიც".

მაგალითად, საშინაო შეხვედრებისას "რეალი" ოთხივე მსაჯს 5-5 ჩანთას ურიგებს სიმბოლური საჩუქრებით, რომელთა შორის ერთი გუნდის სპეციალური მაისურაა მსაჯის გვარითა და მატჩის თარიღით. ერთი სასაჩუქრე ჩანთა კი დელეგატსაც ხვდება.

"საგარეო მატჩებში ჩვენ არბიტრებს საჩუქრებს არ ვუკეთებთ" - მოკლედ მოჭრა "ბარსელონას" პრესატაშე ხოსეპ ვივესმა.

"მანსანომ და მისმა ბრიგადამ სტადიონი "რეალის" ჩანთებით დატოვეს. ჩემი აზრით, ეს არასწორია. მატჩის შემობრუნებაზე საერთოდ არც უნდა ვისაუბროთ, არარსებული პენალტი დაინიშნა. რიკოშეტი იყო, რიკოშეტის მერე კი თერთმეტმეტრიანი არ ინიშნება" - განაცხადა "ყვითლების" პრეზიდენტმა ფერნარდო როიგმა.

სოციალურ ქსელში ისევ იბობოქრა ჟერარდ პიკემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მხოლოდ ორი მაგალითის მოყვანაც საკმარისია, ერთსა და იმავე გუნდებთან თამაშისას - "რეალმა" მსაჯების შეცდომების წყალობით 4 ქულით მეტი აიღოო. მან გაიხსენა და "რეალისა" და "ბარსელონას" "ვილიარეალთან" და "მალაგასთან" გამართული მატჩების ფოტოები გამოფინა.

"ყვითლებთან" ბრუნოს ინციდენტი განვიხილეთ, როდესაც მადრიდელებთან მატჩში მოხვდა ბურთი ხელზე, პენალტი დაინიშნა, "ბარსელონასთან" კი არა, "რეალმა" 3:2 მოიგო, ხოლო "ბარსამ" ის თამაში 1:1 დაასრულა. "მალაგას" რაც შეეხება, "სამეფო გუნდმა" ანდალუსიელებს 2:1 მოუგო, "ბარსას" კი უგოლოდ დასრულებულ თამაშში გოლი არ ჩაუთვალეს. კონკრეტულად პიკეს გაუუქმეს ბურთი, როდესაც სერხიო რამოსის მიერ მალაგელთა კარში ანალოგიურ სიტუაციაში გატანილი გოლი ჩაითვალა.

სერხიო რამოსის პასუხმა არ დააყოვნა: "გამიკვირდებოდა, მსაჯობაზე მესის რომ ესაუბრა. რასაკვირველია, ეს პიკეს უნდა გაეკეთებინა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ის თავის სამყაროში ცხოვრობს, რომელშიც ყველა მის წინააღმდეგაა.

არბიტრებს ძალიან რთული სამუშაო აქვთ და ჩვენ უნდა ვცადოთ, რომ ეს საქმე შევუმსუბუქოთ. უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ, ეს მოგება ფსიქოლოგიური კუთხით ძალიან საჭირო იყო. მინიმალური უპირატესობით ვლიდერობთ. ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა. თანამედროვე ფეხბურთში გუნდებს შორის სხვაობები უფრო და უფრო მცირდება".

შეგახსენებთ, რომ "რეალი" 24 ტურის მერე 55 ქულით ლიდერობს, მაგრამ კონკურენტებთან შედარებით მატჩით ნაკლები აქვს (მადრიდელებს "სელტასთან" გასვლაზე აქვთ სათამაშო).

მეორეზე 54 ქულით "ბარსელონაა", ხოლო მესამეზე - რამოსის ყოფილი გუნდი "სევილია", რომელსაც 52 ქულა აქვს.

- ლა ლიგა. XXIV ტური: ატლეტიკოლოგი მესი [VIDEO]

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
რჩება თუ მიდის - "რეალისა" და ვინისიუსის ამბავი საბოლოოდ გადაწყდა?
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
ვანდა ნარას ურთიერთობა იკარდის ყოფილ თანაგუნდელთან აქვს, პიკემ ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა - საფეხბურთო ვარსკვლავების პირადი ცხოვრების ამბები [PHOTO]
"რეალის" ყოფილ მწვრთნელს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
"ერთ თვეში სექსი რამდენჯერ გაქვთ?" - პიკემ ამ კითხვას უპასუხა
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
გრიზმანი შესაძლოა, სერხიო რამოსის თანაგუნდელი გახდეს
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
კარიერის დასრულებიდან 2 თვის შემდეგ, შესაძლოა, ჟერარდ პიკე მოედანს დაუბრუნდეს
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს - რამოსი ევროპაში დაბრუნებას გეგმავს
სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
ბოიან კრკიჩი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
პიკე: ასე ფეხბურთი უფრო საინტერესო გახდება
"მესი ჯუჯაა ჰორმონებზე და კანალიზაციის ვირთხა, პიკე კი, მეძავის შვილი" - "ბარსას" ყოფილი იურისტის წერილი