"ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმეს
12 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "დინამო არენის" სტადიონზე რუსეთის ნაკრები ანგარიშით 28:14 დაამარცხა.

"ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმეს.

"ბორჯღალოსნებმა" ანგარიშის გახსნა მალევე, მე-4 წუთზე შეძლეს. ლელოს დამიწება გიორგი კოშაძემ მოახერხა, რომელმაც ნაკრებში ჩატარებულ მეოთხე შეხვედრაში უკვე მეოთხე ლელო მიითვალა.

გიორგი კოშაძის ლელო

მერაბ კვირიკაშვილმა მახვილი კუთხიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 7:0 გახადა.

26-ე წუთზე საქართველომ კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხა. მერაბ კვირიკაშვილმა ულამაზესი სოლო-რეიდის შემდეგ, სადაც რამდენიმე რუსი მორაგბე ჩამოიტოვა, პასი ვასილ ლობჟანიძეს მისცა, რომელსაც ლელოს დამიწება არ გასჭირვებია. კვირიკაშვილმა კი გარდასახვა კვლავ ზუსტად შეასრულა - 14:0.

ტაიმის მიწურულს რუსებს სხვაობის შემცირება შეეძლოთ, თუმცა ჯარიმა არაზუსტად შეასრულეს.

საბოლოოდ ტაიმი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, ანგარიშით 14:0 დასრულდა.

50-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძემ უკვე მეორე ლელო მიითვალა, რასაც კვირიკაშვილმა გარდასახვით 2 ქულა დაუმატა და ანგარიში 21:0 გახადა.

52-ე წუთზე უსიამოვნო ფაქტი მოხდა - მამუკა გორგოძესა და რუს მორაგბეს შორის ინციდენტი დაფიქსირდა, თუმცა მალევე განიმუხტა.

- მამუკა გორგოძემ რუსი მორაგბე ლამის დაახრჩო [VIDEO]

სამწუხაროდ, 55-ე წუთზე რუსებმაც შეძლეს ლელოს დადება. 5 ქულა იური კუშნაროვმა ჩაიწერა. რუსებმა გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს - 21:7.

58-ე წუთზე კვირკაშვილს სხვაობის გაზრდა შეეძლო, თუმცა ჯარიმა ვერ გაიტანა.

67-ე წუთზე კი დავით კაჭარავამ ჩაიწერა ლელო საკუთარ ანგარიშზე, კვირიკაშვილს ამჯერად სიზუსტემ არ უმტყუნა - 28:7.

იხილეთ ვიდეო: საქართველოს ლელოები რუსეთთან მატჩში

75-ე წუთზე რუსებმა მეორე ლელოს დადება შეძლეს და გარდასახვაც გაიტანეს - 28:14.

საბოლოოდ საქართველომ ანგარიშით 28:14 გაიმარჯვა.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

- "ჩვენ იმდენად კარგად ვთამაშობთ, რამდენადაც ამის საშუალებას მეტოქე გვაძლევს"

- პერვუხინი: ჩვენც გვინდა საქართველოსავით ძლიერი გუნდი და კარგი სტადიონი, მაგრამ...

- მამუკა გორგოძე: პრობლემაა, რომ სუსტ გუნდებთან მობილიზება გვიჭირს

შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 19 მარტს სტუმრად რუმინეთთან გამართავენ.

ფოტო: Georgian Rugby

svan-ს
კი უსტვენდნენ მაგრამ ძალიან ცოტა ნაწილი უსტვენდა
vato
მაგრად ვეთამაშეთ დოპინგით გაბერილ რუსებს არაფერი არ უშველით ამ უბედურებს;)))
Gia
ცალკეულ ეპიზოდებს თუ არ ჩავთვლით, საერთო ჯამში საქართველომ ძალიან დაბალი დონის რაგბი ითამაშა...
gela
კარგები ხართ ბიჭებო აი ძალიან მაგრები,მაგრამ ცოტა ყურადღებით რა, ნუ აუშვით,ესაო და ყველას ვუგებთო ასე არ შეიძლება.ერთხელაც დავისჯებით იცოდეთ.6 ერში კიდე ასეთი თამაშით 40-50 ქულით წაგება არ აგვცდება.აბა თქვენ იცით არ მოდუნდეთ.
ragbi rugbi
ამ ქვეყნის ბედნიერება ისაა რომ ყოველი ახალი თაობა უკეთესი მოდის რაგბში ახალგაზრდულის წევრები ძალიან კარგად ირჯებოდნენ, ეს ღვაწლმოსილი უფროსები "პასაობდნენ" უხეიროდ თორე ახალგაზრდებს ერთმანეთის პოვნა არ უჭირთ მოედანზე კომენტატორმა თქვა ახალგაზრდებს გამოცდილება შეემატებათო: ვისა კაცო, ირლანდია, იტალია და მსოფლიოს ათ საუკეთესოსთან მოასპარეზე ახალგაზრდებს რუსებისგან აქვთ რამე შესაძენი?
ragbi rugbi
ესე იგი მაშინ როცა რუსის მარცხი იწერებოდა, ერთად შეკრებილი ქართველი გულშემატკივარი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ნამდვილად მაგარი იყო P.S. ისიც ძაან მომეწონა ხელდახელ თამაშში რომ ბევრი გავისარჯეთ, შეცდომით თუ უშეცდომოთ, ასეა საჭირო
mamulo
ვულოცავ მთელს საქართველოს ამ გამარჯვებას,მაგრამ ასეთი თამაშით და ამდენი შეცდომებით,რომელიც სამწუხაროდ ,თამასიდან თამაშამდე არ კლებულობს,6 ერშიჯერ ჯერობით არაფერი გვესაქმება. ჰეიგმა მგონი მოტივაცია დაკარგა ,რაც ხელშეკრულება გაუხანგრძლივეს.
svan
რამდენი "უკულტურო" ადამიანი ყოფილა როგორ უსტვენდნენ ჰიმნზე))))))))))))))) კიდევ ერთხელ ვიმეორებ ნეტავ საქართველოს მოქალაქეებს სხვა ელემენტარულ საქმეში მაინც ქონდეთ კულტურა... გამოჩნდა გუშინ საგზაო ნიშნების მოძრობით))))))))))))))))))))))
დიტო
ჯერ ადრეა ექვსი ერი.
niko
მოგება ჩაეთვალათ მაგრამ თამაშის ხარისხი საშინელი. ხელით თამაში ბევრად გამოსასწორებელია, საშინელ დონეზეა რა შვიდი ერი ინგლისის თამაშს არ უყურეს რა სისწრაფეზე მოძრაობს უკანა ხაზი და ბურთი მისრიალებს უპრობლემოდ. თვლა ამერია იმდენჯერ დაუვარდათ ბურთი და წინ გადააგდეს. რაქიც მეტს მოითხოვს. დაკიდებულ ბურთსაც ვერ ხვდებიან დონეზე. ერთი 4 ლელო მინიმუმ კიდევ უნდა დაედოთ რომ არა ელემენტარული ხარვეზები.
rugbyworld
ეს იყო საშინლად ცუდი თამაში საქართველოს შესრულებით
irakli81
რაგაც ეს ბოლო თამაშები ჩვენი ნაკრები ვერ ყოჩაღობს. რუმინეთმა სტუმრად აიღო ბონუსი რუსეთთან ჩვენ კი შინ ვერ შევძელით ეს. რუმინეთთან ძალიან რთული ბრძოლა გვექნება.
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
რაგბი ევროპის ახალი ფორმატი
მილტონ ჰეიგი: პირველი ტაიმი ნერვიულობის გამო არცთუ ისე კარგად ჩავატარეთ
რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს უნიკალური გუნდი ჰყავთ
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
დღეს "ბორჯღალოსნები" ქუთაისში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან