სერბს ჩოგბურთი ძველებურად უყვარს
გასულ კვირას, აკაპულკოს ტურნირზე მორიგი მარცხის შემდეგ, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ისაუბრა ჩოგბურთის მიმართ თავის ამჟამინდელ განწყობაზე.

"სტეფანის დაბადებამდე, ჩოგბურთი ჩემთვის პირველ ადგილზე იყო. ახლა, პრიორიტეტები შეიცვალა. მე მყავს ვაჟი, მეუღლე, ოჯახი და ძალიან ბედნიერი ვარ მამობით. ახლა, ვცდილობ, რაც შეიძლება უკეთესი ვიყო ქმრის, მამისა და ჩოგბურთელის რანგში. ეს რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. თუმცა, არ შემიძლია ყოველთვის ყველა ეს როლი ასი პროცენტით შევასრულო.

ძველებურად სიამოვნებას ვიღებ ჩოგბურთისგან, მიყვარს ისევე, როგორც მაშინ, როცა პირველად ავიღე ჩოგანი ხელში. მინდა დავბრუნდე პირველ ადგილზე, მაგრამ ეს არ არის ჩემი მთავარი მიზანი. მინდა, რაც შეიძლება დიდი ხანი ვითამაშო, თუმცა, მალე 30 წელი შემისრულდება. ისევე მონდომებით ვვარჯიშობ, როგორც ადრე. საწვრთნელი პროცესი თითქმის არ შეცვლილა და არ არის დამოკიდებული იმაზე, სახლში ვარ თუ არა.

რაც შეეხება კრიტიკას ჩემი მისამართით, პატივს ვცემ ყველას აზრს, მაგრამ თავად პოზიტიურად ვუყურებ ყველაფერს. ვიცი ვინ ვარ და საიდან. ყველას აქვს უფლება საკუთარ არჩევანზე, თავის დამოკიდებულებაზე ცხოვრების მიმართ და თავის თვალსაზრისზე. ამასაც უნდა დაფასება", - განაცხადა ჯოკოვიჩმა სერბული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
"მერაბმა ლამაზად შეუსრულა - უსმანი ყველა ფრონტზე დამარცხდა" - ამბობს დაღესტანელი პრომოუტერი
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა