ტრეკის ელვა

ომარ ფხაკაძის სპორტული კარიერა ქუთაისში დაიწყო. პირველ დიდ წარმატებას 1963 წელს მიაღწია - საბჭოთა კავშირის ხალხთა III სპარტაკიადაზე 19 წლის ჭაბუკმა ერთიმეორის მიყოლებით დაამარცხა სპრინტის ცნობილი ოსტატები. ნახევარფინალში ორგზის საბჭოთა კავშირის ტულელ ჩემპიონ ვლადიმირ ლეონოვთან პაექრობის დროს მთელი სისწრაფით გასცდა თუ არა მეტოქეს, საფინიშო ვირაჟზე შესვლისას ტრეკზე დაეცა. დაუხმარებლად წამოდგა და რბოლა განაგრძო. აჯობა კიდეც. ფინალში რიგელი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იმანტი ბოდნიექსი დაამარცხა. აღფრთოვანებულმა გულშემატკივრებმა გამარჯვებული ველოსიპედთან ერთად ხელში ატაცებული გაიყვანეს ტრეკიდან. მას შემდეგ ომარ ფხაკაძემ ათჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ოქროს მედალი, სამჯერ საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადებსა და ოთხჯერ საკავშირო თასის გათამაშებებზე გაიმარჯვა, გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებში მესამე ადგილზე გავიდა, არაერთხელ გააუმჯობესა მსოფლიო და საკავშირო რეკორდები.

1963 წელს მოსკოვში საბჭოთა და დასავლეთგერმანელ ველომრბოლთა შეხვედრისას ალემანთაგან ერთ-ერთმა საუკეთესო კლაუს კობეშმა ახალგაზრდა ქართველის შეშინება გადაწყვეტა: მთელი სისწრაფით ომარის ველოსიპედისკენ დამიზნებით გაქანდა, მაგრამ გერმანელის ამ ხრიკს ფხაკაძეზე ზემოქმედება არ მოუხდენია, პირიქით, ნახევარი წრის შემდეგ თავად გაიმეორა მსგავსი მანევრი. კობეშს შეეშინდა - ვიღაც გიჟიაო და ბილიკი დაუთმო.

1964 წელს ომარ ფხაკაძემ ზედიზედ მოიგო ლენინგრადის, პარიზის, კოპენჰაგენის, ამსტერდამისა და ბერლინის საერთაშორისო ტურნირები, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში კი მე-9 ადგილზე გავიდა, მომდევნო წელს სპორტულ სამყაროს დაუმტკიცა, რომ იგი არის "ელვა ტრეკზე", როგორც უწოდებდნენ უცხოელი ჟურნალისტები.

ჯოვანის ვაჟი ომარი

1965 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანში გაიმართა. ნახევარფინალში ომარმა საფრანგეთის სიამაყე, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი დანიელ მორელონი (ამ ლეგენდარულმა სპორტსმენმა კარიერაში ოლიმპიური თამაშების ხუთი (სამი ოქროსი) და მსოფლიოს ჩემპიონატების 16 (რვა ოქროსი) მედალი მოიპოვა) დაამარცხა, ფინალში კი იტალიელ ჯოვანი ტურინის სძლია და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ეს იყო საბჭოთა ველოსპორტის ისტორიაში უდიდესი გამარჯვება, რადგან მანამდე ამგვარ სიმაღლეს არავინ შესწვდენია. ქართველმა სპორტსმენმა იტალიელი და ფრანგი სპრინტერების ჰეგემონია დაამხო. იმავე წელს ჟურნალისტებმა ომარ ფხაკაძე საბჭოთა კავშირის #1 სპორტსმენად დაასახელეს. თუმცა, ქართველ ველოსიპედისტს ყველაზე დიდი აღიარება ესპანეთშივე ერგო: 10 სექტემბერს, როცა სან-სებასტიანში მან ფინალური შეხვედრა მოიგო, მისგან ძლეულ იტალიელს სამშობლოდან აცნობეს, ვაჟიშვილი შეგეძინაო. ტურინი ვაჟკაცი იყო და ვაჟკაცობის დამფასებელი _ თავის ახალშობილ ყრმას ომარი დაარქვა...

ველოდრომი აგვიშენეთო

1965 წელს სან-სებასტიანში მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ შინ რომ დაბრუნდა, ომარი ცეკას პირველ მდივან ვასილ მჟავანაძეს მიუწვევია. გამომშვიდობებისას, რას მთხოვო, უკითხავს რესპუბლიკის ხელმძღვანელს, კარგი იქნება, თბილისში ველოტრეკს თუ აგვიშენებთო, _ უპასუხია ომარს.

_ ეგ არ არის ძნელი საქმე. კიდევ მთხოვე რამე.

_ აქტიური სპორტიდან რომ წავალ, იმ ველოდრომზე მამუშავეთო... _ არადა, უბინაობის გამო მაშინ ომარ ფხაკაძე ნათესავთან ათევდა ღამეს.

მსოფლიოს ჩემპიონის თხოვნა მართლაც დააკმაყოფილეს _ 1975 წელს თბილისში გაიხსნა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ველოსტადიონი, რომლისგანაც დღეს აღარაფერი დარჩა...

ვითომ შემთხვევითობა?

ქართველი სპორტსმენი ახლოს იყო მიზანთან 1966 წელსაც. მაინის ფრანკფურტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მან მხოლოდ ნახევარფინალური ორთაბრძოლა დათმო ფრანგ პიერ ტრანტენთან, სამაგიეროდ, მესამე ადგილისთვის დუელში კვლავ ტურინის აჯობა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. მის სპორტულ კოლექციას მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალიც ამშვენებს. ეს ჯილდო 1969 წელს ჩეხოსლოვაკიაში მოიპოვა _ ფინალური ორთაბრძოლა მაშინ მორელონთან წააგო 1:2, თანაც, ისე, რომ კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურის ბედი მესამე სერიაში ფოტოფინიშმა გადაწყვიტა ფრანგის სასარგებლოდ.

ომარ ფხაკაძისთვის ყველაზე უიღბლო მაინც 1967 წელი იყო. მართალია, მან მსოფლიოს ჩემპიონატამდე თითქმის ყველა ტურნირში იმარჯვა, მათ შორის _ სსრ კავშირის ხალხთა IV სპარტაკიადაზეც, მთავარ მეტოქეს _ მორელონს თორმეტჯერ შეხვდა და ათჯერ თავაწეულმა დატოვა ტრეკი. ამსტერდამის მსოფლიოს ჩემპიონატზე სპეციალისტებს იგი მიაჩნდათ ოქროს მედლის რეალურ კანდიდატად. ალბათ, ასეც იქნებოდა, რომ არა ერთი საბედისწერო შემთხვევა: შეჯიბრების დაწყებამდე 4 დღით ადრე _ 20 აგვისტოს ვარჯიშისას ტრეკზე დაეცა ახალგაზრდა ფერადკანიანი ველოსიპედისტი საფრანგეთიდან _ ამადეი დესტრო, რომელსაც დიდი სიჩქარით მქროლავმა ქართველმა სპრინტერმა გვერდი ვერ აუარა _ დაეჯახა და მძიმედ დაშავდა. კულუარებში ამბობდნენ, თურმე, ტრეკზე მომხდარი ეპიზოდი შემთხვევითობა არ ყოფილა, რადგან ის სპორტსმენი მერე დიდ სარბიელზე აღარ უნახავთ...

თბილისში დაბრუნებულს ექიმებმა დაუდგინეს, რომ მხრის სახსრის ძვალი რამდენიმე სანტიმეტრით იყო დაცილებული თავის ადგილს. ამგვარი ტრავმის მიუხედავად, ომარი მაინც გავიდა ამსტერდამის ველოტრეკზე. მან არ იცოდა, რა იყო ტკივილთან შეგუება და ასეთად დარჩა ბოლომდე.

საპირველაპრილო

ხუმრობა ეგონა

1968 წელს, მეხიკოს ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრებამდე, ომარ ფხაკაძე დაოჯახდა _ ცოლად შეირთო სპორტულ ტანვარჯიშში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული ალექსანდრა (დონარა) ჯანუყაშვილი, რომელიც მსოფლიო ტანვარჯიშის კორიფეებს _ ლარისა ლატინინას, პოლინა ასტახოვას, ლარისა პეტრიკს, ნატალია კუჩინსკაიას, ზინაიდა დრუჟინინას და სხვებს უწევდა მეტოქეობას.

"პირველ აპრილს ომარმა ვარჯიშზე გამომიარა, - იგონებს ქალბატონი დონარა. - აუცილებელი საქმე მაქვს, მანქანაში ჩაჯექიო, მითხრა. აბა რას წარმოვიდგენდი, სპორტულ ფორმაში ჩაცმულს თუ წამიყვანდა ცოლად. საპირველაპრილო ხუმრობა მეგონა. იმ დღიდან ერთად ვიყავით.

1968 წელს ახალდაქორწინებულები ტულის დიდი პრიზის გათამაშებაზე გავემგზავრეთ. ომარმა ამ ქალაქში მანამდე რამდენჯერმე მოიგო საერთაშორისო ტურნირები და საკავშირო ჩემპიონატები. ადგილობრივი გულშემატკივრები ახლოს იცნობდნენ. სასტუმროში რომ შევედით, ნაკრების მწვრთნელმა ადმინისტრატორს უთხრა, ფხაკაძე ჩამოვიდა და ნომერი ხომ მზად არისო. ის ქალბატონი გაიბადრა: კიდევ კარგი, რომ ჩამოვიდა, თორემ გოგონებმა ამიკლეს, ყოველ წუთს რეკავენ და ფხაკაძეს კითხულობენო. ომარს სახეზე სიწითლემ გადაურბინა. ადმინისტრატორს თვალებით ჭამდა, მაგრამ მას ჩვენკენ არც გამოუხედავს _ ანკეტებს ავსებდა. ომარი დავამშვიდე: ნუ ნერვიულობ, რაც იმ ქალმა თქვა, უკვე გავიგონე-მეთქი. მართალი გითხრათ, არც გამკვირვებია _ ომარ ფხაკაძე ისეთი ათლეტური აღნაგობისა გახლდათ, ვის არ მოსჭრიდა თვალს"...

ხარება და გოგია

კინორეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ომარ ფხაკაძეს ხარებას როლის განსახიერება შესთავაზა ფილმში "ხარება და გოგია". ბევრი იუარა ომარმა, რაღა დროს ჩემი არტისტობააო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, სამაგიეროდ, დაუვიწყარი სახე შექმნა კინოში. "რეჟისორმა საოცარი სიზუსტით განსაზღვრა ომარისა და ხარებას ხასიათის განუმეორებელი მსგავსება. ფაქტობრივად, ხარება ომარ ფხაკაძეა, ფხაკაძე კი _ ხარება" (თამაზ ჭეიშვილი). ასე შემოგვინახა კინოფილმმა არა მარტო ლეგენდარული სპორტსმენის სახე, არამედ მისი რაინდული ხასიათი.

"საველოსიპედო სპორტის ვეფხვი" ომარ ფხაკაძე 1993 წელს, უკურნებელი სენით შეპყრობილი, სიცოცხლის ბოლო დღეებს რომ ითვლიდა, თურმე, ვაჟიშვილს შეეჯიბრა მკლავჭიდში და აჯობა. თითქოს ყველასთვის სურდა დაემტკიცებინა, რომ სიკვდილს არ ნებდებოდა.

სამწუხაროდ, ქართული სპორტის მშვენება 48 წლისა გარდაიცვალა.

ვაჟა დანელია

0000000000000000000000000000000000000000000000

00000000000000000000000000000000000000

0-00000000000000000000000000000000

0000000000000000000000000000000000000000000

00000000000000000000

000000000000000000000000000000000000

000000000000000000000000000000000

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!