10 მარტს ეროვნული ლიგის II ტურის ერთი მატჩი გაიმართა
10 მარტს ეროვნული ლიგის II ტური ერთი მატჩით გაიხსნა. ქობულეთის "შუქურამ", რომელიც საშინაო მატჩების საკუთარ მოედანზე დისკვალიფიკაციის გამო ვერ მართავს, ქუთაისის "ტორპედოს" სამტრედიაში უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

ანგარიში ნომინალურმა მასპინძლებმა გახსნეს. გოლი ავტორი მე-6 წუთზე კობა შალამბერიძე გახდა, თუმცა ტორპედოელებმა მალევე გაათანაბრეს ბექა ტუღუშის (14) გოლით.

"ტორპედომ" პირველ ტურში წააგო და მეორე ტურის შემდეგ ერთი ქულა აქვს, ხოლო "შუქურას", რომელსაც ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი საზღვარგარეთ არ გაუვლია და ფინანსური პრობლემები აქვს, უკვე ორი ქულა დაუგროვდა.

ეროვნული ლიგის მეორე ტურის დანარჩენი მატჩები 11 მარტს გაიმართება.

ეროვნული ლიგა. II ტური

10.03. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე

შუქურა-ტორპედო 1:1

გოლები: 1:0 კობა შალამბერიძე (6), 1:1 ბექა ტუღუში (14)

გაფრთხილება: გიგა მამულაშვილი (38), რომან ჩაჩუა (79), გიორგი კუხიანიძე (75), აზამატ ჯიოევი (89).

"შუქურა": აზამატ ჯიოევი (კ), გიორგი კალანდია, ბექა მახარაძე, ლევან კუტალია, ირაკლი კლიმიაშვილი, კობა შალამბერიძე (გიგა მამულაშვილი, 21), ლაშა ჯაფარიძე, ლევან საბაძე (თორნიკე დაგარგულია, 86), სანდრო გურული, ირაკლი ჭეჟია (შერმადინ ართმელაძე, 46), რომან ჩაჩუა.

მთავარი მწვრთნელი: გია გურული

"ტორპედო": როინ კვასხვაძე (კ), ვაჟა ტაბატაძე, გურამ ადამაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ნიკოლოზ საბანაძე, 62), თორნიკე კაპანაძე, გიორგი კუხიანიაძე, გიორგი გურული, გრიგოლ გოლიძე (ბიძინა მახარობლიძე, 72), გიორგი ქიმაძე, მერაბ გიგაური, ბექა ტუღუში.

მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

kkkk
torbedos sayrdeni ar yavs romelic burts camoigebs da bevrs imodzravebs .da tavdamsxmeli kide shemgdebi.mgoni utavdamsxmelod uketesad itamasheben egeni. an ashvetia da gigiadze erterti mainc atamashon da kovel tamashze erti golis atvechai var )))))
slava
არ დავიწყება ახლა დიდ კრიტიკას მაგრამ რაღაც ჩხეტიანი ვერაა მგონი ფორმაში მახარობილიძეს რას ერჩის 20 წუთი რომ ათამაშებს მაგაზე მოძრავი და აქტიური ფეხბურთელი ნამდვილად რა ჰყავს "ტორპედოს" მოედნის ცენტრში ფალავანდიშვილს , რომელსაც ასე მისტირიან თუ არ სჯობს არაფრით ჩამოუვარდება ტუღუში ფლანგზე მახარობლიძე, მამასახლისი და გიგაური მოედნის ცენტრში დაალაგებენ "ტორპედოს" თამაშს ამ დოლიძეს კიდევ რა სჭირს რამდენი საგოლე მომენტი უნდა გაანიავოს რას უცაცუნებს ბურთს ფეხში ძალა არააქვს საერთოდ საბანაძე კიდევ სადაა მოედანზე თვითონ არ იცის არა ბატონო ამ გუნდში რაღაც ვერაა ისე როგორც საჭიროა ცოტა დისციპლინა დაბალ დონეზე და დაუსჯელობის სინდრომი მაღალზე ცოტა ქარმა შეუწყო ხელი , ცოტაც დოლიძემ და მოსაგები მატჩი ფრედ დასრულდა Jango გეთანხმები ქუთაისელი გულშემატკივარი სად იყო საინტერესოა თუ წარუმატებლობამ გული გაუტეხათ თბილისში უფრო მეტნი ჩანდნენ ვიდრე სამტრედიაში გუნდს როცა უჭირს მაშინ უნდა ომახიანი შეძახილები და გვერდში დგომა იმედია ყველა ერთად გამოფხიზლდება და ეშველება "ტორპედოს"
dave
ვულოცავ შუქურას მოპოვებულ ქულას, თუმცა ის რომ მათ ფინანსური პრობლემები აქვთ არაა მართალი რამთუ მათ სახელმწიფოს მხრიდან იგივე დაფინანსება აქვთ რაც სხვა გუნდებს, ხოლო ის თუ გუნდის "მენეჯმენტი" სწორად ვერ ანაწილებს ბიუჯეტს,არ უნდა მოიძიოს სპონსორი და მოიზიდოს დამატებით სახსრები ეს კლუბის მმართველობის პრობლემაა !
Jango
ჰო მართლა, სად იყო დღეს ტორპედოს გულსემატკივრები?მხოლოდ 2 ათეული ბიჭი რომ იყო? სამტრედიელი ქომაგები 5 ჯერ მეტი იყვნენ ვიდრე ორივე კლუბის ქომაგები ერთად აღებული.
mamulo
ჩხეტიანო--გუნდს მიხედე,გუნდს.არ ეტყობა ტორბედოს შენი ხელი.რამდენი ქულა უნდა დაკარგოს გუნდმა კიდევ, შენი უსუსურობითა და უცოდინრობით,რომ აზრზე მოხვიდე.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]