ზაზა ფაჩულიამ სეზონის მე-4 ორმაგი დუბლი გაიფორმა, მისმა "გოლდენ სტეიტმა" კი "ორლანდო მეჯიქი" იოლად - 122:92 დაამარცხა
ზაზა ფაჩულიამ სეზონის მე-4 ორმაგი დუბლი გაიფორმა, მისმა "გოლდენ სტეიტმა" კი "ორლანდო მეჯიქი" იოლად - 122:92 დაამარცხა.

ქართველ ცენტრს კიდევ ერთხელ მოუხდა შეხვედრა მონტენეგროელ ცენტრ ნიკოლა ვუჩევიჩთან, რომელთან ბრძოლაშიც კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. ფაჩულია იყო ერთადერთი, ვინც ამ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა.

რაც ტრავმის გამო კევინ დურანტი დროებით გამოაკლდათ, ოკლენდელებს მოგებების მოპოვება უჭირთ, თუმცა დღევანდელი შეხვედრა ამ მხრივ გამონაკლისი იყო.

"გოლდენ სტეიტმა" ფლორიდული გუნდი თავიდანვე ჩამოიტოვა და საბოლოოდ ისე დაამარცხა, სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრია.

ფაჩულია, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 21 წუთი გაატარა.

ქართველმა ცენტრმა 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და 10 ქულა მოაგროვა. ამასთან ერთად, ზაზას 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა. ფაჩულია 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს.

ზაზა ფაჩულიას 10 ქულა "ორლანდოსთან" მატჩში

რაც შეეხება მის ოპონენტ ვუჩევიჩს, მონტენეგროელმა ცენტრმა 25 წუთი ითამაშა და 10 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ვუჩევიჩის 12 სროლიდან მხოლოდ 4-მა მიაღწია მიზანს.

ბოლო პერიოდის წინ "გოლდენ სტეიტი" 32 ქულით იგებდა, მატჩის ბედი გარკვეული იყო და ასპარეზი ძირითადად სათადარიგოებს დაეთმოთ. გამარჯვებულთაგან ასევე გამოირჩა კლეი ტომპსონი, რომელმაც 29 ქულა მოაგროვა. 25 ქულა და 9 პასი სტეფ კარის ანგარიშზეა.

იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-ორლანდო 122:92

"გოლდენ სტეიტის" კონკურენტმა "სან ანტონიომ" გუშინ "პორტლენდთან" წააგო და მანამდე თანაბრად მყოფი, "გოლდენ სტეიტს" ცხრილში ჩამორჩა. დღვანდელი გამარჯვებით ოკლენდელებმა ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს და ახლა 54 მოგების წილ 14 მარცხი გააჩნიათ. 19 მარტს "გოლდენ სტეიტი" ფაჩულიას ყოფილ გუნდ "მილუოკის" უმასპინძლებს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

კლივლენდი-იუტა 91:83

ტორონტო-ოკლაჰომა 102:123

ატლანტა-მემფისი 91:103

ნიუ იორკი-ბრუკლინი 110-121

დენვერი-კლიპერსი 129-114

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

tanto
ამ დილით დაბრუნდა ვითომ ძველი სიძლიერის გოლდენი?
gizog
გაიხარე ზაზა, სულ წარმატებით გევლოს.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს