ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უკომპრომისო და შედეგიანი XXIII ტური

უკომპრომისო და შედეგიანი XXIII ტური

მეორე ეტაპის დაწყებიდან ყველაზე შედეგიანი სწორედ გასული ტური გამოდგა, რომლის 5 შეხვედრაში 14 გოლი გავიდა
საბედნიეროდ, ტურის წინათქმაში გამოთქმული შიში არ გამართლდა და ამინდმაც ხუთივე მატჩის ჩატარების საშუალებაც მოგვცა! ეგ კი არა, მართლაც უკომპრომისო ტური გამოდგა (არც ერთი შეხვედრა ფრედ არ დამთავრებულა) და, რაც მთავარია, წინა ტურებთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა შედეგიანობაც. ყოველ შემთხვევაში, ხუთ შეხვედრაში გატანილი 14 გოლი ურიგო მაჩვენებელი ნამდვილად არ არის და საერთოდაც, მეორე ეტაპის დაწყებიდან ყველაზე შედეგიანი სწორედ გასული ტური გამოდგა.

ცნობისათვის: ჩემპიონატის დაწყებიდან ეს უკვე მესამე შემთხვევაა, კონკრეტულ ტურში 14 გოლი რომ გავიდა; ორჯერ იყო უფრო უკეთესი მაჩვენებელი, როდესაც XVIII და XIV ტურებში 15-15 გოლი გავიდა; სარეკორდო მაჩვენებელი კი, ჯერჯერობით კვლავაც XVIII ტურში დაფიქსირდა: პირველი ეტაპის დასკვნით ტურში ჩვენი ფეხბურთელები გოლის იშტაზე მოვიდნენ და 16 გოლიც გაიტანეს. აი, რაც შეეხება "ანტირეკორდს", ამ შემთხვევაში მართლაც "უკონკურენტოა" XI ტური: 23 და 24 ოქტომბერს ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში... მხოლოდ და მხოლოდ 3(!) გოლი რომ ვიხილეთ.

ევროდონე

ტურის მიმოხილვა ისევ გოლებით უნდა გავაგრძელოთ და, უპირველეს ყოვლისა, "ზესტაფონის" მართლაც გასაოცარი შედეგიანობა ვახსენოთ: გია გეგუჩაძის გუნდმა ამ სეზონში უკვე მეხუთე მატჩი მოიგო სამი და მეტბურთიანი სხვაობით! პირველი "მსხვერპლი" ცხინვალის "სპარტაკი" იყო, III ტურში 4:0 რომ მოუგო; ამის მერე "ზესტაფონის" ფეხბურთელებს, დაახლოებით სამთვიანი პაუზა ჰქონდათ და პირველი ეტაპის დასკვნით სამ ტურში მეტოქეთა გაცამტვერებაც დაიწყეს: "სამტრედიასთან"-7:0, "სიონთან"-4:0, "ვიტ ჯორჯიასთან"-3:0. და აი, ახლა უკვე "ბაიას" ჯერიც დადგა: როგორც ამ ჩემპიონატის ერთ-ერთ გამოკვეთილ ფავორიტს შეეფერება, "ზესტაფონმა" ისე ჩაატარა არცთუ სუსტ მეტოქესთან მატჩი და ზუგდიდური გუნდის კარში 6 გოლი გაიტანა.

ისე, "ზესტაფონის" შედეგიანობა მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბით კი არა, ევროპული საზომებითაც დასაფასებელ-აღსანიშნავია: გია გეგუჩაძის გუნდმა 23 შეხვედრაში 50 გოლი გაიტანა (ანუ, ერთ მატჩში საშუალოდ ორ გოლზე მეტი). აღარაფერს ვამბობთ იმ მართლაც განსაკუთრებულ მოვლენაზე, როცა ამ 50-დან 33 გოლი გუნდის სამ ფორვარდზეა "გადანაწილებული"!

დიდი ფუფუნება

საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მართლაც საინტერესო სიტუაციაა: მართლაც ვერ ვიხსენებთ შემთხვევას, ერთი გუნდის სამ თავდამსხმელს შორის წარმართულიყო ამ საპატიო წოდებისათვის ბრძოლა. არადა, ფაქტი ჯიუტია: 23 ტურის შემდეგ "ზესტაფონის" ფორვარდთა "ტრიოს" ისეთი მაჩვენებელი აქვს, მომავალ მეტოქეებს რომ დაზაფრავს. თავად განსაჯეთ: ნიკოლოზ გელაშვილს 12 გოლი აქვს გატანილი, რატი წინამძღვრიშვილს-11, ხოლო ჯაბა დვალს-10.

სხვათა შორის, წინამძღვრიშვილმა დისკვალიფიკაციის გამო "ბაიასთან" მატჩი გამოტოვა, მაგრამ "ზესტაფონი" ისეა დაკომპლექტებული, რომ ორი-სამი კი არა, უფრო მეტი წამყვანი ფეხბურთელის არყოფნაც გუნდის ასპარეზობაზე ნეგატიურად არ მოქმედებს. აი, ახლაც, შეცვლაზე შემოვიდნენ შოთა ბაბუნაშვილი და გიორგი ხიდეშელი, სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ ირაკლი ძარია და ხორვატი ახალწვეული გორან გრუიცა, დღე-დღეზე მიიღებს თამაშის უფლებას მეორე ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ახალწვეული ზურაბ მენთეშაშვილი და ასე შემდეგ. თუმცა, "ზესტაფონის" ერთ ახალწვეულს უკვე ჰქონდა დებიუტი - ექვსწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატს გიორგი ფოფხაძე დაუბრუნდა!

გადამწყვეტი გოლები

კვლავაც ბომბარდირთა თემას გავაგრძელებთ და კიდევ ორი გოლიადორი უნდა ვახსენოთ, "ზესტაფონის" ფორვარდთა სამეულს (გელაშვილი, დვალი, წინამძღვრიშვილი) სეზონის ბოლომდე კონკურენციას რომ გაუწევს. უპირველეს ყოვლისა, "ოლიმპის" თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე გვინდა გამოვყოთ, ჯაბა დვალის მსგავსად ჩემპიონატში 10 გოლი რომ აქვს გატანილი. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ "ოლიმპის" ყველაზე შედეგიანმა ფეხბურთელმა მეორე ეტაპზე თავის აქტივს მხოლოდ 1 გოლი შემატა ("ვიტ ჯორჯიასთან" შეხვედრაში).

მაგრამ, ქვეყნის ჩემპიონი თავის კონკურენტ "ზესტაფონისგან" განსხვავებით მეორე ეტაპზე შედეგიანობით ნამდვილად ვერ გამოირჩევა: ახალგაზრდა მწვრთნელის, თორნიკე მაისურაძის გუნდმა ბოლო ხუთ მატჩში მეტოქეთა კარში მხოლოდ ხუთი გოლის გატანა მოახერხა. ახლაც, ბოლო ტურის შეხვედრაში "ოლიმპმა" მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა და ალბათ, ლოგიკურიც იყო, რომ იმ მეტად რთული გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი რევაზ გეწაძე გახლდათ. ეს გარემარბი ამ მატჩშიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო და საერთოდაც, სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, უკვე მერამდენედ გაიტანა გადამწყვეტი გოლი.

საუკეთესო ბომბარდირთა ხუთეულშია საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული გოლიადორი, მშობლიურ გუნდში დაბრუნებული გიორგი მეგრელაძეც, - გამოცდილმა ფორვარდმა პირველ ეტაპზე "ბაიას" შემადგენლობაში 6 გოლი გაიტანა, მეორე ეტაპზე კი უკვე "ტორპედოს" ღირსებას იცავს და თავის აქტივს კიდევ 2 გოლი მიუმატა. საერთოდ კი, "ტორპედო" კვლავაც რჩება უმაღლესი ლიგის ყველაზე დაბალშედეგიან გუნდად - ქუთათურებმა 23 მატჩი ჩაატარეს და მეტოქეთა კარში სულ 12 გოლი გაიტანეს. რაც შეეხება მეორე ეტაპს, "ტორპედომ" მხოლოდ სამჯერ იხეირა და სამივეჯერ თავი გუნდის ახალწვეულებმა გამოიჩინეს - გიორგი მეგრელაძემ (ორჯერ) და ლაშა ქებაძემ.

პესიმიზმი და ოპტიმიზმი

შარშან, 11 სექტემბერი იყო, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში ფოთის "კოლხეთისა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირება კვლავაც რომ შედგა; ტურის წინათქმაშიც აღვნიშნეთ, რომ იმ დროისათვის მასპინძლები ჩინებულად ასპარეზობდნენ და უმაღლეს ლიგაში ერთადერთი გუნდი სწორედ "კოლხეთი" იყო, წაუგებლად რომ თამაშობდა და საერთოდაც, საკუთარ კარში გოლი არ ჰქონდა გაშვებული. თუმცა, "დინამომ" შეძლო იმ შეხვედრის მოგებაც, მერე უკვე მეორე წრის მატჩიც დიდი ანგარიშით მოუგო "კოლხეთს" და აი, მესამე ცდაზეც შეძლო ფოთელთა გუნდის დამარცხება.

სამწუხაროდ, დღესდღეობით "კოლხეთს" სერიოზულზე სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და უმეტესწილად, ამიტომაც არის, რომ ბესიკ შეროზიას გუნდი პირველ ლიგაში დაქვეითების ერთ-ერთი რეალური კანდიდატია. ზედიზედ მეოთხე მარცხმა "კოლხეთის" მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა და ამ გუნდის უახლოესი მატჩების განრიგსაც თუ გავითვალისწინებთ, ცოტაც არ იყოს, პესიმისტური განწყობაც უნდა ჰქონდეთ ფოთელ ქომაგებს.

სამაგიეროდ, მეორე ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა თბილისის "დინამომ", თანაც, ეს შეხვედრა სადებიუტო იყო კლუბის ახალი მთავარი მენეჯერისთვის, ზურაბ პოლოლიკაშვილისათვის. "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ წინა მატჩისაგან განსხვავებით "დინამოს" შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა - ძირითადში გამოჩნდნენ თემურ ღონღაძე, ირჟი ჰომოლა, ლევან ხმალაძე და სამირ ჰაჯიბულიჩი. ამასთან, როგორც იქნა თავი გამოიჩინა "დინამოს" ერთ-ერთმა მრავალრიცხოვან ახალწვეულთაგანმა - სერბმა პეტარ ელიჩმა საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა. თუმცა, ბევრად ეფექტური მაინც დინამოელთა კაპიტნის, ალექსანდრე კოშკაძის გატანილი გოლი იყო - საჯარიმოს მისადგომებიდან, ბურთი მეტოქის კარის "ცხრიანში" რომ გაგზავნა.

ვეტერინარული გაკვეთილები

მეორე ეტაპის უდავო აღმოჩენად რაღა თქმა უნდა, "ვიტ ჯორჯია" უნდა მივიჩნიოთ: მერაბ კოლჭაშვილის გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და დიდი ალბათობით, სეზონის ბოლომდე მეოთხე ადგილსაც არავის დაუთმობს. ეგ კი არა, ამ ახალგაზრდულმა გუნდმა თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა, მესამე ადგილისათვისაც იბრძოლოს. ყოველ შემთხვევაში, "ვეტერინარების" ბოლოდროინდელი ასპარეზობიდან გამომდინარე, მოვლენების ასეთი განვითარება მოულოდნელი არავისთვის უნდა იყოს.

"ვიტ ჯორჯიამ" ამ სეზონში უკვე მეორედ შეძლო მატჩის "შემოტრიალება": 29 აგვისტოს "სამტრედიასთან" პირველი ტაიმის შემდეგ 0:2-ს აგებდა და საბოლოოდ ის შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა (4:2). ასე მოხდა ახლაც ბოლნისში: პირველი ტაიმი მასპინძლებმა (რომელთა შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა "ვიტ ჯორჯიას" ყოფილ ფეხბურთელს დავით ლომაიას) მოიგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ "ვეტერინართა" მთავარმა მწვრთნელმა სწორი და ეფექტიანი შეცვლები განახორციელა, თავისი გუნდის ტაქტიკური სქემაც რამდენჯერმე შეცვალა და საბოლოოდ გამარჯვებაც მონდომებით მოასპარეზე სტუმრებს დარჩათ. სხვათა შორის, მეორე ტაიმში "ვეტერინართა" მიერ გატანილი ორივე გოლი ეფექტური იყო და ორივე შემთხვევაში თავი ახალგაზრდა ნახევარმცველებმა (გურამ გურეშიძე, გიორგი ვასაძე) გამოიჩინეს.

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!