საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ლიგის მესამე ეტაპი მოიგო და ფინალურ ოთხეულში თამაშის უფლება მოიპოვა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ერთი კვირის წინ ევროპის ახალგაზრდული ლიგის მესამე ეტაპი მოიგო და ფინალურ ოთხეულში თამაშის უფლება მოიპოვა. ყოველი გამარჯვება სასიამოვნოა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მეტოქეთა ხარისხს, ნიკო ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდის წარმატება ერთიორად ფასეული გახდება. ქართველებმა გადამწყვეტი მატჩი პოდმოსკოვიეს "ხიმკის" მოუგეს - 66:63 და პირველიდან მეორე პოზიციაზე ჩამოაქვეითეს.

საქართველოს ნაკრები კლუბებს ეთამაშება? რა დონის შეჯიბრებაა? რა სისტემით იმართება? კიდევ რამდენი ქართული გუნდი თამაშობს მასში? და საერთოდ, რას გვაძლევს ამ შეჯიბრებაში ასპარეზობა? - ასეთი შეკითხვები ლოგიკას მოკლებული სულაც არ არის. ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე სასაუბროდ საქართველოს ნაკრებების გენერალურ მენეჯერ გივი სანაძეს ვესტუმრეთ.

- მასშტაბური პროექტია, მასში ევროპის ბევრი ქვეყანაა ჩართული, ჩრდილოეთ ევროპიდან, ბალკანეთიდან, ბალტიისპირეთიდან, თამაშობენ იტალიელები, გერმანელები, ბელგიელები, ბრიტანელები... შეჯიბრებები ტარდება როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში. ყველაზე პატარა 14 წლამდე ასაკია, ყველაზე დიდი - 20-წლამდელები.

საქართველო ამ სეზონში 14, 15 და 20-წლამდელებითაა წარმოდგენილი. რადგან მონაწილეობის მსურველი ბევრი გუნდი იკრიბება, ყოველი ასაკის ლიგა ორ დივიზიონადაა გაყოფილი. მონაწილეები ჯერ დივიზიონებში არკვევენ საუკეთესოებს, შემდეგ ფინალურ მატჩებს ატარებენ. მხოლოდ 20-წლამდელებშია ერთი დივიზიონი.

ყოველ ასაკში, დივიზიონში გუნდს სამი ეტაპის გამართვა უწევს, თითოში 5 მატჩია. მაგალითად, რეგულარულის დასკვნითი ეტაპი ქართველმა 20-წლამდელებმა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ჩაატარეს და ხუთივე მატჩი მოიგეს.

- საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ეროვნული გუნდის მთავარი რეზერვია. ამიტომ აუცილებელია, ახალგაზრდული ნაკრების წევრებს სათამაშო პრაქტიკა და სათანადო გამოცდილება ჰქონდეთ. მათთვის მთავარი შეჯიბრება, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, ზაფხულში იმართება, ამ ტურნირისთვის კი საჭიროა გუნდის შეთამაშება, გამოცდილების მოგროვება, ძლიერ მეტოქეებთან თამაშის პრაქტიკა, რისთვისაც ევროპის ახალგაზრდული ლიგა იდეალური ვარიანტია.

ნიკო ჩერქეზიშვილის შეგირდებმა სეზონის განმავლობაში ლიგაზე 15 მატჩი უკვე ჩაატარეს და აპრილში კიდევ ფინალურ ოთხეულს ითამაშებენ. ნახევარფინალში მათი მეტოქე "ხიმკი" იქნება. სხვათა შორის, ტურნირი პოდმოსკოვიეში, "ხიმკის" მოედანზე გაიმართება, - მოგვითხრობს გივი სანაძე.

მოკლედ რომ ვთქვათ, ახალგაზრდები საერთაშორისო გამოცდილებას აგროვებენ, რაც გაცილებით ფასეულია, ვიდრე საქართველოს ასაკობრივ შეჯიბრებებში მიღებული გამოდილება. ევროპის ახალგაზრდული ლიგა საკლუბო შეჯიბრებაა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ქართულ ასაკობრივ კლუბს შეუძლია, თუმცა, ფინანსების სიმწირის გამო ჩვენგან ლიგაში მხოლოდ ნაკრებები ასპარეზობენ.

ბატონ გივის ფინანსურ მხარეზეც ვკითხეთ:

- გუნდების დაბინავების, კვების და შიდა ტრანსფერის ხარჯს მასპინძელი უზრუნველყოფს. სტუმრებს მხოლოდ დანიშნულების ადგილამდე ჩასასვლელი ფული სჭირდებათ. თუმცა ესა თუ ის გუნდი ფინანსურად ზედმეტად რომ არ დაიტვირთოს, ლიგის ორგანიზატორებს ასეთი წესი აქვთ - ორ წელიწადში ერთხელ ერთ ტურს შენც უნდა უმასპინძლო.

დადგენილია სამასპინძლოდ საჭირო თანხის ოდენობაც - 8 ათასი ევრო, რაც შეჯიბრების ორგანიზებისთვის საჭირო ხარჯებს სრულად ჰყოფნის.

ქართველები ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში თავდაპირველად ორი წლის წინათ, 2001 წელს დაბადებულთა ნაკრებით ჩავერთეთ. ამ თაობის ბავშვები მაშინ 13 წლისანი იყვნენ. პირველი ტურის ხუთ მატჩში დებიუტანტებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს. მეორე ტურში სულ სხვა თამაში უჩვენეს და წარმატებითაც დაბრუნდნენ. რატომ? იმიტომ, რომ დაინახეს, რა არის საჭირო განსხვავებული ტიპის, სხვადასხვაგვარი ტექნიკის თუ სტრატეგიის მეტოქეებთან გასამარჯვებლად.

წლეულს 2001-წლიანები 16-წლამდელთა ნაკრების ღირსებას დაიცავენ და თამამად შეიძლება ითქვას, სათანადოდ მომზადებულები იქნებიან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის. ამ გუნდის რამდენიმე კალათბურთელი უკვე ლეგიონერია, ზოგი ამერიკაში, ზოგიც კარგ ევროპულ კლუბში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Muko
და რას გვაძლევს უცოდინრობა ეგეც მიაყოლეთ ბარემ და უცოდინარი სტაფი
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
საქართველომ ეს შეძლო | 16-წლამდელთა ნაკრებმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
[VIDEO] "არსენალმა" გაქცევის შანსი დაკარგა - ნულები ნოტინგემში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] არადა 6 ბურთით ვიგებდით - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დასანანი მარცხი განიცადა
[VIDEOS] შეფილდში ქართული ჰიმნი აჟღერდა - ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია!
საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრების ტალინური ტრიუმფი
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ლატვიასთან ბრძოლაში დამარცხდა
შიო ხეცურიანის ორი წარმატებული პროფესია და მისი გზავნილი მომავალ კალათბურთელებს
სანდრო მამუკელაშვილის 20 ქულა და 20-წლამდელთა ნაკრების გამარჯვება ესტონეთთან
ამერიკაში საქართველოსთვის - ინტერვიუ ნიკა ჩეჩელაშვილთან