სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბოლოდროინდელი წარმატებების წყალობით ATP-ის რეიტინგში მეორე პოზიციაზე გადასვლის შანსი ისევ მიიღო
ბოლოდროინდელი წარმატებების წყალობით სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ისევ მიიღო ATP-ის რეიტინგში მეორე პოზიციაზე გადასვლის შანსი. უახლოესი ტურნირი, რომელშიც ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი მიიღებს მონაწილეობას - ინდიან უელსის მასტერსია და იქ წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში ნოვაკი კლასიფიკაციაში უკან ჩამოიტოვებს როჯერ ფედერერს.

23 წლის სერბი შარშან პირველ თებერვალს გახდა პირველად ATP-ის მეორე ჩოგანი, თუმცა შემდეგ ისევ მოუწია ჩამოქვეითება. ინდიან უელსში ჯოკოვიჩს სამი პირობის შემთხვევაში შეუძლია გახდეს მსოფლიოს მეორე ნომერი:

1. უნდა გახდეს ტურნირის გამარჯვებული;

2. გავიდეს ფინალში, ამასთან ფედერერმა ვერ უნდა გააღწიოს ნახევარფინალში;

3. გავიდეს ნახევარფინალში, ფედერერმა ვერ უნდა გააღწიოს მეოთხედფინალში.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიელის აქტივში ამ მომენტში 7965 ქულაა, ჯოკოვიჩს - 7800 ქულა აქვს. გასულ სეზონში ფედერერმა ინდიან უელსის ტურნირის მესამე წრე წააგო კვიპროსელ მარკოს ბაღდატისთან და 45 სარეიტინგო ქულა მოიპოვა. ჯოკოვიჩმა კი მეოთხე წრეში დათმო მატჩი მომავალ გამარჯვებულთან ივან ლუბიჩიჩთან და თავის აქტივში 90 ქულა ჩაიწერა.

იმისთვის, რომ კალიფორნიული მასტერსის შემდეგ მეორე ადგილზე გადავიდეს, ჯოკოვიჩს აუცილებლად სჭირდება 211 ქულის აღება.

მიმდინარე სეზონში ნოვაკს არც ერთი მატჩი არ წაუგია, მისი მოგებათა სერია 14 მატჩს უტოლდება. სერბმა ორი ტიტული მოიგო - მეორედ გაიმარჯვა ავსტრალიის ღიაზე და მესამედ გახდა დუბაის ტურნირის ტრიუმფატორი. თანაც ჯოკოვიჩმა ორივე ტურნირში დაამარცხა ფედერერი - ავსტრალიაში ნახევარფინალურ ეტაპზე და დუბაიში ფინალურ შეხვედრაში.

2010 წლის უიმბლდონის ნახევარფინალში ტომაშ ბერდიხთან წაგების შემდეგ ნოვაკმა ტურში 42 მატჩი მოიგო და რვაჯერ დამარცხდა. შედარებისთვის, ამ მონაკვეთში როჯერის მაჩვენებლებია - 49 მოგება და 6 წაგება.

ინდიან უელსში როჯერს სამჯერ გაუმარჯვია - 2004-06 წლებში, ნოვაკი კი 2008 წელს იყო აქ ტიტულის მფლობელი.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა