გია ცეცაძის გუნდს ქობულეთის "ჩელე არენაზე" სერიოზული გამოცდა ელის - ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდება
"სამტრედიამ" ეროვნული ლიგის ახალი სეზონი სახარბიელოდ ვერ დაიწყო და პირველ ორ ტურში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. 19 მარტს გია ცეცაძის გუნდს ქობულეთის "ჩელე არენაზე" სერიოზული გამოცდა ელის - ქვეყნის ჩემპიონს ბათუმის "დინამო" უმასპინძლებს.

ამასთან დაკავშირებით, სამტრედიელთა მზადებასა და სიახლეებზე ორ ამბავს შემოგთავაზებთ.

მანჯგალაძე დაშავდა

აქამდე, გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ვერ თამაშობდა, მესამე ტურში კი გუნდს კიდევ ერთი ლიდერი დააკლდება.

მართალია, დავით ჯიქიამ ვარჯიში განაახლა, მაგრამ ჯერ მაინც ძნელია იმის თქმა, ბათუმის "დინამოსთან" ითამაშებს თუ არა. სამაგიეროდ, დანამდვილებით ის ვიცით, რომ ჩემპიონებს დროებით საყრდენი ნახევარმცველი გია მანჯგალაძე ვერ დაეხმარება.

"სათასო შეხვედრაზე "ვიტ ჯორჯიის" დამარცხება იოლი ნამდვილად არ ყოფილა. ამ გამარჯვებამ ყველა ძალიან გაგვახარა, იმედია, სეზონის ცუდი დასაწყისის შემდეგ ეს მოგება ხასიათს გამოგვიკეთებს.

- საქართველოს თასი. 1/16-ფინალი: სენსაცია მესამელიგელისგან! [VIDEO]

მაგრამ პირადად მე ამ თამაშიდან ცუდი მოგონებები დამრჩა, რადგან საკმაოდ სერიოზულად დავშავდი. ფეხი ტერფში მომხვდა და მუხლი შემიტრიალდა. კარგი ისაა, რომ ჯვარედინი იოგების დაწყვეტას გადავურჩი და საოპერაციო არ ვარ. მაგრამ მუხლი შეშუპებულია, მტკივა და ექიმების რჩევით, ორი დღე წოლითი რეჟიმი მომიწევს.

მერე რა იქნება, ჯერ არ ვიცი - მალე მოვმჯობინდები თუ ამას დრო დასჭირდება, ეს ინდივიდუალურია და ორგანიზმზეა დამოკიდებული.

ტრავმა სასიამოვნო არასდროსაა, მით უფრო, ახლა, როდესაც გუნდს თითოეული ფეხბურთელი სჭირდება. იმედია, სერიოზული არაფერია და გუნდს მალე დავეხმარები. მაგრამ ბათუმის "დინამოსთან" თამაში გამორიცხულია", - ამბობს მანჯგალაძე.

ლობჟანიძე ვერ დაიმატეს

"სამტრედიის" გულშემატკივრებისთვის გუნდთან დაკავშირებული კიდევ ერთი არასასიამოვნო სიახლე საბა ლობჟანიძეს უკავშირდება. ისინი 22 წლის შემტევი ნახევარმცველის "სამტრედიაში" გადასვლას დიდი იმედით ელოდნენ - "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ საბა გუნდიდან თურქული შეკრების დროს დაითხოვა და 19-წლამდელებში, ლადო კაკაშვილთან გადაიყვანა.

მაგრამ სურვილი ერთია და რეალობა - სხვაგვარი. ვიცით, რომ "სამტრედიის" წარმომადგენლები დინამოელ კოლეგებს ამის თაობაზე დაელაპარაკნენ, თუმცა ეს მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და უშედეგოდ დასრულდა. საბოლოოდ, ლობჟანიძე ახალ გუნდში ვერ გადავიდა.

საჩხერის "ჩიხურაში" იჯარით გადასული შემტევი გარდამავალ ჩემპიონატში ვიცე-ბომბარდირი გახდა (12 მატჩი, 9 გოლი) და სეზონის საუკეთესო მოთამაშეების სამეულში დასახელდა, იანვარში კი საქართველოს ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა (უზბეკეთთან) და თავი გოლითაც გამოიჩინა.

ამ ყველაფრის შემდეგ ლობჟანიძის სატრანსფერო ფასი 450 ათასი ევრო გახდა და ქართული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა ათეულში ოთარ კიტეიშვილთან ერთად მეორე-მესამე პოზიციაზე დაწინაურდა.

ამჟამად საბა არც მთავარ გუნდში ვარჯიშობს და არც - 19-წლამდელებში, ფორმის შენარჩუნებას "დინამოს" აკადემიის მოედანზე ინდივიდუალური დატვირთვებით ცდილობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Jango
ლობჟანიძე არაა საჭირო სამტრედიაში, სჯოსბ ჩიხურაში წავიდეს და იმათ მიეხმაროს ევროპალიგაზე. სამტრედიას რაც სჭირს ბოლო ლწებსი ყველაზე სუსტი ახალწვეულებსი გჰამო,ეს მწვრთნელსი პასუხისმგებლობაა პირადი და მეტი არავისი,ასევე მისი უმოკლესი სკამი. თუმცა არ მგონია რომ მანჯგალაძის არყოფნამაც ხელი შეუშალოს სამტრედიას რომ ბათუმს მოუგოს 19-ში თუკი ჯიქია იქნება მინდორზე და ბერიაშვილი ჩაგელაშვილი,სამუშია მხოლოდ სათადარიგოებში.
"სლოვანის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, "იბერია 1999" ფეხბურთელებსა და სტაფს 1 მილიონიან პრემიას გაუკეთებს
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
რომერო მალე "ტოტენჰემს" დატოვებს
მექსიკის ნაკრების მეკარემ 41 წლის ასაკში დაასრულა კარიერა
ნეიმარმა შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა დაასრულოს
გადაწყდა - ბელგიის ნაკრებს ვან ბომელი ჩაიბარებს
მარტინესმა არგენტინის ნაკრებიდან წასვლისაკენ მიანიშნა
კიტეიშვილის საგოლე გადაცემა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგისკენ მიიწევს
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ეპოქა დასრულდა - ნეტავ, რას ფიქრობს ბებია სელია ცაში?
ფოთში XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი 2026" გაიმართა
[VIDEO] უნაი სიმონმა და იერემი პინომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს
"სლოვანის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, "იბერია 1999" ფეხბურთელებსა და სტაფს 1 მილიონიან პრემიას გაუკეთებს
[PHOTO] ვინისიუსის ცნობა გაგიჭირდებათ - ბრაზილიელმა პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
[VIDEO] მესი ქმედება, რომლის გამოც არგენტინელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
სად არიან დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის საუკეთესო ოთხეულში შევიდნენ
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "სამტრედია" "შუქურას" ადვილად გაუმკლავდა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
მებრძოლი წითური, შინაური ვაკო და ყოჩაღი ანატოლი - უკრაინელებმა ქართული ლეგიონი მოიკითხეს
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
გია მანჯგალაძე: რა დასამალია და, უკრაინაში ომსაც გავერიდე
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
დავით ჯიქია თბილისის "ლოკომოტივში" დაბრუნდა
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
შუქურა-სამტრედია 0:2 - სტუმრად, როგორც შინ... [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
სამტრედია-საბურთალო 3:2 - უხვი გოლი უხვი წვიმით [VIDEO]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
[VIDEO] ეს საბას დროა - ლობჟანიძის დუბლი MLS-ში