ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბელოტიმანია იტალიაში: რა ჯეკო, რის იგუაინი, როცა არის ანდრეა ბელოტი

ბელოტიმანია იტალიაში: რა ჯეკო, რის იგუაინი, როცა არის ანდრეა ბელოტი

ბელოტი - ბომბარდირობის მთავარი კანდიდატი და "სკუადრას" მთავარი იმედი
იტალიურ სპორტულ მედიაში არაერთი მასალა მიეძღვნა თემას, თუ რომელი ფორვარდი გახდება სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ბომბარდირი: ედინ ჯეკო თუ გონსალო იგუაინი? - ამასობაში, ანდრეა ბელოტიმ ყველას გაასწრო და ბომბარდირთა სიას სათავეში მოექცა.

გასულ ტურში 23 წლის თავდამსხმელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, 24 თამაშში 22 გოლს მოუყარა თავი და ხსენებულ ფორვარდებს: ჯეკოს და იგუაინს 3-3 შედეგიანი დარტყმით გაასწრო.

იტალიაში ბელოტიმანიაა - სპორტული ჟურნალისტები, ექსპერტები და ანალიტიკოსები სწორედ ანდრეას შედეგიან თამაშზე ლაპარაკობენ. "ტორინოს" ფორვარდი ყურადღების ცენტრშია მოქცეული და მის შესახებ არაერთი საინტერესო კომენტარი გავრცელდა...

სინიშა მიხაილოვიჩი ("ტორინოს" მწვრთნელი): "სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ბელოტიმ 24 შეხვედრა გამართა და 22 გოლი გაიტანა. დასანანია, რომ სამი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, თორემ მისი გოლების მარაგი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა. ეს ისეთივე შედეგიანობაა, როგორიც ბოლო წლებში კრიშტიანო რონალდოს და ლიონელ მესის აქვთ. ანდრეას აქვს ყველა ის თვისება, რაც თანამედროვე ფორვარდს სჭირდება - ბრძოლისუნარიანობა, ტექნიკა და მაღალი კლასი. შეუძლია გატანა თავით, მარცხენა ფეხით, მარჯვენა ფეხით და სხეულის ყველა ნაწილით. თუ ბელოტიმ ასე გააგრძელა, მის გამოსასყიდად დაწესებული 100 მილიონი ევრო აშკარად გასაზრდელი იქნება. რაც მთავარია, ეს არაა ბელოტის მაქსიმუმი და მას კიდევ უკეთესად შეუძლია თამაში".

ურბანო კაირო ("ტორინოს" პრეზიდენტი): "ბელოტი ფენომენალური ტალანტის ფეხბურთელია, რომელიც ყოველთვის იქაა, სადაც გუნდს სჭირდება და შესაბამისად, ურიცხვი რაოდენობის გოლი გააქვს. ანდრეასთან გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, თუ რომელიმე უცხოური კლუბი 100 მილიონ ევროს გადაიხდის, მისი ტრანსფერი მხოლოდ ფეხბურთელის ხელში იქნება და მას წინ ვერ აღვუდგები.

თუმცა, ვიტოვებ უფლებას, რომ უარი ვუთხრა იტალიურ კლუბს ნებისმიერი თანხის შემთხვევაში. დღეს რომ ვაფორმებდე ხელშეკრულებას, ბელოტის გამოსასყიდ თანხას 150 მილიონ ევროდ განვსაზღვრავდი, მაგრამ რას ვიზამ, დროს უკან ვერ დავაბრუნებ".

სანაკრებო ჭრილში

ბუნებრივია, რომ ანდრეა ბელოტის შედეგიან ასპარეზობას იტალიური სპორტული მედია სანაკრებო ჭრილში აქტიურად განიხილავს. ბელოტი "სკუადრა აძურას" აწმყო და მომავალია, 24 მარტს კი იტალიის ეროვნული გუნდი ჯერ ალბანეთს უმასპინძლებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, შემდეგ კი, სამ დღეში, ჰოლანდიას ესტუმრება ამხანაგურად.

ჯამპიერო ვენტურას, ბელოტის სახით, ბრწყინვალე ფორვარდი ჰყავს და ზოგადად, ბოლო პერიოდში, იტალიელი თავდამსხმელები შედეგიანად ათამაშდნენ, რაც "აძურას" თავკაცს ნებისმიერი მწვრთნელისთვის ასე სასიამოვნო არჩევანის წინაშე აყენებს...

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ბომბარდირთა დავას ანდრეა ბელოტი ლიდერობს 22 გატანილი გოლით და იქვე ახლოა ჩირო იმობილე, რომლის ანგარიშზეც 16 შედეგიანი დარტყმაა. გასულ უქმეებზე, იმობილემ დუბლი შეასრულა და მიმდინარე სეზონში ის "ლაციოს" მთავარი დამრტყმელი ძალაა. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბელოტიმ და იმობილემ ერთად უკვე 7 გოლი გაიტანეს და საფუძვლიანად ამოაგდეს ძირითადი შემადგენლობიდან ის ფორვარდები, რომლებსაც ანტონიო კონტე ენდობოდა:

მარტინს ედერი და გრაციანო პელე. მოკლედ, ვენტურამ უფრო ახალგაზრდა და უფრო შედეგიანი ფორვარდები იპოვა და ბუნებრივია, რომ აქცენტს მათზე აკეთებს.

ვენტურა მაშინაც იძახებდა მანოლო გაბიადინის, როდესაც ის "ნაპოლის" სათადარიგოთა სკამზე იჯდა და რადგან 25 წლის თავდამსხმელი "საუთჰემპტონში" ბრწყინვალედ ათამაშდა, ბუნებრივია, რომ მწვრთნელის კიდევ უფრო მეტ ნდობას მოიპოვებს. მანოლომ ინგლისური გუნდის შემადგენლობაში 4 მატჩი გამართა და 6 გოლი გაიტანა, მათ შორის, 2 "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში.

გაბიადინი ბრწყინვალე ფორმაშია და "საუთჰემპტონის" მთავარ დამრტყმელ ძალად იქცა. არ უნდა დაგვავიწყდეს ლორენცო ინსინიე, რომელიც მუდმივად "ნაპოლის" ძირითად შემადგენლობაშია და მთლიანობაში, ძალიან კარგი სეზონი აქვს.

წინ ალბანეთთან მატჩია და ჟურნალისტები ვენტურას შეტევაში არსებულ კონკურენციაზე დაეკითხნენ: "ყველა კონკრეტულ შეხვედრაში ითამაშებენ ის თავდამსხმელები, რომლებიც უკეთეს ფორმაში იქნებიან. ბუნებრივია, რომ მნიშვნელოვანია გუნდის ტაქტიკური მონახაზი და მეტოქე გუნდის თამაშის სტილიც. მე იმ მწვრთნელთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც მოწინააღმდეგეს დეტალურად სწავლობენ. იმობილე და ბელოტი ბრწყინვალე ფორმაში არიან, თუმცა გვყავს სხვა თავდამსხმელებიც, რომლებსაც შეუძლიათ გუნდისთვის სარგებლის მოტანა. ყოველთვის მომწონდა სიმონე ძაძას თამაში, რომელიც ესპანეთში უკეთ ირჯება და იმედია, უფრო მოუმატებს.

გვყავს ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი შემტევი, მათ შორის, ფედერიკო ბერნარდესკი, რომელსაც მიმდინარე სეზონში დიდი პროგრესი აქვს. ვაკვირდები დომენიკო ბერარდის, ფედერიკო კიეზას და კიდევ რამდენიმე ნიჭიერ ახალგაზრდას. ეს არის რესურსი, რომელიც ნაკრებს აუცილებლად გამოადგება. ალბანეთთან მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ჰოლანდიასთან კი გარკვეული ექსპერიმენტების საშუალება გვექნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

საგიჟეთი. გატუზომ ფეხბურთელს შეაგინა - იტალიელთა ორი ავტოგოლი და გამარჯვება

მოურინიოს "რომა" კიდევ უფრო ძლიერდება – იტალიის ნაკრების ფორვარდი დედაქალაქურ კლუბში გადაბარგდა

ოფიციალურად: ედინ ჯეკო სერია A-ს დაუბრუნდა

პირველად იტალიური კლუბის მიღმა - ბელოტი კარიერიას პორტუგალიაში განაგრძობს

"როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, არავინ მელაპარაკებოდა. იცით, მესიმ რა გააკეთა?" - გონსალო იგუაინი

ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა

გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით

იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება

ედინ ჯეკო სავარაუდოდ, კარიერას კვლავ სერია A-ში განაგრძობს

"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა

ედინ ჯეკოს მორიგი უარი - ბოსნიელს რუსეთში ჩასვლა არ სურს

[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

იგუაინმა კარიერა დაასრულა - "პიპიტამ" ბოლო მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე

ისევ სამშობლო თუ საფრანგეთი?! - ბელოტის მსურველები მრავლად ჰყავს

საზონოვის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზემ" "ტორინოს" მოუგო

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

ოფიციალურად: ბელოტი "რომაში" გადავიდა

სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

"ტორინოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს - რა შეიცვლება საზონოვისთვის?

"საშინელება იყო! მათ ყვირილი დავუწყე!" - რა გააკეთა მოურინიომ "ბეტისთან" მატჩის შესვენებაზე გასახდელში

იტალიის ნაკრების ფორვარდი ძალზე ღირსეულად მოიქცა [VIDEO]

იგუაინი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს

ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

ოფიციალურად: ედინ ჯეკო "შალკეს" ფეხბურთელია