"იუვენტუსი" თითქმის მეოთხედფინალშია, მაგრამ არ დავივიწყოთ "ოლიმპიკო"
* ტურინის "იუვენტუსი" მეოთხედფინალში მეათედ გასვლას (ბოლო შვიდ სეზონში მესამედ) გასვლას ლამობს.

* "პორტუსთვის" (თუ გავიდა) ისტორიაში მე-7 მეოთხედფინალი იქნება.

* ამ სეზონში "ლესტერ სიტიმ" ყველა საშინაო მატჩი მოიგო ლიგაზე.

* "სევილია" 8 თამაშია, არ დამარცხებულა.

* წინა დაპირისპირების შემდეგ "ლესტერ სიტის" მწვრთნელი შეეცვალა.

ტურინის იუვენტუსის გულშემატკივრებმა უნდა გვაპატიონ - მათმა გუნდმა პირველივე მატჩში გააკეთა საქმე, რომელიც ახლა მხოლოდ ბოლომდეა მისაყვანი. ასე რომ, დღის ცენტრალური შეხვედრა ინგლისის ჩემპიონ "ლესტერსა" და ევროპალიგის გამარჯვებულ "სევილიას" შორისაა.

იუვენტუსი-პორტუ

ორი დიდებული გოლკიპერის დუელის პირველი რაუნდი ჯანლუიჯი ბუფონის გუნდმა მოიგო და, თითქოს, ტურინში იკერ კასილიასის გუნდს იმედი აღარ უნდა ჰქონდეს, მაგრამ მასიმილიანო ალეგრი მიიჩნევს, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მით უფრო, რომ "პორტუს" ამ სეზონში უკვე მოგებული აქვს იტალიაში 3:0...

ყველას მოეხსენება, რომ "იუვენტუსი" შინ შეუვალია და მხოლოდ იგებს - გუნდმა ბოლო 13 შეხვედრა მოიგო ზედიზედ "იუვენტუს არენაზე". ამას თუ დავურთავთ იტალიის ჩემპიონის სტატისტიკას, ის ყოველთვის გადის შემდეგ ეტაპზე, როცა პირველ საგარეო მატჩში იმარჯვებს, გამოდის, რომ "პორტუს" შანსი მაინც ძალზე მიზერულია. გავიხსენოთ, როდის მოიგო "პორტუმ" იტალიაში 3:0 - ეს იყო ჯგუფური ეტაპისწინა პლეი ოფში, "პორტუმ" "ოლიმპიკოზე" შეარცხვინა "რომა". არადა, თითქოს, პორტუგალიური 1:1-ის მერე ფავორიტი "რომა" იყო.

"პორტუს" რიგებში ლაზარეთი დატოვეს ექტორ ერერამ და ხესუს კორონამ, ორივე მექსიკელს შეუძლია თამაში.

I მატჩში

ტურინულ გრანდს ამ თამაშში ყველაფერი დიდებულად აეწყო. ამას ხელი "პორტუს" ფეხბურთელებმაც შეუწყვეს - კერძოდ, ალექს ტელესმა I ტაიმში სულ რაღაც 73-წამიან შუალედში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდი 10 კაცის ამარა დატოვა. "იუვემ" მეტოქე მეორე ტაიმში ორწუთიან მონაკვეთში გატეხა. ჯერ შეცვლაზე შესულმა მარკო პიაცამ გაიტანა, შემდეგ - დანი ალვეშმა. ეს იყო მასიმილიანო ალეგრის გუნდის ზედიზედ მერვე გამარჯვება. იტალიურმა მედიამ ალეგრი შეაქო შეცვლების გამოცნობისთვის.

პრესკონფერენცია

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "დარწმუნებული ვარ, "პორტუ" საუკეთესო თამაშს შემოგვთავაზებს. მეტოქემ კარგად იცის, როგორ იმოქმედოს ისეთ სიტუაციაში, რომელშიც ახლაა. ბიჭებს ვაჩვენე მათი თამაში "რომას" წინააღმდეგ, რომ იცოდნენ, რას ელოდონ. აუცილებელია, თამაში ისე დავიწყოთ, თითქოს, ჩვენს დაპირისპირებაში 0:0-ია და ყველაფერი ახლა იწყება.

უმთავრესია, მეოთხედფინალში გასვლა, სხვა არაფერი არ ჩაგვეთვლება, აუცილებლად უნდა ვითამაშოთ საკუთარ ძალებში დარწმუნებულებმა და კონცენტრირებულებმა. ფეხბურთში ყველაფერი ელვის სისწრაფით იცვლება, ოქტომბერში ეგონათ, რომ "ბაიერნი" კრიზისში იყო, დღეს ის ლიგის ფავორიტია. ყველას ეგონა, რომ "ბარსელონა" უკვე გავარდნილი იყო პსჟ-სთან დაპირისპირებაში, მაგრამ... დიახ, ფეხბურთში ყველაფერი ძალიან მალე იცვლება".

ნუნუ (პორტუ): "ჩვენ გვაქვს მოქმედების გეგმა, თუმცა როგორია ეს გეგმა ამას არ ვიტყვი და არც სპეკულაციებს დავიწყებ. გუნდში შესანიშნავი, საბრძოლო განწყობაა, რომელიც ჩვენ მოედანზე უნდა გადმოვიტანოთ. ბიჭები 100%-ით მზად არიან საბრძოლველად. ეს იქნება ძალიან გრძელი და მძიმე ორთაბრძოლა. კრეატიულები და ფოკუსირებულები უნდა ვიყოთ. დიდი გუნდის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთობ მოტივირებულები ვართ".

გასულ უქმეებზე

ტურინელებს ძალზე დამღლელი ბრძოლა ჰქონდათ "მილანთან", რომლის შემადგენლობაში სასწაულებს სჩადიოდა ჯიჯი დონარუმა. მეჰდი ბენატიამ გახსნა ანგარიში, თუმცა "მილანმა" პირველივე ტაიმში გაათანაბრა. "იუვემ" 97-ე წუთზე (!) დანიშნული პენალტის წყალობით მოიგო, რომელიც გოლად პაულო დიბალამ აქცია.

"პორტუმ" სტუმრად 4:0 გაანადგურა "არუკა". ტიკინიო სოარეშმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი დანილომ და დიოგო ჟოტამ გაიტანეს. "პორტუმ" ჩემპიონატში ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო.

ლესტერი-სევილია

სევილიაში "ლესტერს" უიმედოდ არ წაუგია, მაგრამ კლაუდიო რანიერი მაინც ამ მარცხის მერე გაუშვეს. ამის შემდეგ "მელიები" მოულოდნელად, დიდებულად ათამაშდნენ და ზედიზედ ორი თამაში მოიგეს. რის გამოც, კრეიგ შექსპირი სეზონის ბოლომდე დამტკიცდა გუნდის თავკაცად, მანამდე იგი დროებითი თავკაცი იყო. ახლა "მელიებს", რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე პირველად თამაშობენ, ისტორიული გამარჯვების იმედი აქვთ.

სხვათა შორის, "სევილიას" არგენტინელი თავკაცი ხორხე სამპაოლი არ მოერიდა უხერხულობას და ინგლისში ღიად გააკრიტიკა "ლესტერის" ხელმღვანელობა, "რომელმაც დაივიწყა, რომ გუნდს ჩემპიონობა რანიერიმ მოუპოვა".

I მატჩში

"სანჩეს პისხუანზე" "სევილიას" უპირატესობა პირველივე ტაიმში აისახა პაბლო სარაბიას თავით გატანილ გოლში. 62-ე წუთზე ხოაკინ კორეამ "სევილიას" უპირატესობა" ორამდე გაზარდა. არ დაგვავიწყდეს, რომ კორეას ჯერ კიდევ მატჩის დასაწყისში მართებდა გატანა, მაგრამ კასპერ შმეიხელმა მას პენალტი აუღო. 73-ე წუთზე ჯეიმი ვარდიმ "ლესტერს" შანსი დაუტოვა, თუმცა მან ამ გოლით კლაუდიო რანიერის ვეღარ უშველა, რომელიც მალევე მოხსნეს.

პრესკონფერენცია

კრეიგ შექსპირი (ლესტერი): "კარგად ვიცით, რომ საგარეო გოლის გატანით კარგი შანსი გაგვიჩნდა. დარწმუნებული ვარ, სტადიონზე სპეციალური განწყობა იქნება. ველი, რომ გუნდი "ლივერპულისა" და "ჰალის" დამარცხებებით შეგულიანებული, "სევილიასაც" დაამარცხებს. თვითრწმენა ადგილზეა, ჩვენ მზად ვართ შემტევი ფეხბურთის სათამაშოდ.

ყველაფერი განვიხილეთ და მეტოქე ძალიან სერიოზული გვყავს, მაგრამ უიმედოდ ნამდვილად არ ვართ. შეუძლია თუ არა "ლესტერს" ჩემპიონთა ლიგის მოგება? რატომაც არა".

ხორხე სამპაოლი (სევილია): "ბოლო მატჩებში სტაბილურობა დავკარგეთ, თუმცა ხვალ თქვენ ნამდვილ "სევილიას" იხილავთ, რომელიც შეეცდება, საუკეთესოდ ითამაშოს. უნდა ვაჩვენოთ, რის ხარჯზე ვიბრძვით ლა ლიგაში "ბარსელონასა" და "რეალის" ტოლ-სწორად და ევროპულ ასპარეზზე. ჩემთვის დაბადების დღის ყველაზე კარგი საჩუქარი მეოთხედფინალში გასვლა იქნება".

გასულ უქმეებზე

"სევილიამ" შინ ვერ მოუგო დებიუტანტ "ლეგანესს" - 1:1. სტევან იოვეტიჩმა პირველი ტაიმის მიუწურულს გაათანაბრა და გუნდისთვის ქულა იხსნა.

"ლესტერ სიტის" ამ უქმეებზე არ უთამაშია. ამის მიზეზი ისაა, რომ ინგლისში ასოციაციის თასის მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა, "ლესტერი" კი ამ ტურნირზე აღარ თამაშობს.

სამშაბათი. 14 მარტი

იუვენტუსი-პორტუ 23:45 (2:0)

დისკვალიფიკაცია: - ტელესი

ტრავმა: სტურარო, კიელინი (?) -

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, ალექს სანდრო - მარკიზიო, ხედირა - კუადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი - იგუაინი

პორტუ (4-3-3): კასილიასი - მ. პერეირა, მარკანო, ფელიპე, ლაიუნი - დანილო, ანდრე ანდრე, ო. ტორესი - ბრაიმი, ადნრე სილვა, სოარეში

მსაჯი: ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი)

ურთიერთშეხვედრები: +3=1-0 (7:2)

ლესტერი-სევილია 23:45 (1:2)

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მენდი, ვოგი - ტრემულინა, ვიეტო, კარისო

სავარაუდო შემადგენლობები

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუთი, ფუხსი - მაჰრეზი, დრინკუოტერი, ნდიდი, ოლბრაიტონი - ოკაზაკი, ვარდი

სევილია (3-4-2-1): ს. რიკო - პარეხა, რამი, მერკადო - მარიანო, ნ'ზონზი, ნასრი, ესკუდერო - იბორა, იოვეტიჩი - ვიტოლო

მსაჯი: რიკარდო დი ფიორე (იტალია)

ურთიერთშეხვედრები: +0=0-1 (1:2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

neapoleli
ძირს ტურინელები ვერ გაიხარებთ ლიგაზე.
[VIDEO] "იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"მადრიდის "რეალი" ესპანური ფეხბურთის განადგურებას ცდილობს" - "სევილიას" პრეზიდენტი
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] მამარდაშვილის მეშვიდე მშრალი მატჩი და "ვალენსიას" მორიგი გამარჯვება
მამარდაშვილმა იფრინა - იხილეთ შეფასებები
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
მოურინიო "იუვესთან" წაგების მერე: ბრწყინვალედ ვითამაშეთ! [VIDEO]
ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის "რიგასი" "პაოკთან" დამარცხდა
რამოსი სავარაუდოდ, კარიერას არგენტინაში განაგრძობს
ლუნინმა შეიძლება "რეალი" დატოვოს
გამორჩეული ოდიშიარია და "რიგასის" საპატიო ფრე "ანდერლეხტთან" [VIDEO]
ევროპა ლიგა. III ტური: მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ლიონის" წარმატებული სერია დასრულდა
ტუალეტში ჩაკეტა და ძალადობით გოგონას ვაგინაში თითს უყოფდა - მამარდაშვილის თანაგუნდელი სერიოზულ შარში გაეხვია
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
მამარდაშვილის დასანანი შეცდომა - "ვალენსია" "სევილიასთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"ჩვენზე სეზონის ბოლოს ისაუბრეთ, ფეხბურთელებს წარმატების მიღწევის სჯერათ"- ტენ ჰაგი
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს