ალექსანდრე წულაია: "გადაფასებას ვცდილობ, რამდენად შემრჩა ამ საქმის კეთების სურვილი"
საქართველოში კერძო ინვესტორი ბევრი არ დარჩა. ერთი მათგანი უდავოდ დიდ პატივისცემას იმსახურებს - ალექსანდრე წულაია სოხუმის "ცხუმის" პრეზიდენტი გახლავთ. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს მნიშვნელოვანი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დატვირთვის მქონე გუნდი აღორძინებულიყო.

გარდამავალ ჩემპიონატში სოხუმელებმა ზედა ლიგის საგზური ვერ მოიპოვეს. არადა, სწორედ წინსვლას უკავშირებდა წულაია ახალი სტადიონის აშენებას, რომლისთვისაც თბილისის მერიისგან ტერიტორიის გადაცემას ელოდა.

"ცხუმის" სამომავლო გეგმებით დავინტერესდით და კლუბის პრეზიდენტმაც საინტერესო სიახლეები გაგვიმხილა.

"ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს კლუბის მომავალსა და სხვა საკითხებზე ველაპარაკე. მისთვის ცნობილია, "ცხუმში" ჩემი მისვლის შემდეგ რა შრომა და სახსრები ჩაიდო, რა გაკეთდა მისი წინსვლისთვის... ამავე დროს, ისიც დავინახე, რომ სფფ-ის პრეზიდენტს სოხუმის გუნდის არსებობის მნიშვნელობა ესმის და მისი უფრო მაღალ ლიგაში დაწინაურება და სოხუმის და აფხაზეთის სახელის უფრო ხმამაღლა გაჟღერება სურს.

მაგრამ კლუბი რომ განვითარდეს, საკუთარი ინფრასტრუქტურა ესაჭიროება. შარშან, სტადიონისთვის ტერიტორიის გამოყოფას ვითხოვდით და ინფრასტრუქტრურის მოწყობაზე პასუხისმგებლობას ვიღებდი. ვარკეთილსა და თემქაზე ორი პროექტიც დავამუშავეთ.

ამ კუთხით, თბილისის მერიამ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს. ტერიტორიის საკითხი გადაწყვეტილია და სახელმწიფოს მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის", - ამბობს წულაია.

სოხუმელთა მეპატრონე არ მალავს, რომ ამ თემაზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია:

"ახლა ჩემი გადასაწყვეტია, მშენებლობა როდის დაიწყება. მქონდა სამშენებლო კომპანია და სხვა თუ სტადიონს მილიონად ააშენებს, მე ამას გაცილებით იაფად მოვახერხებ. მაგრამ, ამ ეტაპზე, პასიური ინვესტორი ვარ.

ადრე, კლუბში ძალიან დიდ თანხებს ვხარჯავდი და მოტივაციაც მქონდა, ახლა კი ბევრს ვფიქრობ, არის კი ეს ყოველივე საჭირო. ჯერ, მორალურად მზად არ ვარ, რადგან გუნდს სამჯერ ჰქონდა პირველ ლიგაში დაწინაურების შანსი, მაგრამ მსაჯების თუ სხვა გაუგებარი წინააღმდეგობების გამო, ეს ვერ მოვახერხეთ.

იმასაც ვფიქრობ, იქნებ, პრობლემა ჩემშია. ამიტომ, გადაფასებას ვცდილობ, რამდენად შემრჩა ამ საქმის კეთების სურვილი. ამას გარდა, სტადიონის მშენებლობას მაშინ დავიწყებ, როცა ქართულ ფეხბურთში ოპტიმიზმის ნიშნებს დავინახავ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Jango
მართალია ეს კაცი, რა აზრი აქვს უაზროდ გადაყრილ ფულს საქმეში რომელშიც არც პერსპექტივია გაქვს და უამრავი შიშები მუდამ თან გახლავს?
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მზიური (გალი)-ცხუმი (სოხუმი) 0:0 - შეხვედრა წარსულთან
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
სოხუმური დერბი - პირველად დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში
საქართველოს მეორე ლიგის მატჩში ფეხბურთელებმა მსაჯს სცემეს [VIDEO]
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
"ცხუმი" ვალს იბრუნებს - როგორ იქცა ყოფილი მსჯავრდებული გუნდის ლიდერად
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
საფეხბურთო სკოლა და მოედანი - სოხუმის "ცხუმის" მფლობელის გეგმები
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ციხიდან პირდაპირ... ფეხბურთში! "ცხუმმა" ყოფილ პატიმარს კონტრაქტი გაუფორმა
"მთავრობამ მაგარი პასი მოგვცა, ჩვენ კი გოლი უნდა გავიტანოთ!.."
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე