საქართველოს ნაკრებისა და "რიმინის" ფორვარდი იტალიის მეორე ლიგას ხუთმატჩიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ნიკა მეტრეველი იტალიის მეორე ლიგას ხუთმატჩიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა. მან "ვენეციასთან" სტუმრად გამართულ მატჩში 10 წუთი ითამაშა და იტალიელი ჟურნალისტებისგან კომპლიმენტებიც დაიმსახურა. ნიკამ 4 ქულა (2-დან 2 ორქულიანი), 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. რაც მთავარია, მას კარგი გარჯა გამარჯვებით დაუფასდა - "რიმინიმ" "ვენეცია" 62:60 "ჩაძირა".

"ლეგადუეს" საიტზე მეტრეველის თამაშს მცირე სტატია მიეძღვნა, რომლის თარგმანიც, ვფიქრობთ, ქართველ მკითხველსაც დააინტერესებს.

"როცა მწვრთნელი ზედიზედ 5 მატჩში არ გათამაშებს, ძნელია, მეექვსე შეხვედრაში ადგე და სათანადოდ გაისარჯო. თუმცა, ნიკა მეტრეველმა ეს შეძლო. 210 სმ სიმაღლის ქართველმა 10 წუთი ითამაშა და თანაგუნდელებს დიდად დაეხმარა.

- გახარებული ვარ. მოედანზე დაბრუნება ძალიან მსურდა და სასიამოვნოა, რომ მწვრთნელს იმედები გავუმართლე.

მან ვენეციაში ფორვარდად ითამაშა და აღნიშნა:

- ჩემი ამპლუა მძიმე ფორვარობაა. თუმცა, კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო და მეტი - მოსამატებელი.

ქართველმა კალათბურთელმა ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ მწვრთნელი მომავალ მატჩებში მეტად ენდობა."

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა