რას ამბობენ სტადიონის აშენებასთან დაკავშირებით კლუბში
სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ლიგის არაოფიციალურმა გვერდმა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა - მალე "სამტრედიას" ახალ სტადიონს აუშენებენო.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ "ახალი არენის" მაკეტების ფოტოებიც გავრცელდა.

აქედან გამომდინარე, ვიფიქრეთ, რომ ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობა დიდი ხნის წინ დაიწყეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ახალი სტადიონი 10 ათას გულშემატკივარს დაიტევს და უეფას სტანდარტებს დააკმაყოფილებს, ხოლო მშენებლობა 2018 წლიდან დაიწყება და 6 თვეში დასრულდება.

ამის შესახებ პირველად საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განაცხადა:

"სამტრედიაში კომფორტული, 10 ათას ქომაგზე გათვლილი ძალიან კარგი სტადიონის მშენებლობა იგეგმება", - წერდა მაშინ კალაძე.

ამ თემაზე 2015 წლიდან ლაპარაკობდნენ, მაგრამ ოფიციალურად არავინ ადასტურებს და ცხადია, ახლაც დანამდვილებით ვერავინ ამბობს, როდის დაიწყება "ეროსი მანჯგალაძის" განახლება თუ ახალი სტადიონის მშენებლობა.

დავინტერესდით და რეალური ამბები კლუბში გვითხრეს. ცხადია, სტადიონის აშენების სურვილი აქვთ და იმედოვნებდნენ კიდეც, რომ მშენებლობა 2017 წლის ზაფხულიდან დაიწყებოდა, მაგრამ საამისოდ კონკრეტული იურიდიული საკითხებია მოსაგვარებელი. უპირველესად, დაფინანსების წყარო უნდა მოიძებნოს, მერე კი ტენდერი გამოცხადდეს - ჯერ პროექტზე, ხოლო შემდეგ - უშუალოდ მშენებლობაზე.

სხვათა შორის, გვითხრეს, რომ სამტრედიაში მსგავსი ტიპის სტადიონის აშენება გაუმართლებლად მიაჩნიათ. მაკეტზე ჩანს, რომ ტრიბუნები გადაუხურავია, სამტრედიელთა თავკაცებს კი სურთ, რომ გადახურული იყოს, რადგან უამინდობაში ადამიანებს სტადიონზე მისვლის სურვილი არ გაუქრეთ.

მოკლედ, სამტრედიაში სტადიონის განახლება ძალიან უნდათ. "ეროსი მანჯგალაძე" საკმაოდ დიდ ფართობზეა განთავსებული და იქ 10-ათასიანი და უფრო დიდი არენაც თავისუფლად ჩაიდგმება. იმედოვნებენ, რომ პროექტს დააფინანსებენ, მაგრამ საამისოდ, ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯები გადაიდგა, გაგრძელება კი, იმედია, ნამდვილად იქნება.

რა თქმა უნდა, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მიღება ძალიან დიდი და საჭირო საქმე იყო, მაგრამ პარალელურად, არანაკლებ აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც - ეს ქართული ფეხბურთის დიდი პრობლემაა და განახლებული არენები ჰაერივით ესაჭიროება.

"სამტრედია" და მისი გულშემატკივრები კი "ეროსი მანჯგალაძის" განახლებას ნამდვილად იმსახურებენ. ან რა დააშავეს ბათუმელებმა, ფოთელებმა, ზუგდიდელებმა, ლანჩხუთელებმა?..

ქართული ლიგის პოპულარიზაცია ძნელია, როცა ტელეეკრანიდან მის მეორე, არც ისე სასიამოვნო მხარეს ვმალავთ, რადგან სტადიონის მეორე ტრიბუნის მხარეს უსახური ხედია. ეს ახლა სწორი და აუცილებელი ნაბიჯია, მაყურებელს უფრო ლამაზად შეფუთული თამაშები რომ შევთავაზოთ. მაგრამ, როცა მოწესრიგებული და კოხტა არენები გვექნება, მას ყველა კუთხიდან თამამად და სიამაყით გამოვაჩენთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

haha
ოღონდ ააშენონ, ოღონდ ამათმა ითამაშონ კარგად და ზონდიკით ვივლი სტადიონზე.
truxa
სამტრედიაში კომუნისტების დროს ათი ათასი კაცი პრობლემა არ იყო ასე რომ ღირსია სამტრედიელები კაი სტადიონის.
Gaga
აუფ აუფ :D;D
თენგო
დღევანდელ დღეს, ისეთ სტადიონს რომლის მინიმუმ 30% მაინც არ არის გადახურული, როგორ უნდა აშენებდეს სახელმწიფო.აი ზგდიდში მაგალითად ააშენეს თეფშივით სტადიონი რომლსაც მარტო სამთავრობო ტრიბუნა აქვს გადახურული,რომლის ანალოგია ეს სტადიონიც.
dato
admin rato avceleb tyuil inpormacias? jer erti eg samtrediis maketi ar aris... da tu ginda samtrediis makets gamogigzavni.. daxuruli stadioniaa da shemodgomaze iwyeba mshenebloba..
გოგი
მორიგი ბოლი, ამათი აშენებული რამე მანახეთ და მერე ვილაპარაკოთ, ბათუმში ხო ააშენეს და ახლა სამტრედიას მიადგნენ :))) ბათუმში ბაზის მშენებლობა დაიწყეს და შუა გზაზეა მიტოვებული, იგივეა ფოთის სტადიონზე
koka
გადაუხურავ სტადიონებს ვიღა აშენებს ახლა??.
giorgi
კარგი რა, ხალხო, რა გინდათ, მშვენიერი მაკეტია, თქვენი მოსაწონი იქნება რამე? თუ ასე არ გაკეთდება, მერე დავაწიოკოთ სასამართლოებით.. არ ჩანს, თორემ ტაბლო როგორ არ იქნება გათვალისწინებული ასეთ სტადიონზე?
Jango
ლაშა სამტრედიას სამაყურებლო არეალში ცხოვრობს 200 000-ზე მეტი ადამიანი, ამდენივე ან ცოტა მეტი ცხოვრობს ქუთაისის სამაყურებლო არელაში. ქუთაისის სტადიონის ტევადობაა 13 000,ასე რომ სამტრედიის 10 000 ეს დასაშვები პრაგმატული მინიმუმია,რადგან თუკი კლუბი წარმატებით იასპარეზებს ასეთი ოდენობის მაყურებელი სეზონში 4-5 ჯერ ალბათ მაინც შეიკრიბება. ისე კი სამტრედიაში 15 000 დასწრება ჩვეულებრივი მოვლენა იყო სსრკ-ს დროს ისევე როგორც ქუთაისში 25 000-ის.
კახა ქირია
ღმერთო ოღონდ მაგი ახდეს და....სამტრედიაში უყვართ ფეხბურთი და იმსახურებენ კარგ სტადიონს.
ლაშა
მოაკლონ 2-3 ათასი კაცი და გადახურონ ტრიბუნები, თუ ფული არ ყოფნით. ამით უეფას სტანდარტებსაც დააკმაყოფილებს და ხარისხიანიც გამოვა. რაღა დროის დაუხურავი ტრიბუნებია. თან 10 ათასი კაცი 30 ათასიანი ქალაქისთვის დიდი ხომ არაა? ზუსტად ამხელა აქვს ქუთაისს 150 ათასიან ქალაქს რაოდენობა ხარისხის ხარჯზე არ უნდა გაიზარდოს.
juba
ტევადობა მეტი რა უნდა შემცირდეს?
beqa
მაგარი მაკეტია ამის დამპროექტებელს რა ვუთხარი. აქედანაც ჩანს რომ აფიორაა სად არის ერთი ტაბლო? დამანახეთ. ამქვეყანას რა ვუთხარ, რომ არაფერი ეშველა.
ლუკა
ბათუმის სტადიონიდან მოვდივარ ახლა ჩემი დრანგულეტით, აი ის 20000 მაყურებელს რომ იტევს და 2013-ში რომ დაიწყეს მშენებლობა და შარშან რომ დაამთავრეს და საზეიმოდ გახსნეს. გახსნაზე ფრედი მერკურიმ რომ იმღერა დუეტი ნანა ბრეგვაძესთან ერთად საოცრად. სიმღერას ბარსელონა კია რა და ბათუმი ერქვა. ჰო ბატონო ჩემო და ახლა სამტრედიაში შევიარე გზაზე და გაჩაღებული მშენებლობა მიდის ახალ სტადიონზე. ჰო ბატონო ჩემო და ასე აშენებული მენახოს ქართული ოცნება როგორც ეს სტადიონები შენდება.
zuri
გაგეცინება ამ მტავრობიდან .საპოჯნიკები არიან
ანდრი
სტადიონი მარტო ხარჯი არ უნდა იყოს. გადახურეთ, დაალაგთ მზის ბატარეა, დენი ქალაქის ქსელში ჩაუშვით. ცოტა მიდექ მოდექით ფულიანებო.
გიო
როდის უნდა შეეშვათ საკუთარი თავის მოტყუებას!!!! სტადიონი არა კარავი!!!! ერთი ბათუმში აშენდა სტადიონი და მეორე აქ აშენდება.მორიგი ბლეფი.
Jango
ზაზა ბატონო ზაზა,მინდორიც გადავუხუროთ რომ ულტრაიისფერმა სხივებმა ჩვენს წვეროსან ბიჭებს სახე-კანი არ დაურუჯოს და წვიმაც არ დაეცეთ ? :) მინდორს კი გათბობა დავუყენოთ რომ ზამთარში ფეხებზე არ შეცივდეთ ხო? :)
ზაზა
მორიგი დაპირება...და თან 21-ე საუკენეში მე-20 საუკუნის სტადიონის მშენებლობის დაწყებას აპირებენ?
ზაზა
არ ვარგა პროექტი.უმჯობესია ტევადობა შემცირდეს და ტრიბუნები გადაიხუროს მთლიანად.სამაგალითოდ,ნიმუშად უნგრეთის პუშკაშის აკადემიის ,,პონჩო-არენა,,...3.900-ანია ,მაგრამ გაცილებით შთამბეჭდავი..
fanji
აბა ტკვენ იციტ რაც მაე უფრო კარგი ბილეტსაც ვიყიდიტ ტუ სტადიონი იქნება სამტრედიელ ხალხს ეკუტვნის სდადიონი
დავითი
ეს მთავრების მამაებელი სტატიები როგორ მაღიზიანებს! რამდენჯერ უნდა დაიწყეროს ასეთი ცრუ და არასრულებული წერილი! ხალხს რამდენჯერ უნდა ჩაუსახოთ იმედი, რომლის ასრულებისთავადაც არ გჯერათ! ბათუმში ხო ააშენეთ სტადიონი! ახლა სამტრედიით იმანიპულირეთ! სამარცხვინოა ეს ყველაფერი! სტადიონსი აშენება თუ უნდოდა კალაძეს, გუნდს ჩემპიონთა ლიგის თვის მოუსწრებდა 6 თვეში თუ შენდება მითუმეტეს! ვინ დაწყებლა ეს ქვეყანა ასე მწარედ!
ჯეკო
2004 წლიდან დღემდე უკვე 10-ჯერ შეიცვალა ადგილიც და მაკეტიც ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე და ჯერ კიდევ არ დაგვადგა საშველი ბათუმლებს, იქნებ თქვენ მაინც გეშველეთ სამტრედიელებო, ჩამოვალთ და მანდ მაინც შევხედავთ ფეხბურთს, თორემ 20 წლის ბიჭი მყავს და ჯერ არ იცის, რომ ფეხბურთს სტადიონზე თამაშობენ და არა ტელევიზორში.
M.S.
სისულელეა ეს ფოტოები. ლოგიკასთან ყველაზე უფრო ახლოს არის იმავე სტადიონზე ტრიბუნების დადგმა. ტრიბუნებს ჩამოიტანენ გამზადებულს, მეტალის კონსტრუქციის,მათთვის საყრდენები უკვე ისედაც არსებობს რადგან ადრეც მეტალის კონსტრუქციის იდგა იქანა და 15 000 იტევდა,ახალი სისტემებით ჩადგმული სკამებით კი ეს 10 000 გამოდის. კონსტრუქციების აწყობას დასჭირდება მაქსიმუმ სამი კვირა თავის სახურავიანად, ხოლო დამატებით თანმხლებ ინფრასტრუქტურას ბუფეტების,ტუალეტების და ასე შემდეგ ისედაც ააშენებენ მატჩების შეუჩერებლად.ასევე პრობლემა არ იქნება ახალი სუპერ კლასის ხელოვნური საფარის გადაგება ან ამავე ადგილზე ბუნებრივის დაგება. ასე რომ, დიდ დროს ეს არ მოითხოვს და არც 18 მილიონ ლარს, რაზეც ადრე საუბარი იყო. რაც შეეხება დაფინანსებას- ეს სინამდვილეში საქართველოს რკინიგზის პრობლემაა და მათი მოსაგვარებელია, რადგან მათმა გაანადგურეს სტადიონი.
giorgi
და ტაბლო სად არის ? მაკეტზე არ ჩანს
gia
kaladze aucileblad moagvarebs stadionis sakitxs.. shemodgomidan iwyeba mshenebloba es gadawyvetiliaaa...
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების "ჩაწყობაში" ფიგურირებდა
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]