პარიზში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ფრანგმა სამმხტომელმა ტედი ტამგომ მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა
პარიზში სამი დღე მიმდინარეობდა მძლეოსნობაში წლევანდელი სეზონის პირველი სერიოზული სტარტი - ევროპის ჩემპიონატი დარბაზებისთვის. ბოლო დღეს გაიხარეს ფრანგმა გულშემატკივრებმა. მათმა მთავარმა იმედმა, ფრანგმა სამმხტომელმა ტედი ტამგომ სრულად გაამართლა მასზე გაცემული ავანსები. ტამგომ შეინარჩუნა ორი წლის წინ მოპოვებული ტიტული, მაგრამ ამაში ეჭვი ისედაც არავის ეპარებოდა. უფრო საინტერესო ის არის, რომ ტამგო ორჯერ - მეორე და მეოთხე ცდაზე გადახტა 17 მეტრსა და 92 სანტიმეტრზე და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

ტამგოს გარდა ფრანგულ პუბლიკას ევროპის საუკეთესო სპრინტერის, კრისტოფ ლემეტრის ეიმედებოდა. შეგახსენებთ, შარშან ლემეტრი მძლეოსნობის ისტორიაში შევიდა - ის პირველი თეთრკანიანი მძლეოსანი გახდა, ვინც 100 მეტრი 10 წამზე ნაკლებ დროში დაფარა.

ლემეტრი 60-მეტრიან დისტანციაზე საკვალიფიკაციო ეტაპზე დომინირებდა, მაგრამ ფინალში სტარტზე შეყოვნდა და ეს დამარცხებად დაუჯდა. ფრანგს პორტუგალიელმა ფრენსის ობიკველუმ და ბრიტანელმა დუეინ ჩემბერსმა გაუსწრეს. სწორედ ამ სპრინტერებმა მოიგეს ოქროსა და ვერცხლის მედლები.

ლემეტრს უნდა დაბრალდეს ის, რომ საფრანგეთის ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილის აღება ვერ შეძლო. ზუსტად ეს დაგეგმილი ოქრო დააკლდა მასპინძელთა გუნდს რუსეთის გასასწრებად.

ზამთრის შემდეგი ჩემპიონი 2013 წელს შვედეთის ქალაქ გიოტებორგში გაიმართება, წელს კი მძლეოსნების მეორე მთავარი სტარტი იქნება მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელსაც კორეის ქალაქი ტეგუ უმასპინძლებს.

კაცები

60 მეტრი

1. ფრენსის ობიკველუ (პორ) - 6,53; 2. დუეინ ჩემბერსი (ბრიტ) - 6,54; 3. კრისტოფ ლემეტრი (საფ) - 6,58.

800 მეტრი

1. ადამ კშჩოტი (პოლ) - 1.47,87; 2. მარცინ ლევანდოვსკი (პოლ) - 1.48,23; 3. კევინ ლოპესი (ესპ) - 1.48,35.

1500 მეტრი

1. მანუელ ოლმედო (ესპ) - 3.41,03; 2. ქემალ ქიუნჯუ (თურ) - 3.41,18 (ეროვნული რეკორდი); 3. ბარტოშ ნოვიცკი (პოლ) - 3.41,48.

ესტაფეტა 4X400 მ

1. საფრანგეთი - 3.06,17 (ეროვნული რეკორდი); 2. ბრიტანეთი - 3.06,46; 3. ბელგია - 3.06,57.

სამხტომი

1. ტედი ტამგო (საფ) - 17,92 (მსოფლიოს რეკორდი); 2. ფაბრიციო დონატო (იტა) - 17,73 (ეროვნული რეკორდი); 3. მარიან ოპრეა (რუმ) - 17,62.

შვიდჭიდი

1. ანდრეი კრავჩენკო (ბლრ) - 6282; 2. ნადირ ელ ფასი (საფ) - 6237; 3. რომან შერბლე (ჩეხ) - 6178.

ქალები

60 მეტრი

1. ოლესია პოვჰი (უკრ) - 7,13; 2. მარია რემენი (უკრ) - 7,15; 3. ეზინე ოკპარაებო (ნორ) - 7,20.

800 მეტრი

1. ევგენია ზინუროვა (რუს) - 2.00,19; 2. ჯენიფერ მიდოუზი (ბრიტ) - 2.00,50; 3. იულია რუსანოვა (რუს) - 2.00,80.

3000 მეტრი

1. ჰელენ კლისეროუ (ბრიტ) - 8.56,66; 2. ოლესია სიროვა (რუს) - 8.56,69; 3. ლიდია ჰოიეცკა (პოლ) - 8.58,30.

ესტაფეტა 4X400 მ

1. რუსეთი - 3.29,34; 2. ბრიტანეთი - 3.31,36; 3. საფრანგეთი - 3.32,16.

სიმაღლეზე ხტომა

1. ანტუანეტა დი მარტინო (იტა) - 2,01; 2. რუტ ბეტია (ესპ) - 1,96; 3. ება იუნგმარკი (შვედ) - 1,96.

ჭოკით ხტომა

1. ანა როგავსკა (პოლ) - 4,85 (ეროვნული რეკორდი); 2. ზილკე შპიგელბურგი (გერ) - 4,75; 3. კრისტინა გაჯიევი (გერ) - 4,65.

სიგრძეზე ხტომა

1. დარია კლიშინა (რუს) - 6,80; 2. ნიდე გომეში (პორ) - 6,79; 3. იულია პიდლუჟნაია (რუს) - 6,75.

მედლების ცხრილი

1. რუსეთი 6 3 6 15

2. საფრანგეთი 5 4 2 11

3. გერმანია 3 4 3 10

4. ბრიტანეთი 2 5 1 8

5. პოლონეთი 2 1 2 5

6. ჩეხეთი 2 1 1 4

7. იტალია 2 1 0 3

8. ესპანეთი 1 2 1 4

9. პორტუგალია 1 1 0 2

9. უკრაინა 1 1 0 2

11. ბელარუსი 1 0 0 1

12. თურქეთი 0 1 1 2

13. აზერბაიჯანი 0 1 0 1

13. ლიტვა 0 1 0 1

15. ბელგია 0 0 2 2

15. ნორვეგია 0 0 2 2

17. დანია 0 0 1 1

17. ჰოლანდია 0 0 1 1

17. რუმინეთი 0 0 1 1

17. სლოვაკეთი 0 0 1 1

17. შვედეთი 0 0 1 1.

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე