ფრანგი ჩემპიონი სებასტიან ლოები ერთადერთი პილოტი აღმოჩნდა, ვინც მექსიკაში სერიოზული პრობლემები თავიდან აიცილა

სებასტიან ლოებმა სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ფრანგი ჩემპიონი ერთადერთი პილოტი აღმოჩნდა, ვინც მექსიკაში სერიოზული პრობლემები აიცილა თავიდან.

თუ ლოების მცირეხნიან ლიდერობას არ ჩავთვლით, სამივე დღეს პირველობას ინარჩუნებდა სებასტიან ოჟიე. საერთო ჯამში "სიტროენი" კვლავ მაღალ დონეს აჩვენებდა, "ფორდის" პილოტები - მიკო ჰირვონენი და იარი-მატი ლატვალა კი ფინალური დღისთვის წუთზე მეტს აგებდნენ ლიდერთან და არც ჰქონდათ ამ ჩამორჩენის დაძლევის იმედი. ამ დუეტის ანგარიშზე პირველი ორი დღის განმავლობაში ერთი მოგებული სპეცმონაკვეთი იყო.

კვირას ლიდერმა ოჟიემ ლოებზე უპირატესობის გაზრდა სცადა, მაგრამ თავისი შესაძლებლობები ვერ გათვალა და საბოლოოდ, მისი "სიტროენი" საბურავის გარეშე დარჩა, რამაც ახალგაზრდა ფრანგს წარმატების ყოველგვარი იმედი გადაუწურა. ბუნებრივია, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ასეთ საჩუქარზე უარს ვერ იტყოდა და მშვიდად მივიდა ფინიშამდე. ამით ლოებმა მექსიკის ქვაღორღიან გზებზე კარიერაში მეხუთე გამარჯვებას მიაღწია.

ოჟიეს ავარიის შემდეგ ლოები არ რისკავდა, რითაც "ფორდის" პილოტებს ორი სპეცმონაკვეთის მოგების საშუალება მისცა. საბოლოოდ ჰირვონენმა და ლატვალამ ეტაპზე მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. დანარჩენ პილოტებზე კი ლაპარაკიც არ ღირს. მაგალითად, მეოთხეადგილოსანმა პეტერ სოლბერგმა ლოებთან მთელი შვიდი წუთი წააგო.

ამ ეტაპზე მეორე ადგილის წყალობით ჰირვონენმა შეინარჩუნა ლიდერობა საერთო ჩათვლაში, მაგრამ მოდუნება არ არგებს: მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ლოებმა უკვე სერიოზულად მოჰკიდა საქმეს ხელი. ოჟიე იმ ავადსახსენებელი ავარიის შემდეგ მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

II ეტაპი. მექსიკის რალი

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 3:53.17,0; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +1.38,4; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +2.23,9; 4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +7.18,4; 5. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდ სტობარტი") - +8.43,5; 6. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +9.50,0...

საერთო ჩათვლა

1. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 46 ქულა; 2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 37; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 31; 4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდ სტობარტი") - 28; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 24; 6. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 15; 7. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 8; 8. პერ-გუნარ ანდერსონი (შვედეთი, "ფორდ ფიესტა") - 6; 9. ნასერ ალ-ატიია (კატარი, "ფორდი") - 68; 10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 4...

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე