ეს მთლიანად ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილი შეკრება იქნება
გუშინ შუადღისას სომხეთში გაემგზავრა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, რომელიც 20 მარტის ჩათვლით მაღალმთიან კურორტ წახკაძორის ოლიმპიურ ბაზაზე გაივლის შეკრებას.

ბექა როყვამ და ვლადიმერ გეგეშიძემ იქ გაფართოებული შემადგენლობა წაიყვანეს, გუნდი კი მხოლოდ ფიზიკურად დაიტვირთება, ანუ ეს მთლიანად ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილი შეკრება იქნება. სომხეთიდან დაბრუნებისთანავე ნაკრები უნგრულ სომბათჰეიში გაემგზავრება იმრე პოლიაკის მემორიალში საჭიდაოდ, რომელიც 24-26 მარტს ჩატარდება, იქ წასაყვანი შემადგენლობა კი საბოლოოდ სწორედ წახკაძორში გადაწყდება.

ბუნებრივია, მწვრთნელებისთვის ძირითადი ბირთვი უკვე ცნობილია, მაგრამ ზოგან გარკვეული საკადრო კითხვები ჯერ ისევ რჩება და სომხურ შეკრებას სწორედ ამ დილემის გადასაჭრელად გამოიყენებენ.

ამით ჩვენმა ნაკრებმა უკვე დაიწყო ევროპის ჩემპიონატისთვის მიზანმიმართული მზადება. მით უფრო, საქართველოს ჩემპიონატიც უკვე მოილიეს და გამოავლინეს კონტინენტის პირველობაზე წამსვლელი ხალხი (შეგახსენებთ, რომ ამ უფლებას ქვეყნის ჩემპიონები იღებენ). მართალია, მათ უკვე გაიარეს ერთი შეკრება ბორჯომში, მაგრამ ის ქვეყნის პირველობისთვის მოსამზადებელი უფრო იყო, ახლა კი საევროპედ მიზანმიმართული მზადება დაიწყეს.

ბარემ აქვე გეტყვით, რომ იმავე პერიოდში სომბათჰეიში უფროსების პარალელურად, 23-წლამდელებიც წავლენ, რომლებიც 28 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით იქ თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში გამოვლენ.

წახკაძორში ზეგ ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიც გაემგზავრებიან, სადაც ამ გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი იანტბელიძეს 16 კაცი მიჰყავს - ყოველი წონის პირველ-მეორე ნომრები. ისინიც მხოლოდ ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას გაივლიან, სამშობლოში კი 23 მარტს დაბრუნდებიან და აქვე გააგრძელებენ მზადებას. მათთვის უახლოესი საერთაშორისო ტურნირი 8-9 აპრილს ბულგარეთში გასამართავი დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირია, სადაც, სავარაუდოდ, ჩვენი ძირითადი შემადგენლობა იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატს 2-7 მაისს სერბული ნოვი სადი უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე