საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. I ტური
ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე" საქართველოს XXIX ეროვნული ჩემპიონატი გაიხსნა. პარადოქსია, მაგრამ მასპინძელთაგან არცერთი არ წარმოადგენდა ზესტაფონს... საჩხერის "ჩიხურა" მასპინძლის რანგში დაუხვდა გორის "დილას".

ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე ნორმალური თამაში იყო, თუმცა ვერ ვიხილეთ გოლი, რაც მეკარეთა შესანიშნავ თამაშს უნდა დავაბრალოთ.

საბოლოო ჯამში, ფრე სამართლიანი შედეგია. მეორე ტაიმში "ჩიხურა" ოდნავ უკეთესი იყო მეტოქეზე, მაგრამ არა იმდენად, რომ გამარჯვება დაემსახურებინა. ქულა კი "დილას" აქტივში უნდა ჩაიწეროს, რაკი ზივ არიეს გუნდი სულ ცოტა ხნის წინ შეიკრიბა. გუნდში ჯერ კიდევ ჩნდებიან ახალი ფეხბურთელები. მაგალითად, სალიუ ტარავალე, ვინც გუშინ შეცვლაზე შევიდა. აქვე ვთქვათ, რომ "დილას" აკლდა დისკვალიფიცირებული კაპიტანი, გამოცდილი ცენტრალური მცველი ლექსო კვახაძე.

სანამ უშუალოდ მატჩის მსვლელობაზე გადავიდოდეთ, აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ გორელთა ახალგაზრდა ნახევარმცველის, ლევან ნონიკაშვილის კარგი თამაში. მან მთელი შეხვედრა, სანამ შეცვლიდნენ, მაღალ დონეზე ჩაატარა.

რაც შეეხება "დილას" ლეგიონერებს, მათ ახლა ადაპტაცია სჭირდებათ, ისე კი, საინტერესო ფეხბურთელები ჩანან. გუშინ მათ შორის გარემარბი ჟოაკიმ ლეანდრო რიბეირო გამოირჩა. ბრაზილიელს საკმარისად კი ჰქონდა ტექნიკური წუნი, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში თავი აშკარად დაგვამახსოვრა - როგორც, სწორედაც, კარგი ტექნიკის პატრონმა.

პირველი სახიფათო მომენტი გორელთა კართან შეიქმნა. ერთ დროს ზესტაფონური პუბლიკის ჯილა ნიკა გელაშვილი მახვილი კუთხიდან ურტყამდა მიხეილ მუჯრიშვილის კარში, მაგრამ ბურთი ზემოდან გადასცდა მას.

ამას გორელთა გააქტიურება მოჰყვა. აქტიურმა მალხაზ გაგოშიძემ (კიდევ ერთი ექსზესტაფონელი) ჟოაკიმ რიბეიროს უპასა. სამხრეთამერიკელმა ფრთიდან ცენტრისკენ შეიწია და უძლიერესად დაარტყა. ამ ეპიზოდში "ჩიხურას" ბოსნიელთა კარის დარაჯმა დინო ჰამზიჩმა დიდებულად ითამაშა.

მორიგი მომენტი ისევ "დილასი" იყო. გივი ქარქუზაშვილი, ვინც დაცვაში ძალიან საიმედო იყო, სახიფათოდ ჩაერთო შეტევაში და დაარტყა კიდეც, მაგრამ საჩხერელთა კარს ბურთი ზემოდან გადასცდა.

თანაბარ თამაშში მორიგი საგოლე შანსი "ჩიხურამ" იპოვა. მატჩის ერთ-ერთი გმირი მიხეილ მუჯრიშვილი გამოსვლაზე შეცდა, ბურთი გაუვარდა, თუმცა საჩხერელთა შემტევებმა დაუცველ კარში ვერ გაიტანეს.

მერე ისევ "დილას" ჯერი დადგა. აქტიურმა ლეანდრომ პასი დააგვიანა, თორემ "დილას" ანგარიშის გახსნის ძალიან დიდი შანსი ექნებოდა. ტაიმი კი კიდევ ერთი ექსზესტაფონელის, ამჟამად "ჩიხურას" ნახევარმცველ მიხეილ სარდალიშვილის დარტყმით დასრულდა, რომელიც ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

მეორე ნახევარი, სანახაობრივი თვალსაზრისით, პირველზე ნაკლებად მიმზიდველი გამოდგა. თავი იჩინა "ჩიხურას" უკეთესმა ფიზიკურმა მომზადებამ და შეთამაშებამ, რაც სავსებით ბუნებრივია. წლებია, "ჩიხურას" ძირითადი ბირთვი ერთად მოდის. "დილა" კი ახლა ყალიბდება ამ ფორმაციის გუნდად.

მეორე ტაიმში საგოლე მომენტები იშვიათად იქმნებოდა. გორელი დავით კირკიტაძის დარტყმა ჰამზიჩმა მოიხელთა. მერე იყო გელაშვილის ჩაწოდება, რომელიც მუჯრიშვილის ნადავლი გახდა. ამის შემდეგ კი მუჯრიშვილის ჯერი დადგა. მან ორჯერ არ გაატანინა გიორგი გაბედავას. საჩხერელთა გამოცდილმა მოიერიშემ განსაკუთრებით სახიფათოდ ჯარიმა შეასრულა, რომელიც მუჯრიშვილმა "ცხრიანიდან" მოხსნა.

არ შეიძლება, არ ვთქვათ სტადიონზე არსებული ატმოსფეროს შესახებ. "ზესტაფონის" გულშემატკივრების საწუხარი არახალია - მათი საყვარელი გუნდი საქართველოს ჩემპიონატში აღარ თამაშობს. თამაშის მსვლელობის დროს "დილას" ქომაგებმა რამდენჯერმე გაამხნევეს ზესტაფონელი კოლეგები. ისინი ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის სახელს სკანდირებდნენ. გარდა ამისა, "ზესტაფონის" ქომაგებმა გამოფინეს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დამზადებული ლევან კობიაშვილის მხარდამჭერი ბანერები, რომელიც ახლა უკვე გადახაზული იყო.

მატჩის მსვლელობისას კი მინდორზე უცნობი ნიღბიანი გულშემატკივრები შევიდნენ. მათ თამაშის მსვლელობისათვის ხელი არ შეუშლიათ, უბრალოდ, მოედნის კიდეზე განთავსებული ფედერაციის ბანერი გადახაზეს...

საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. I ტური

05.03. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"

ჩიხურა-დილა 0:0

ჩიხურა (4-5-1): ჰამზიჩი - კორიფაძე, შ. კაშია, ლ. ჭელიძე, ჩიკვაიძე (87. მირცხულავა) - სარდალიშვილი, დობროვოლსკი, გორგიაშვილი (70. ივანიშვილი), განუგრავა, გაბედავა (82. მუმლაძე) - გელაშვილი.

სათადარიგოები: სეფიაშვილი, ტატანაშვილი, კაკუბავა, დეკანოიძე.

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

დილა (4-5-1): მუჯრიშვილი - ეტუ, ქარქუზაშვილი, მაჩაიძე, გაგოშიძე - ლეანდრო, ნონიკაშვილი (80. ძარია), დერეტი, პაპავა, კირკიტაძე (82. ტარავალე) - დე როსარიო (65. წიქარიძე).

სათადარიგოები: ხაინდრავა, ალიუ, კალანდარიშვილი, პაპუაშვილი

მწვრთნელი: ზივ არიე

გაფრთხილება: გორგიაშვილი (64), ქარქუზაშვილი (75)

არბიტრი: ბ. ნინუა

ეროვნული I ლიგა. I ტური

რუსთავი-გურია 3:1

ვიტ ჯორჯია-სამგურალი 3:0

მერანი-გაგრა 0:0

სიონი-ზუგდიდი 1:0

ცხინვალი-მეშახტე 2:2.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

agmosavlet tribunis J U N G L E B I
მე პირველ რიგში ქართული ფეხბურთის ქომაგი ვარ.ფედერაციის წარმატებად მიმაჩნია ყველა სტრუქტურული ცვლილება რაც მათ განახორციელეს.გუნდების დღევანდელი დონე რა თქმა უნდა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. იმედია გარკვეული დროის შემდეგ წინსვლა აუცილებლად იქნება.ჩვენც რაღა დაგვრჩენია, დაველოდოთ. იმედი ხომ ბოლოს კვდება.
Gaga
საქარტველოს ცემპიონატი გაჰერებულია როგრ მიდის წინ დილას ფანი რომ ხარ დილა 2012 წელს უფრო მაგრად ტამასჰობდა თუ ეხლა ან ნებისმიერი გუნდი გადაგდე 3 წლით უკან იგივე დინამო ეხა რა გუნდია არფერი ტორბედო მუგამი არაქ მატჩEბის ხილვას ადრე ზესტა დინამო ტორბედო მეტალურგი ეს გნდები ქაჰავდენდ ა გირდა ყურბა იგივე დილა ეხა ვერგაიგებ დინამო მოიგებს ტუ ტერჯოლის საპობვნელა
agmosavlet tribunis J U N G L E B I
ფედერაციამ წელს ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა (შეეტყო ლევანის ხელი).დადებით შედეგებს ალბათ მალე დავინახავთ. გუნდები დღეს ნახევარფაბრიკატის მდგომარეობაში არიან.უფრო დაიხვეწებიან და საინტერესო ჩემპიონატის მომსწრენი გავხდებით.მე დილას ქომაგი ვარ.წარმატებებს ვესურვებ დილას,ყველა ქართულ კლუბს და ზოგადად ქართულ ფეხბურთს.
zestafoni
აქ კობიასჰვილი არაფერ შუაშია უბრალოდს მტავრობის დაკრულზე დადის და არავინ ტქვასრო ტავრობა ფეგბურტში არერევაო
data
xalxo ra gchirt, dzveli gundidan sul 4 ma pexburtelma itamasha ra sanaxaobas txovt gunds jer ver gavige, kide kargad itamashes rasac uyure, daacadet jer adaptacia gaiaron moergon gunds da mere daviwyot es kritika
svan
რომან-ს კარგი რა სხვა რა გეგონა აბა?! ჟორდანიაც იგივეს აკეთებს არ გახსოვთ ისეთი უნამუსობა ჩაიდინა ვიტესიდან ახალი წამოსული იყო და რაღაც მალტის გუნდი იყიდა და ჩვენ თუნდაც არ ჰქონოდა სრული ვალდებულებები მაგრამ მაინც მოსულიყო რომელიმე გუნდში)))) მოვიდა მაშინ როცა სოლიდური პრემიები დააწესა ფედერაციამ ერთ მოგებაზეც კი!)))) როგორც ვიცი გორის დილაში ებრაელმა ბიზნესმენებმა 1.5 მილიონამდე უნდა გადარიცხონ ყიველ წელს...)) 1.5 ზე მეტი თანხის დაგროვება ისედაც შეიძლება ჩემპიონატიდან თუ პირველ სამეულში მოხვდები!))))))))))))))))
QWERTY
რომან ზედმეტად დიდი წარმოდგენა გქონიათ ებრაელთა სიჭკვიანეზე, და ეს ასე არ არის, ისინი არასოდეს ყოფილან ქართველებზე ჭკვიანები, ეგაა რომ ფულის "საჭირო ხალხზე" გაცემა ან თუ საჭიროა "შეტენვა" ეხერხებათ რომ მერე ფულის ამღებს გასაქანი არ ჰქონდეს. ეგაა სულ მათი ბიზნეს სიბრძნე.
რომან
აი ძაან საშინელ დღეშია ქართული ფეხბურთი-დილას გულშემატკივარი ვარ და ვუყურებდი ამ თამაშს და ბოლომდე ვერ გაუქაჩე ისეთი სვარკა იყო.ებრაელებმა რო იყიდეს გუნდი,გამიხარდა-მეგონა გუნდს გააკეთებენ ნორმალურსთქო(ევროტურნირებზე რო არ შეგვარცხვენს ისეთს)-მარა ამ გუნდით არც უნდა იფიქრო რამეზე...ლეგიონერების უმეტესობა პოტენციური მოიშიკია თბილისის ავტოსამრეცხაოებში...ებრაელი ფულს ისე არ გადაიხდის იქიდან თუ ორმაგს არ ამოქაჩავსო-ამბობენ და ამ გუნდით რო ზარალზე იქნებიან ცხადზე ცხადია და ნეტა რა ძაღლის თავია დამარხული ჰაა?
2
ვითომ შეწუხებული იყვნენ გუნდის უმაღლესი ლიგიდან მოკვეთით! თვითონ კი სართოდ ფეხბურთიდან მოკვეთეს საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი.
sakavrieli
DZirs matyuara-gadamgdebi federacia da kobiasjvili
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ზივ არიე გორის "დილას" დაემშვიდობა და სამუშაოდ ისრაელში დაბრუნდა
გორის "დილაში" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია ბრუნდება?
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"თელავი" გიორგი დეკანოსიძეს ჩააბარეს
გორის "დილას" დირექტორი: აუცილებლად გავძლიერდებით!
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
დილა-ლოკომოტივი 0:2 - მოგებაზე ძვირფასი 3 ქულა [VIDEO]
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
გიორგი დარასელია: შეიძლება ფეხბურთელებს ეს ზედმეტ ტვირთად დააწვეთ
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა