საჩოგბურთო ტურნირების მიმოხილვა
ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, მამაკაცთა ტურის მთავარი ვარსკვლავები ამ კვირას დაბრუნდნენ კორტზე და სხვადასხვა ტურნირზე გადანაწილდნენ: ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი აკაპულკოში წავიდნენ სათამაშოდ, ენდი მარეი, როჯერ ფედერერი და სტენ ვავრინკა - დუბაიში.

ჯოკოვიჩმა და ნადალმა უკვე გაიარეს ორი წრე აკაპულკოში. რაფამ გუშინ 66 წუთში გაანადგურა იტალიელი პაოლო ლორენცი - 6:1, 6:1 და მესამე რაუნდში გავიდა. ნადალმა ხუთი ბრეიკი შეასრულა და მხოლოდ შვიდი ქულა დათმო საკუთარ გეიმებში (28/35). ნაკლებად სავარაუდოა, რომ ესპანელს პრობლემები შეექმნას შემდეგ წრეში, სადაც მისი მეტოქე იქნება იაპონელი იოშიჰიტო ნიშიოკა. აღსანიშნავია, რომ რაფას აკაპულკოში 12-დან 12 მატჩი აქვს მოგებული.

გაცილებით რთული მატჩი ჰქონდა გუშინ ნოვაკ ჯოკოვიჩს. ისევე როგორც რიოს ოლიმპიადაზე, სერბს კვლავ ადრეულ ეტაპზე ერგო არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო, თუმცა, შარშანდელისგან განსხვავებით, ამჯერად, შეძლო მოგება, ოღონდ უმძიმესი ბრძოლის შემდეგ.

თამაში ორი საათი და 38 წუთი გაგრძელდა. პირველი ორი სეტი სცენარით თითქმის ერთნაირი იყო - ორივეში გამარჯვებული ორ ბრეიკს ასრულებდა, აქედან ერთს ბოლო გეიმში. იგივე მოხდა მესამეში. დელ პოტრო ძალიან ახლოს იყო მოგებასთან - 4:3 გავიდა წინ და მერვე გეიმში თავად აწვდიდა. მაგრამ ჯოკოვიჩმა აღარ დაუშვა არგენტინელთან ზედიზედ მეორე მარცხი. მერვე გეიმში დაკარგული მოწოდება დაიბრუნა, მეათეში კი მატჩში მეხუთე ბრეიკი შეასრულა და ამან, მესამე რაუნდის საგზური მოუტანა - 4:6, 6:4, 6:4.

ჯოკოვიჩის შემდეგი მეტოქე ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი იქნება, რომელმაც 6:2, 6:4 დაამარცხა ამერიკელი დონალდ იანგი - 6:2, 6:4.

დუბაიში უკვე გამოეთიშა ბრძოლას ორივე შვეიცარიელი ფავორიტი. სტენ ვავრინკამ პირველივე წრეში ორი სეტი წააგო ბოსნიელ დამირ ძუმჰურთან, როჯერ ფედერერმა კი ძალიან იოლად მოუგო საწყის მატჩში ბენუა პერს, მაგრამ სენსაციურად წააგო შემდეგ შეხვედრაში რუს ევგენი დონსკოისთან.

არადა, ავსტრალიის ღია პირველობისთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა - ლეგენდამ 5:1 წაიყვანა ანგარიში. როჯერი დომინირებდა კორტზე და ერთ მომენტში ზედიზედ 13 ქულა აიღო. რუსი ბოლოსკენ გამოცოცხლდა, ერთი ბრეიკი დაიბრუნა, მაგრამ 3:6 წააგო.

მეორე სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა. დონსკოი თამამად თამაშობდა და პარტიაში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი (რომელიც სეტბოლიც იყო) სწორედ მას ჰქონდა. ტაი-ბრეიკზე ფედერერმა მინი-ბრეიკით დაწინაურდა და როცა 6:4-ზე ორმაგი სეტბოლი მიიღო, მატჩის ბედი ყველას გადაწყვეტილი ეგონა. მაგრამ, რუსმა ჯერ ეს ორი საფრთხე მოიგერია, შემდეგ მესამე მატჩბოლზეც გადარჩა და ტაი-ბრეიკი 9:7 მოიგო.

ამ დასანან მომენტს ფედერერზე ფსიქოლოგიურად არ უმოქმედია - შვეიცარიელმა პირველივე შესაძლებლობა გამოიყენა და წინ გავიდა - 5:2. დონსკოის პასუხი დამაჯერებელი იყო - ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და 6:5-ზე მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. ფედერერმა ამის საშუალება არ მისცა მეტოქეს, მომდევნო ათი გათამაშებიდან ცხრა მოიგო და ტაი-ბრეიკზე 5:1 დაწინაურდა. აქ კი რუსის მორიგი გმირობა ვნახეთ. მან ზედიზედ ექვსი გათამაშება მოიგო და კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის