ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფუტსალის ლიგა 2016/17: XII ტურის თბილისური ნაწილი და სუპერმატჩი, სუპერგოლით! [VIDEO]

ფუტსალის ლიგა 2016/17: XII ტურის თბილისური ნაწილი და სუპერმატჩი, სუპერგოლით! [VIDEO]

17 მარტს, საქართველოს ფუტსალის ლიგის XII ტურის შეხვედრები გაიმართა
17 მარტს, საქართველოს ფუტსალის ლიგის XII ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.

თბილისური სათამაშო დღე მფკ "მგლებისა" და "თბილისი ვარიორსის" დაპირისპირებით დაიწყო, რომელიც მოლოდინისამებრ, უხვგოლიანი გამოდგა და "მგლების" გამარჯვებით - 11:6 დასრულდა. ამ გამარჯვებით "მტაცებლებმა" 17 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში "აფხაზეთთან" ერთად IV-V ადგილებს იყოფენ, თუმცა"ზღვისპირელებს" ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მოსალოდნელი შედეგით, თუმცა მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა გათამაშების ერთპიროვნული ლიდერისა და აუტსაიდერის დაპირისპირება. მფკ "ტატიშვილმა" შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს 3:1 სძლია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფუტსალის ეროვნული ნაკრების მიერ თურქეთთან ჩატარებული ამხანაგური მატჩების შემდეგ "მედიკოსების" ფეხბურთელებს, ფაქტობრივად, დასვენების გარეშე მოუწიათ კალენდარული მატჩის ჩატარება, რამაც გარკვეულწილად ითამაშა კიდეც თავისი როლი, ვინაიდან მფკ "ტატიშვილი" ქვეყნის მთავარი გუნდის ძირითადი ბირთვითაა დაკომპლექტებული.

თავის მხრივ, არც "სტუდენტებს" უნდა დავუკარგოთ დამსახურება და რომ არა რიგ მომენტებში უიღბლობა და სათამაშო კლასის ნაკლებობა, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად ენერვიულებინათ "მრისხანე" მეტოქე.

ტურის და ჩემპიონატის ნამდვილი მშვენება გამოდგა სათამაშო დღის დასკვნითი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს მფკ "აგორა" და "თბილისი" დაუპირისპირდნენ. ამ ტურის წინ "აგორა" 21 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფებოდა, მათი მეტოქე კი პლეი-ოფში მოსახვედრად გაცილებით რთული ამოცანის წინაშე იდგა და შესაბამისად, ყველა შეხვედრაში ჰაერივით საჭირო ქულებისთვის უწევს ბრძოლა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შანსი, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ რიგ ეპიზოდებში "დედაქალაქელები" აშკარად ჯაბნიდნენ მეტოქეს და რომ არა მათი შემტევების უზუსტობა დასკვნით ფაზაში, მატჩი სხვა სცენარით წარიმართებოდა.

პირველი ტაიმის ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე გავიდა, ლაშა კვალიაშვილმა "აგორა" დააწინაურა - 1:0. სტატუს-კვო მეორე ნახევრის სტარტზევე აღდგა, "თბილისის" რიგებში უდავოდ საუკეთესო ნიკოლოზ ღუდუშაურმა ოთარ კუხალეიშვილის ბრწყინვალე გარღვევა და ზუსტი პასი აქცია გოლად - 1:1. შეტევაში აქტიურ თამაშს დაცვაში ორი უხეში შეცდომა მოჰყვა და ჯერ ლაშა კვალიაშვილმა შეასრულა დუბლი, ხოლო მალევე გიორგი ალავიძემ "აგორას" უპირატესობა ორბურთიანი გახადა - 3:1.

ერთი შეხედვით არცთუ სახარბიელო მდგომარეობის მიუხედავად, "თბილისის" ფეხბურთელები არ დაიბნენ და აქტიურად განაგრძეს თამაში. 32-ე წუთზე იმავე ნიკოლოზ ღუდუშაურმა მეკარის შეცდომით ისარგებლა და სხვაობა მინიმალური გახადა - 3:2.

ზუსტად ორ წუთში კი, ლამის უკვე ტრადიციად ქცეული გოლი-შედევრი ვასილ მარუაშვილის შესრულებით და ანგარიში საყაიმო ხდება - 3:3.

იხილეთ ვიდეო

ისევე, როგორც ეს გოლი, წინა ტურშიც "დინამო ბათუმის" კარში გატანილი ჯარიმა სეზონის საუკეთესო გოლის პრეტენდენტია.

ამის შემდეგაც "თბილისი" გაცილებით ახლოს იყო სამი ქულის მოპოვებასთან, თუმცა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ანგარიში არ შეცვლილა. "თბილისი" მხოლოდ ერთი ქულით მიუახლოვდა ოთხეულს, ხოლო "აგორა" დამაჯერებლად იკავებს ადგილს სამეულში.

17.03.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. XIIტური

მფკ მგლები - მფკ თბილისი ვარიორსი 11:6 (3:2)

გოლები: 05:26’ ძაგანია (1:0), 06:10’ ალფონსე ები (1:1), 08:46’ ძაგანია (2:1), 14:07’ გოგოლიძე (2:2), 17:11’ მაჭარაშვილი (3:2), 21:39’ მელანაშვილი (4:2), 22:21’ ალფონსე ები (4:3), 22:41’ მაჭარაშვილი (5:3), 23:24’ ქსოვრელიშვილი (6:3), 23:45’ გიორგობიანი (7:3), 25:41’ ალფონსე ები (7:4), 27:24’ გიორგობიანი (8:4), 30:48’ მაჭარაშვილი (9:4), 33:28’ გიორგობიანი (10:4), 35:50’ ალფონსე ები (10:5), 37:02’ ქსოვრელიშვილი ს.კ(10:6), 39:46’ ქსოვრელიშვილი (11:6)

მფკ იბსუ - მფკ ტატიშვილი 1:3 (0:2)

გოლები: 09:49’ მურცხვალაძე (0:1), 15:26’ სიგუნავა (0:2), 22:40’ კობაიძე (0:3), 34:05’ მამაცაშვილი (1:3)

მფკ აგორა - მფკ თბილისი 3:3 (1:0)

გოლები:15:15’ კვალიაშვილი (1:0), 21:16’ ღუდუშაური (1:1), 26:58’ კვალიაშვილი (2:1), 29:22’ ალავიძე (3:1), 31:45’ ღუდუშაური (3:2), 33:44’ მარუაშვილი (3:3)

გაფრთხილება: 28:42’ კუხალეიშვილი (თბ), 33:30’ ჩერნიშევი (აგო), 38:05’ ბიწაძე (თბ)

ბომბარდირები:

ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი) - 25, სერგი მაჭარაშვილი (მგლები) - 24, ზურაბ ლუკავა (ტატიშვილი) - 19, დავით ბობოხიძე (ტატიშვილი) - 17

რაც შეეხება XII ტურის კიდევ ორ შეხვედრას, "დინამო" (ბთ)-მფკ "აფხაზეთი" და ბსუ (ბთ) - "სტუ-თელასი", ერთმანეთს ბათუმში 1-ელ მაისს დაუპირისპირდებიან.

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია

ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს

მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის

როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს

FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს

[VIDEOS] "არსენალი" და "რეალი" მეოთხედფინალში გავიდნენ

[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა

[VIDEO] კვარა დაფრინავს - ქართველმა "ჩელსის" სტუმრადაც გაუტანა

ლუის ენრიკემ "ჩელსისთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა

"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს

ხვალ შეიძლება სლოტს კარისაკენ მიუთითონ - მისი შესაძლო შემცვლელი ცნობილია

თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წლების სეზონის პრეზენტაცია გაიმართა

ფუტსალის ლიგა 2016/17: პრინციპული ტური!

ფუტსალის ლიგა: III ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "აგორა" და "ტატიშვილი" დაუპირისპირდებიან

ფუტსალის ლიგა 2017/18: ცენტრალური შეხვედრა, საოცარი ფინიშით!

ლევან კობიაშვილი: SBM არის მაგალითი, როგორ შეიძლება მოიზიდო კერძო სექტორი სპორტში

ფუტსალის ლიგა: უხვგოლიანი ტური, საფეხბურთო თრილერით