ენდი მარეი ავთადმყოფობას გაუმკლავდა და დუბაი მოიგო
შაბათს, დუბიაში დასრულდა სამკვირიანი ჩამოგბურთო ტურნე ახლო აღმოსავლეთში.

ამ ტურნირის შესახებ თხრობა მეოთხედფინალური ეტაპის წინ შევწყვიტეთ. წინა მიმოხილვაში მოგიყევით, რომ ნაადრევ ეტაპზე გამოეთიშნენ ბრძოლას შვეიცარიელი ფავორიტები - სტენ ვავრინკა და როჯერ ფედერერი. ამ უკანასნელის მძლეველმა ევგენი დონსკოიმ უფრო წინ წასვლა ვერ შეძლო და ლუკ პუეისთან დამარცხდა.

შვეიცარიელების გამოვარდნის შემდეგ, მთავარი ფავორიტი ენდი მარეი გახდა, თუმცა, მან ცოტა ხნის წინ იავადმყოფა და საწყის ეტაპებზე გაუჭირდა, განსაკუთრებით მძიმე ბრძოლა კი მეოთხედფინალში გადახდა ფილიპ კოლშრაიბერის წინააღმდეგ.

პირველი სეტი გერმანელმა ტაი-ბრეიკზე მოიგო. მეორე სეტშიც ყველაფერი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა. და ეს იყო ყველაზე გრძელი მე-13 გეიმი ბოლო ათი წლის განმავლობაში - ის 31 წუთი გაგრძელდა და 38 ბურთი გათამაშდა! მარეიმ შვიდი მატჩბოლი (!) მოიგერია, ამდენივეჯერ გადაირჩინა თავი სეტბოლებზე კოლშრაიბერმა. საბოლოოდ, მერვე სეტბოლზე მარეიმ შანსი გამოიყენა და მარათონული ტაი-ბრეიკი 20:18 მოიგო!

დასანანი წაგებით გაწბილებულმა კოლშრაიბერმა მესამე სეტში ვერ იბრძოლა და ერთადერთი გეიმი აიღო. ეს სეტი უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა, ვიდრე მეორე სეტის ტაი-ბრეიკი.

ნახევარფინალში ლუკ პუიეს წინააღმდეგ ენდის ნაკლები პრობლემები ჰქონდა. ეს ჩოგბურთელები მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს და ფრანგს ბრიტანელისთვის ჯერ სეტი არ მოუგია.

ბადის ქვედა მხარეს განთესილებს გაუჭირდათ. გაელ მონფილსმა მეოთხედფინალში წააგო ფერნანდო ვერდასკოსთან და დაკარგა შანსი - გამოეგდო ფედერერი ტოპ-ათეულიდან. ვერდასკომ შესანიშნავი ტურნირი ჩაატარა.

ნახევარფინალში მისი მეტოქე იყო რობინ ჰაასე, რომელმაც პირველ წრეში ტომაშ ბერდიხი გამოთიშა ბრძოლას. ნახევარფინალში ჰაასე და ვერდასკომ თანაბრად იბრძოლეს პირველ ორ სეტში, მაგრამ მესამეში ესპანელის უპირატესობა დიდი იყო.

ესპანელისთვის ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფინალი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მაგრამ მეტოქისთვის განსაკუთრებული პრობლემების შექმნა ვერ შეძლო. პირველ სეტში მან 3:1 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ შემდეგ 13-დან 11 გეიმი წააგო. ენდიმ სეზონში პირველი და კარიერაში 45-ე ტიტული მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება