ჰამბურგში ის ცხოვრება აღარ არის: ზაფხულში მწვრთნელიც წავა და ხელმძღვანელებიც

კვირას "ჰამბურგმა" "მაინცთან" 2:4 რომ წააგო, კლუბის სამეთვალყურეო საბჭომ გადაწყვიტა, რომ თავმჯდომარე ბერნდ ჰოფმანს და ვიცე-თავმჯდომარე კატია კრაუსს კონტრაქტები არ გაუგრძელონ, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის ბოლოს HშV-ს ორივე მათგანი დატოვებს. გუშინ კი, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არმინ ფეემაც განაცხადა, რომ "ჰამბურგს" სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.

"გუნდში ახლა ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ აქ დარჩენა არ შემიძლია. ყველაფერი თავდაყირა დგას, მომავალი სეზონისთვის არანაირი კონცეფცია არ არსებობს. "ჰამბურგი" ძალიან სახიფათო სიტუაციაშია და მე აქ ვერ დავრჩები," - განუცხადა ფეემ "კიკერს".

...მაგრამ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ფეე ამბობს. საქმე იმაშია, რომ პირველი ივნისიდან "ჰამბურგის" სპორტულ დირექტორად ფრანკ არნესენი ინიშნება, რომელიც ახლა ლონდონის "ჩელსის" სპორტული დირექტორია. ფაქტი იყო, რომ ფეეს ლობისტი ჰოფნაბი არნესენთან ვერ იმუშავებდა და მიუხედავად იმისა, რომ არმინი მომავალ ბოსს ორი კვირის შემდეგ უნდა შეხვედროდა, ფეემ გადაწყვიტა, რომ არნესენთან მუშაობა არ უნდა. "ჰამბურგის" გულშემატკივრები დიდი ხანია ითხოვდნენ ჰოფმანის მოხსნას, ფეეს კი ნაკლებად აკრიტიკებდნენ, რადგან ფანების აზრით, "ჰამბურგში" შექმნილი ქაოსისა და ბოლო წლების წარუმატებლობების კასკადის თავი და თავი ჰოფმანია. პარადოქსი ის არის, რომ ფეემ სეზონის ბოლომდე მაინც უნდა იმუშავოს. გამორიცხული არაა, რომ მანამდეც გააგდონ, თუმცა ფაქტია ისიც, რომ ზაფხულამდე "ჰამბურგს" ისედაც არაფერი ეშველება.

არმინ ფეემ "ჰამბურგი" 2010 წლის ზაფხულში ჩაიბარა და ზუსტად ისე, როგორც მისმა წინამორბედებმა, ამ პოსტზე დიდხანს ვერ გაძლო. მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება მყარია, თუმცა სეზონის ბოლომდე მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ გუნდში შეძლებისდაგვარად კარგი ატმოსფერო დატოვოს და "ჰამბურგს" ევროპის ლიგის საგზური მოაპოვებინოს.

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე