ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კვირა NBA-ში: რბოლა პირველი ადგილისთვის

კვირა NBA-ში: რბოლა პირველი ადგილისთვის

შეადარებელი "სპურსი", უესტბრუკისა და ნოვიცკის მიღწევები
რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი თვე რჩება და სატურნირო ცხრილში ნებისმიერი პოზიციისთვის ბრძოლა ძალიან დაიძაბა. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდ ინტერესს იწევს დასავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილისთვის ბრძოლა "გოლდენ სტეიტსა" და "სან ანტონიოს" შორის. ცოტა ხნის წინ, ასოციაციის საუკეთესო გუნდებს შორის სხვაობა სოლიდური იყო - 4-5 მოგება. "უორიორზის" გრაფიკის გათვალისწინებით, რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ ამ მხრივ, რეგულარულ ჩემპიონატს ინტრიგა შეემატებოდა.

მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც კევინ დურანტმა სერიოზული ტრავმა მიიღო და გაურკვეველი ვადით გამოეთიშა ჩემპიონატს, სტივენ კარისა და კლეი ტომპსონს კი მიზანი გაუფუჭდათ. ამასობაში, "სპურსმა" ბოლო 10 მატჩში ცხრა მოიგო. მიუხედავად ამისა, ორი ფავორიტის უშუალო შეხვედრაში, "გოლდენ სტეიტის" დამრიგებელმა სტივ კერმა სარეზერვო შემადგენლობა გაიყვანა.

ლიდერები "სან ანტონიოსაც" აკლდა, მაგრამ ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ ყველაზე ხარისხიანი სათადარიგოთა სკამი აქვს და განსაკუთრებული დაძაბვის გარეშე მოიგო - 107:85, რითაც მინიმუმამდე შეამცირა ჩამორჩენა მთავარ კონკურენტთან.

სპურსის სერია

"სპურსმა" ისე შეაჩვია ყველა თავის წარმატებებს, რომ ნიშნული - 50 მოგება ჩემპიონატში ჩვეულებრივ ამბად მოსჩანს. ამ ზღვარის ზედიზედ მეთვრამეტედ (!) მისაღწევად, "სან ანტონიოს" მხოლოდ 63 მატჩი დასჭირდა. რთული დასაჯერებელია, მაგრამ ბოლოს, რეგულარულ ჩემპიონატში უარყოფითი ბალანსი "სპურსს" 1997 წელს ჰქონდა (20-62).

უესტბრუკი

რასელ უესტბრუკის ოთხმატჩიანი სერია, რომლის დროსაც ის თითოეულ თამაშში მინიმუმ 40 ქულას აგროვებდა, "დალასთან" შეხვედრაში შეწყდა. ტექსასში უღიმღამო თამაში, "ოკლაჰომას" ლიდერმა შემდეგ მატჩში გადაფარა, როცა "პორტლენდს" 58 ქულა ჩაუგდო. თუმცა, მისმა გუნდმა ისევ წააგო.

სწორედ ამის შემდეგ, უესტბრუკმა ისევ დაიწყო გუნდზე მოქმედება და ეს გამოადგა "ოკლაჰომას" დასავლეთის ლიდერებთან შეხვედრებში. უესტბრუკის 27-მა შედეგიანმა გადაცემამ და მორიგმა სამმაგმა დუბლებმა შეწყვიტეს "იუტასა" და "სან ანტონიოს" მოგებათა სერიები. თავად კალათბურთელმა კი გაუსწრო უილტ ჩემბერლენს და მეორე ადგილზე გადავიდა სეზონში სამმაგი დუბლების რაოდენობით - 32.

დირკი

თავისი რეკორდი ჰქონდა გასულ კვირას დირკ ნოვიცკის. "დალასის" ლეგენდამ, როგორც იქნა, მიაღწია კარიერაში 30 ათას ქულამდე. ის გახდა ისტორიაში მეექვსე მოთამაშე, ვინც ამ ზღვარს გადააბიჯა.

"დალასი" შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და აქვს შანსი - მოხვდეს პლეი ოფში. ამ შემთხვევაში, გერმანელს ექნება შესაძლებლობა - პლეი ოფშიც გააუმჯობესოს თავისი სტატისტიკური მონაცემები. იმისთვის, რომ მეჯიქ ჯონსონს გაუსწროს და მე-14 ადგილზე გადავიდეს, დირკს მხოლოდ 39 ქულა სჭირდება.

გაბრწყინება

ნიკოლა იოკიჩის კარგმა თამაშმა, "დენვერის" ხელმძღვანელობა აიძულა - გაეცვალა კიდევ ერთი ნიჭიერი ბალკანელი იუსუფ ნურკიჩი. ბოსნიელმა ცენტრმა მაშინვე მიიღო ადგილი "პორტლენდის" სასტარტო შემადგენლობაში და კარგად მოერგო ახალ გუნდს. გასულ კვირას კი შთამბეჭდავი პერფორმანსი ჰქონდა "ფილადელფიას" წინააღმდეგ: ბოსნიელმა დააგროვა 28 ქულა, 20 მოხსნა, 8 შედეგიანი პასი და 6 დაფარება. ამ სეზონში ასე ახლოს ოთხმაგ დუბლთან მხოლოდ დრეიმონდ გრინი იყო.

გარიგება

ენდრიუ ბოგუტის ტრავმამ ისევ დააყენა "კლივლენდის" დღის წესრიგში კვალიფიციური "მაღლების" პრობლემა. სწორედ ამ დროს, კალათბურთში დაბრუნების სურვილი გამოთქვა ლარი სანდერსმა, რომელმაც 2014-15 წლების სეზონის შემდეგ, დეპრესიის გამო დატოვა NBA.

ახლა, მან თამაშის გაგრძელება მოისურვა, მაგრამ ამას დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრიან კლუბების გენერალური მენეჯერები. და მხოლოდ "კლივლენდმა" ბოგუტის ტრავმის შემდეგ, სანდერსის გაფორმება გადაწყვიტა, რომელიც თავის საუკეთესო წლებში, ლიგის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი იყო.

ტრავმები

კავაი ლენარდმა ვერ დაასრულა მატჩი "ოკლაჰომას" წინააღმდეგ, რადგან ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში სახეში მოხვდა ვიქტორ ოლადიპოს ხელი. "სპურსის" ექიმები თავს იზღვევდნენ და არ ჩქარობდნენ ლენარდის მოედანზე გაშვებას, მაგრამ გუშინ, კალათბურთელი დაბრუნდა რეგულარულში.

კიდევ უფრო უარესად აქვს საქმე ლამარკუს ოლდრიჯს, რომელიც ისევ განიცდის გულთან დაკავშირებით პრობლემებს. 2007 წელს, ფორვარდს დაუდგინეს ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი, რომელიც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა. 2011-12 წლებში ხელმეორე ოპერაცია ჩატარდა. და აი, გასულ კვირას, "სპურსის" ფორვარდს ისევ არითმია დაეწყო და ჯერჯერობით უცნობია, როდი დაბრუნდება ის მოედანზე.

კვირის მოთამაშეები

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "ვაშინგტონის" გამთამაშებელი ჯონ უოლი, რომელიც თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა. 26 წლის მცველის საშუალო სტატისტიკა ამ მატჩებში 29.8 ქულა და 11.3 შედეგიანი პასი იყო.

დასავლეთში საუკეთესოდ დასახელდა "მინესოტას" ცენტრი კარლ-ენტონი თაუნსი. მან თამაშიდან 63.3 პროცენტის სიზუსტით ისროლა და 29.0 ქულა დააგროვა, რასაც 12.3 მოხსნა დაუმატა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"

[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა

კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

რეგულარული: ჰარდენი "ხიპიშობს", "დალასმა" "მილუოკის" 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]

ჯა მორანტი - გვერდით, ლეგენდებთან?

NBA. რეგულარული: ჰარდენსა და უესტბრუკს ვერ აჩერებენ [VIDEO]

NBA. რეგულარული: ბითაძის 8 წუთი, ჰარდენის 59 ქულა და სტეფ კარის მძიმე ტრავმა [VIDEO]

NBA. რეგულარული: დონჩიჩის მორიგი მიღწევა, მხსნელი ლებრონი და უიღბლო უესტრბუკი [VIDEO]

NBA. რეგულარული: ლოს-ანჯელესში "კლიპერსმა" იმარჯვა, "უორიორსი" "ჰიუსტონს" მოერია [VIDEO]