ფეხბურთელის ცხოვრება
"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელ გარემარბ ნანის ლივერპულელმა ჯეიმი კარაგერმა ფეხი რომ ატკინა და მოედანი საკაცით დაატოვებინა, კვირას ყველამ ნახა. ის ეპიზოდი ტელეარხებმა, ჟურნალ-გაზეთებმა და ინტერნეტ გამოცემებმა დაწვრილებით გაარჩიეს, ექიმებმა კი, ამასობაში, ნანის იარა შეისწავლეს, დაამუშავეს და დაადგინეს, რომ პორტუგალიელს სამი თამაშის გამოტოვება მოუწევს.

თავიდან ზუსტი დიაგნოზის დასმა ძნელი გახლდათ, სურათი კი მძიმე ჩანდა: ჭრილობა, სისხლდენა და ფეხბურთელის ცრემლი ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა. როდესაც "იუნაიტედის" მედიკოსებმა იარა ახლოდან ნახეს, მისი სიღრმით გაკვირვებულები დარჩნენ.

ბუნებრივია, მოგვიანებით ჭრილობას ნაკერები დაადეს და დღეს ამბობენ, რომ მთავარი საშიშროება ნაკერების შესაძლო წყვეტაა.

ამრიგად, პორტუგალიელ გარემარბს დაახლოებით ერთი თვე გაუცდება. სხვა სიტყვებით, ის მონაწილეობას ვერ მიიღებს შემდეგ შეხვედრებში: შაბათს ფეხბურთის ასოციაციის თასზე "არსენალთან", ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში "მარსელთან" და პრემიერლიგაში "ბოლტონთან". ამის შემდეგ კი ევროპაში საკლუბო ფეხბურთი ისვენებს, გულშემატკივერთა წინაშე ნაკრებები წარსდგებიან, რის მერეც, 2 აპრილს, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ჰემს" ხვდება და წესით ნანი სწორედ იქ უნდა დაბრუნდეს.

ადრე მოგახსენეთ, რომ ჯეიმი კარაგერმა ნანის ბოდიში შეუთვალა და თამაშის დამთავრების შემდეგ "ენფილდზე" შენობის გარეთ უცდიდა კიდეც, რათა პირადად შეხვედროდა და თავისი გულისტკივილი გამოეხატა, მაგრამ გაბრაზებულმა პორტუგალიელმა სახე მოარიდა. მან ლივერპულელს ზურგი აქცია და ყავარჯნით "იუნაიტედის" ავტობუსში ავიდა.

რამდენადაც ცნობილი გახდა ნანი თავის კლუბზეც გაბრაზდა. მოგეხსენებათ, სერ ალექს ფერგიუსონს პრესა-ტელევიზიისთვის საპროტესტო დუმილი აქვს გამოცხადებული და მას მხარი "იუნაიტედის" სხვა თანამშრომლებმაც აუბეს. შედეგად გამოვიდა, რომ ნანის პოზიცია არავინ დაიცვა, რაზეც თავად ფეხბურთელმა "ტვიტერში" გულისტკენით ილაპარაკა: "დიდი მადლობა ყველას ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის" — დაწერა გვარიანი უხეშობის მსხვერპლმა ირონიულად.

თუმცა, ნანის პრობლემები მხოლოდ მოედნითა და საექიმო კაბინეტით არ შემოიფარგლება. პორტუგალიაში მას საკუთარი ძმა ჟოზე ალმეიდა უჩივის სასამართლოში. 33 წლის ჟოზე ამბობს, რომ ნანიმ მასთად დადებული კონტრაქტი დაარღვია და უკაპიკოდ დატოვა. კერძოდ, საქმე ასე ყოფილა: ნანიმ, რომელიც დღეს 24 წლის გახლავთ, 2007 წელს, როდესაც ის "მანჩესტერ იუნაიტედში" ლისაბონის "სპორტინგიდან" 17 მილიონ ფუნტად გადავიდა, ძმას მისი საქმეების გაძღოლა სთხოვა. ჟოზე ალმეიდა დათანხმდა და უძრავი ქონებით ვაჭრობის ფირმა დახურა. ის ძმასთან ინგლისში გადასახლდა და მას ხელშეკრულება გაუფორმა, რომლის თანახმადაც წელიწადში 150 ათას ფუნტი უნდა მიეღო. როგორც უფროსი ალმეიდა ამბობს (ნანის სრული გვარ-სახელი ლუის კარლოს ალმეიდა და კუნიაა) უმცროსმა სიტყვა გატეხა და ისეთ დღეში ჩააგდო, რომ ის იძულებული გახდა 650 ათას ფუნტიანი სახლი გაეყიდა. ჟოზემ, რომელიც დღეს ჰოლანდიაში ცხოვრობს და საფეხბურთო აგენტად მუშაობს სასამართლო დავაზე ლაპარაკი იუარა, მისმა მეგობარმა კი თქვა:

"მან ნანის გამო ყველაფერი დათმო. არადა, თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ნანიმ ფულის გადახდა შეწყვიტა. ჟოზე გაოგნებული დარჩა. მას ვერც კი წარმოედგინა, რომ ძმას ძმისთვის შეეძლო ასეთი რამ გაეკეთებინა. მას სხვა გზა აღარ დარჩა და ამიტომაც მიმართა სასამართლოს".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა