...მაგრამ მხოლოდ სეზონის ბოლომდე

გუშინ საბოლოოდ დადასტურდა, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ლუის ვან გაალი რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება. პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, გადაწყვიტეს, რომ ჰოლანდიელს კიდევ ერთი შანსი მისცენ. თუმცა, გაირკვა და "ბაიერნის" ორივე შეფის მხრიდან დადასტურდა ისიც, რომ ვან გაალი მხოლოდ ზაფხულამდე იმუშავებს, მომავალ სეზონში კი მიუნხენურ გრანდს ახალი დამრიგებელი ეყოლება.

"ბაიერნი" პროგრამა მინიმუმის შესრულებას, ანუ, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ლუის ვან გაალთან ერთად ეცდება, ზაფხულში კი, ჰოლანდიელ სპეციალისტთან კონტრაქტი გაწყდება და მომდევნო სეზონში გუნდს ახალი მწვრთნელი უხელმძღვანელებს," - ნათქვამია "ბაიერნის" მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ჩვენი გერმანელი კოლეგების რწმენით, ვან გაალი პოსტზე მხოლოდ იმიტომ დატოვეს, რომ ჰიონესმა და რუმენიგემ მისი შემცვლელი ვერ იპოვეს. "კიკერის" ინფორმაციით, ჰიონესი და რუმენიგე შაბათს, კვირას და ორშაბათს სერიოზულად ფიქრობდნენ ლუისის ასისტენტ ჰერმან გერლანდის ან მიქაელ ლაუდრუპის (მალიორკა) დანიშვნაზე, მაგრამ გადაიფიქრეს. მათთვის სასურველი მწვრთნელების სიაში კი პირველ ადგილზე მათიას ზამერი რჩება. "კიკერის" ცნობით, "ბაიერნის" თავკაცად რალფ რანგნიკის ხილვა საბოლოოდ გამოირიცხა. ული და კალე რაფაელ ბენიტესზეც დაფიქრებულან, მაგრამ ესპანელის კანდიდატურა მაშინვე გამოურიცხავთ, რადგან რაფამ გერმანული არ იცის. მიმომხილველთა ცნობით, განიხილება მარკუს ბაბელის (ჰერტა), არსენ ვენგერისა და ტორსტენ ფინკის კანდიდატურებიც...

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის