თურმე, ასეთი ფეხბურთელებიც არსებობენ

ფაბიო პოკასი

თამაშობდა "სპორტინგის" აკადემიაში, ოთხი წლის წინ გადავიდა ლეიტონში. მაგრამ ყველაზე დიდი, რაც მას ერგო - ადგილობრივი გუნდი იყო სამოყვარულო UK Football Finder-ის ლიგიდან. ფაბიოსთან ერთად ინგლისში გადავიდნენ მისი ძმა და რამდენიმე მეგობარი.

2015 წლის იანვარში ცხადი გახდა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთს აღარ თამაშობს: ფაბიომ ფეისბუქში დადო ფოტო, რომელშიც მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ტერორისტული ორგანიზაციის - ისლამის სახელმწიფოს წევრებთან ერთად ერთობა. ბიჭმა ისლამი ჯერ კიდევ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მიიღო და აბდურაჰმან ალ ანდალუსი დაირქვა, რამდენჯერმე იმგზავრა სირიაში, სანამ საბოლოოდ არ დაფუძნდა იქ ახალგაზრდა გერმანელ საცოლესთან ერთად, რომელიც ასევე ჯიჰადის მიმდევარი იყო.

დღეს, ფაბიო სირიის ჩრდილოეთით ცხოვრობს, სადაც თანაქალაქელები იცნობენ, როგორც Little London-ს. ის იქადნება, რომ ბრიტანეთის დედაქალაქში შეიარაღებული დაბრუნდება და თავისი დაჯგუფების შავ დროშას ააფრიალებს:

"მოკვლა - იოლია. და კიდევ უფრო იოლია იმათი მოკვლა, რომლებიც მუსულმანების სიცოცხლეზე ხელს სწევენ. შემიძლია მოვკლა ნებისმიერი, ვინც ისლამის წინააღმდეგ იბრძვის".

ნერო სარაივა

"სპორტინგის" აკადემიის კიდევ ერთი კურსდამთავრებული აქტიურად აწარმოებდა "ტვიტერს" (დღეს ექაუნთი @NeroSaraiva დაბლოკილია). ოთხი შვილის მამა ნერო დებდა ფოტოებს იარაღით: რამდენიმე სურათზე კრიმინალისტებმა ამოიცნეს "გლოკ 19" გაფართოებული მჭიდით. ასეთივე ჰქონდა ჯალათ მუჰამად ემვაზის, რომელმაც 2014 წლის აგვისტოში სიცოცხლეს გამოასალმა ჯეიმს ფოული - ამერიკული ფოტოჟურნალისტი GlobalPost-დან.

"ისლამის სახელმწიფოს" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა, რომ ნერომ კრიშტიანო რონალდოსთან ერთად დაასრულა "სპორტინგის" აკადემია. ის აღმოსავლეთ ლონდონში გადაბარგდა, მაგრამ საფეხბურთო ცხოვრება არ აეწყო. 2012 წელს, სარაივა თავისი ბანდიდან პირველი გაემგზავრა სირიაში - სიტუაციის დასაზვერად.

სელსო და ედგარ და კოშტები

სარაივას მეგობრები - ძმები და კოშტები "არსენალში" ვარჯიშობდნენ, მაგრამ კონტრაქტის გაფორმებამდე საქმე არ მისულა. ლონდონში წარუმატებლობის შემდეგ, სელსომ უარი თქვა ფეხბურთზე, ფულსა და ცხოვრების წესზე და ამ ყველაფერს ალაჰი ამჯობინა. "არსენალის" პრეს-ატაშემ ოფიციალურად განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი ჩანაწერი, რომელიც დაადასტურეს, რომ ეს ახალგაზრდა მამაკაცები გუნდთან ერთად ოდესმე ვარჯიშობდა.

ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში სელსოს მჭიდროდ ჰქონდა შემოხვეული სახეზე შავი ნაჭერი, რამაც ჟურნალისტები დააბნია: მათ ამ მამაკაცში ფეხბურთელი ლასანა დიარა ამოიკითხეს.

კრეშნიკ ბერიშა

სამი წლის წინ, კოსოველმა დაასრულა საფეხბურთო კარიერა, რომელიც კარგს არაფერს უქადდა - ბიჭი თამაშობდა ებრაულ სამოყვარულო გუნდში - ფრანქფურტის "მაკაბიში". ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2013 წლის დასაწყისში, ის შეუერთდა რადიკალ-ისლამისტებს სირიაში.

პირველად პროკურორებმა ბოევიკი გერმანიაში გაასამართლეს, როცა ბერიშა 2014 წლის დეკემბერში, ფრანკფურტის აეროპორტში დააკავეს.

მათ ახალგაზრდა მამაკაცს გარიგება შესთავაზეს: პატიმრობის ვადის ათიდან სამ წლამდე შემცირება, სანაცვლოდ ბრალის აღიარება, დაჯგუფებისა და მისი სხვა წევრების შესახებ ინფორმაციის მოწოდება. ბერიშამ აღიარა, რომ ნახევარი წელი გაატარა სირიის ქალაქ ალეპოში, სადაც მონაწილეობას იღებდა ბრძოლებისთვის მზადებაში, ითვისებდა ცეცხლსასროლ იარაღს და მუშაობდა ექიმად, რაშიც თვეში 40 ფუნტს, საკვებსა და ტანსაცმელს იღებდა. ცნობილია, რომ პირველი დაკითხვისას, მან უმნიშვნელო დეტალები გათქვა, მაგალითად, სატელეფონო ზარები და მიმოწერები.

"უმჯობესია იყო გერმანიის ციხეში, ვიდრე ერაყში ომში", - თქვა კრეშნიკის ბიძამ.

აიბეკ გუბაიდულინი

ბოლო ნახევარი წელია, ყაზახეთის უმაღლესი დივიზიონის გუნდის "აკჟაიკის" ყოფილი კაპიტანი ძებნაშია. ის სირიის ტერიტორიაზე არასამთავრობო ჯარების მხარეს სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობდა. ურალსკის საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად წაუყენა ბრალი 223-ე მუხლით - "ტერორისტული დაჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა".

ფეხბურთელმა კარიერა 2011 წელს დაასრულა ტრაგიკული შემთხვევის გამო: 2010 წლის 30 სექტემბერს, საშინაო წაგების შემდეგ, გუბაიდულინი მეგობრებთან ერთად კაფეში ისვენებდა და ჩხუბის მონაწილე გახდა, რომლის დროსაც, შამფურით მკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.

გასული წლის ნოემბერში, ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ნურტაი აბიკაევმა პრეზიდენტთან ნურსულთან ნაზარბაევთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ყაზახეთის 300 მოქალაქე იბრძვის სირიასა და ერაყში ტერორისტების მხარეს და ნახევარი მათგან - ქალებია.

ბურაქ ქარანი

თურქული წარმოშობის გერმანელი ფეხბურთელი კარიერას "ლევერკუზენში" მცველად იწყება. მას იწვევდნენ გერმანიის U16 და U17 ნაკრებებში, სადაც ხედირასთან და ბოატენგთან ერთად თამაშობდა. შემდეგ იყო "ჰანოვერი" და "ჰამბურგი" - ბურაქმა ვერც ერთში მოიკიდა ფეხი და მისი საქმეები ქვემოთ წავიდა. ყოფილი მწვრთნელი ქარანზე ამბობდა, რომ ძალიან რელიგიური ადამიანი იყო: "არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვარჯიშზე ვიყავით თუ შეკრებაზე, ის ყოველთვის დღეში ხუთჯერ ლოცულობდა, როგორც ამას რწმენა მოითხოვს".

2008 წელს ფეხბურთი საბოლოოდ დაივიწყა და ტერორისტულ დაჯგუფებაში შევიდა. თავდაპირველად, ფულს აგზავნიდა დაჯგუფების მეომრებისთვის, მაგრამ ერთხელ შეატყობინეს, რომ მისი გზავნილი ადრესატამდე არ მივიდა.

ამიტომაც, ის სასწრაფოდ გაემგზავრა სირიაში ცოლთან და ორ შვილთან ერთად. ბურაქი რამდენიმე წელი მონაწილეობდა სირიის სამოქალაქო ომში, 2013 წლის ოქტომბერში კი ალეპოს დასახლებების დაბომბვისას მოკლეს.

ნედჰალ სელმი

თამაშობდა ტუნისის "ეტუალ დიუ საჰელში" - ერთადერთი კლუბი, რომელსაც ყველა აფრიკული საერთაშორისო საკლუბო ტურნირი აქვს მოგებული. 2013 წელს, გაუგებარი მიზეზების გამო, კლუბი დატოვა და სინჯები გაიარა "ალ-იტიჰადსა" და მეორე ლიგის "მონასტირში", მაგრამ არსად მისი აყვანა არ მოისურვეს. მისი ყოფილი პარტნიორი ბეშირ ზელამი ყვება, რომ სელმი არ აპირებდა საფეხბურთო კარიერის დასრულებას.

2014 წლის თებერვალში "ეტუალის" პრეს-ატაშემ ოფიციალურად განაცხადა, რომ კლუბმა კონტრაქტი გაწყვიტა ფეხბურთელთან. ნედჰალის მამა დარწმუნებული იყო, რომ ვაჟი ლიბიაში სამუშაოს საძებნელად იყო წასული. ფეისბუქზე ბიჭმა ძველი ავატარი შეცვალა ფოტოთი, რომელშიც შავი აფრიალებული დროშის ფონზე იყო გადაღებული. კითხვებზე პასუხად მხოლოდ ერთი მოკლე შეტყობინება გაგზავნა:

"შევხვდებით ზეცაში". ამის შემდეგ, ნედჰალი ერთხელაც არ გასულა კავშირზე ოჯახთან, მეგობრებთან, პოლიციასთან. არანაირი ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ არ არსებობდა, სანამ 2014 წლის 16 ოქტომბერს არ გავრცელდა ცნობა მისი სიკვდილის შესახებ.

შემოდგომაზე ტუნისის რადიოს ჟურნალისტმა ჰალული ალიმ ინტერვიუ მისცა ფრანგულ გამოცემა "ლიბერასიონს": "ის ნიჭიერი იყო და დიდი მომავალი ჰქონდა. საშინელებაა, რომ ადამიანები ნედჰალს დაიმახსოვრებენ როგორც ტერორისტს და არა ფეხბურთელს".

აბუ ბაკრ ალ-ბაღდადი (მთავარი ფოტო)

"ისლამის სახელმწიფოს" ლიდერი, 2014 წლის შუიდან აკონტროლებდა სირიის ტერიტორიის ნაწილსა და ერაყს. მისი ბავშვობის მეგობარი აბუ ალი შეხვდა "ტელეგრაფის" ბლოგერს რუთ შერლოკს: "ის ჩვენი ლიონელ მესი იყო, გუნდის საუკეთესო მოთამაშე".

ისლამის სახელმწიფოს თვითგამოცხადებული ჰალიფა ბავშვობაში გატაცებული იყო ფეხბურთით. ის ერაყის დედაქალაქთან ახლოს ქალაქ სამარაში ცხოვრობდა, მეჩეთში დადიოდა და იქაურ საფეხბურთო კლუბში თამაშობდა.

მიუხედავად პატარა სიმაღლისა, ალ-ბაღდადი კარგად ასრულებდა თავდამსხმელის როლს. მაგრამ ყველა პროგნოზის საწინააღმდეგოდ, იბრაჰიმმა ფეხბურთზე ჯერ კიდევ იუნიორობისას თქვა უარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება