"სამტრედიას" ვაიგულშემატკივრები გუნდის გასაჭირს მასმედიის წარმომადგენლებს გვაბრალებენ
სამტრედიის სტადიონზე ექსცესები არცთუ იშვიათი მოვლენაა და სამწუხაროდ, ეროვნული ჩემპიონატის გასულ ტურში იქ კიდევ ერთი უსიამოვნო ამბავი მოხდა. ათეულობით სამტრედიელი ვაიგულშემატკივრის "სამიზნეში" ჟურნალისტები მოხვდნენ. მართალია, მათ ფიზიკურად არავინ შეხებია, მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენს კოლეგებს დაუმსახურებელი სიტყვიერი შეურაცხყოფის ატანა მოუწიათ.

პირველი არხის კორესპონდენტ ლადო წულუკიძეს მისი მისამართით ნასროლი ბოთლი სანტიმეტრებით აცდა, თუმცა, განსაკუთრებული უსიამოვნებები თავს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს გადახდათ.

თურმე, "სამტრედიას" ქომაგთა ერთი ნაწილი გადაცემა "საფეხბურთო ღამეში" დიმიტრი ობოლაძის მიერ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გამოთქმული მოსაზრებით ყოფილა აღშფოთებული. მაშინ უმაღლეს ლიგაში ახლად გადასულმა "სამტრედიამ" თბილისის "დინამო" დაამარცხა და ეს შედეგი ობოლაძემ სენსაციად შეაფასა - ვფიქრობთ, აბსოლუტურად ობიექტურად. ვერ გეტყვით, რა იყო ამაში საწყენი, მაგრამ მას შემდეგ სამტრედიაში ჩასული "რუსთავი 2"-ის თანამშრომლები ყოველთვის წნეხის ქვეშ ექცეოდნენ და პროფესიული მოვალეობების შესრულება მძიმე პირობებში უწევდათ.

ამჯერად შეურაცხყოფის მთავარი ადრესატი "რუსთავი 2"-ის კორესპონდენტი დავით ერაძე აღმოჩნდა, რომელმაც შემდეგი გვიამბო: "თავდაპირველად, იმას გავუსვამ ხაზს, რომ "სამტრედიას" ჰყავს ღირსეული გულშემატკივრები, რომლებიც თამაშის შემდეგ ხულიგნების ნაცვლად გვიხდიდნენ ბოდიშს. თუმცა სამწუხაროდ, ვაიგულშემატკივართა რაოდენობაც დიდია. ისინი რატომღაც ჩვენ გვდებდნენ ბრალს "სამტრედიას" გასაჭირში და გვეუბნებოდნენ, რომ მათი "დაძირვა" გვინდოდა.

არადა, მეც და ჩემი კოლეგებიც რეგიონებში ხშირად ვაშუქებთ ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს და იქაური კლუბების წარმატება განსაკუთრებით გვიხარია. სამწუხაროა, რომ ქომაგთა ნაწილს საერთოდ არ ესმის ფეხბურთის არსი და ხელს ჩვენსკენ იშვერს. ამას სჯობს, ფეხბურთის ელემენტარულ წესებში გაერკვნენ და პატივი სცენ ჟურნალისტებსაც და მეტოქე გუნდსაც. ეს ხალხი არა მხოლოდ მასმედიის წარმომადგენლებსა და მოწინააღმდეგეს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, არამედ საკუთარი გუნდის წევრებსაც კი არ ინდობს.

ცალკე თემაა მსაჯებზე განხორციელებული ზეწოლა. ლევან კვარაცხელიასა და მის ასისტენტებს მუშაობა უმძიმეს პირობებში უწევდათ, არადა ისეთი შეცდომა ნამდვილად არ დაუშვიათ, მატჩის შედეგზე გავლენა რომ მოეხდინა."

"ლელოს" გუშინდელ ნომერში "სამტრედია"-"ტორპედოს" მატჩის მიმოხილვას წაიკითხავდით და გაიგებდით, რომ მსაჯები სამტრედიაში მართლაც ცუდ დღეში ჩააგდეს. კოლეგას დავეთანხმებით - ზუსტად ვერ გეტყვით, რა იყო სხვა ეპიზოდებში, მაგრამ ვიდეოჩანაწერმა დაგვარწმუნა, რომ "ტორპედომ" გამარჯვების გოლი წესების სრული დაცვით გაიტანა.

ჩვენის მხრივ, იმას დავძენთ, რომ გულწრფელად განვიცდით "სამტრედიას" ასეთ სავალალო ყოფას და სულ ცოტა ხნის წინ ყველასთვის ანგარიშგასაწევი გუნდი უმაღლესი ლიგიდან გასავარდნად და დასაშლელად არ გვემეტება. შევდივართ იმ სამტრედიელთა მდგომარეობაშიც, რომელთა ცხოვრებაშიც მშობლიური ქალაქის გუნდს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ "სამტრედიას" მწვავე კრიზისში ჟურნალისტებს თუნდაც მცირე წვლილი მიუძღვით, სასტიკად ცდება. პირიქით, პრესისა თუ ტელევიზიის საშუალებით ჩვენ და ჩვენი კოლეგები ყოველთვის აქტიურად განვიხილავდით "სამტრედიას" პრობლემებს და მაქსიმალურად ვცდილობდით, კლუბის გადარჩენაში მცირედი წვლილი მაინც შეგვეტანა.

ვფიქრობთ, ვაიგულშემატკივრების უმრავლესობამ მშვენივრად იცის შექმნილი სავალალო მდგომარეობის რეალური მიზეზი და მათ პირდაპირ ვეტყვით, რომ მისამართი ძალიან შეეშალათ. ღირსეული სამტრედიელი ქომაგებისადმი კი კიდევ ერთხელ გამოვხატავთ უდიდეს პატივისცემას და მთელი გულით ვუსურვებთ საყვარელი გუნდის უკეთეს მომავალს.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა