რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა
რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პერვუხინმა საქართველოს ნაკრებთან დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- "ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეოთხე ტურში რუსეთის ნაკრები "დინამო არენაზე" "ბორჯღალოსნებს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 14:28 დამარცხდა.

"მთლიანობაში, ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ მატჩი საქართველოში იყო და მეტოქე ძლიერი შემადგენლობით დაგვხვდა.

ერთ-ერთი ობიექტური მიზეზი ჩვენი ცუდი დასაწყისისა ტრავმებია. დღეს დაახლოებით 10 მოთამაშე გვაკლდა, ამიტომ რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბეს თავის გამოჩენის შანსი მიეცა.

გუშინაც ვთქვი, რომ 50 000-ზე მეტი გულშემატკივრის ინტერესი უნდა გაგვეთვალისწინებინა და ეს მატჩი ზეიმად გვექცია, მისი ღირსეული მონაწილე უნდა ვყოფილიყავით. ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა კიდეც.

ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენც ასეთ სტადიონზე ვთამაშობდეთ და ასეთი ძლიერი გუნდი გვყავდეს, მაგრამ ამ დონისგან ჯერ შორს ვართ. თქვენთან რაგბი სპორტის პირველი სახეობაა, ჩვენთან კი ახლა იდგმება ნაბიჯები.

ვფიქრობ, გარკვეული დრო დაგვჭირდება იმ დონემდე მისაღწევად, რომ კონკურენცია გავუწიოთ თქვენს ნაკრებს.

დაბოლოს, მადლობას ვუხდი ქართველ გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს. ჩვენთვის აქ ყოფნა დიდი პატივი იყო", - თქვა პერვუხინმა.

gia
საღოლ! რუსი ეძახე შენ...
mag
კაცური კაცი,მაგას ხომ აღიარება უნდა?!
UKL
სწორი და ადექვატური შეფასებაა. ტანაც რუსეთის ნაკრებმა აშკარად ტავის საუკეთესო თამაში ითამაშა ამ ციკლში გადაჭარბების გარეშე
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები: რუმინეთმა და რუსეთმა მზადება დაიწყეს
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
რუსებმა მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელად ალექსანდრ პერვუხინი დანიშნეს
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
რუსეთი-საქართველო 7:24 - "დაჭრილი მხეცი" საშიში არ გამოდგა [VIDEO]
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
"ზოგი გვაგინებდა, მაგრამ მაინც მადლობა, ნუ ავურევთ სპორტს და პოლიტიკას"
რუსეთის მორაგბეთა ნაკრები: ვიცით, სად ვართ და ვის ვეთამაშებით!