მადრიდის "ატლეტიკოს" ურუგვაელი თავდამსხმელი გროზნოს კლუბთან კონტრაქტს ხელს უახლოეს დღეებში მოაწერს
როგორც რუსული საიტი Lifesports.ru იუწყება, მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი დიეგო ფორლანი გროზნოს კლუბში გადასასვლელად მზადაა.

31 წლის ურუგვაელი ფეხბურთელი, რომელიც ევროპის ლიგის გამარჯვებული და უეფას სუპერთასის მფლობელია, რუსეთი ჩემპიონატის დაწყებამდე "ტერეკის" შემადგენლობაში გადავა.

"ატლეტიკოს" ფორვარდთან მოლაპარაკებები გროზნოული კლუბის ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რუდ გულიტის მოსვლამდე დაიწყო.

დღესდღეობით თითქმის ყველა საკითხი მოგვარებულია და ფორლანი პირად კონტრაქტზე ხელის მოსაწერად გროზნოში დღე-დღეზე უნდა ჩავიდეს.

"დიეგო ფორლანის ჩვენს კლუბში გადმოსვლის საკითხი თითქმის 100%-ით გადაწყვეტილია. ხვალ უკვე მოთამაშე გუნდის განკარგულებაში იქნება და კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს", - აცხადებენ "ტერეკში".

შეგახსენებთ, რომ ფორლანდი მადრიდის "ატლეტიკოში" 2007 წლიდან თამაშობს.

2010 წელს ფორლანმა "ატლეტიკოს" შემადგენლობაში ევროპის ლიგა მოიგო და ამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ურუგვაის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ფორლანმა იმავე წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა.

მომზადებულია lifesports.ru-ს მიხედვით

თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე