ზაზა ფაჩულია იმ ქალაქში ჩავიდა სათამაშოდ, რომლის გუნდშიც 13-წლიანი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი გაატარა
22 მარტს ზაზა ფაჩულია იმ ქალაქში ჩავიდა სათამაშოდ, რომლის გუნდშიც 13-წლიანი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი გაატარა.

წინა სეზონში ფაჩულია "დალას მავერიკსში" საშუალოდ ორმაგ დუბლს ითვლიდა და დირკ ნოვიცკისთან ერთად გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, რის შემდეგაც მას კონტრაქტი "გოლდენ სტეიტმა" შესთავაზა და მიუხედავად სხვა, ძვირად ღირებული შემოთავაზებებისა, ქართველი ცენტრი ოკლენდურ გუნდში გადავიდა.

რაც ტეხასიდან წავიდა, დღეს ფაჩულია პირველად ჩავიდა დალასში და "გოლდენ სტეიტს" გამარჯვებაში დაეხმარა. ქართველმა ცენტრმა დღევანდელ შეხვედრაში მნიშვნელოვან ზღვარს გადააბიჯა.

"დალასთან" მატჩი მისთვის 1001-ე იყო NBA-ს 13-წლიან კარიერაში. ზაზას 950 რეგულარული ჩემპიონატისა და 51 პლეი ოფის მატჩი აქვს ჩატარებული NBA-ს 5 გუნდის - "ორლანდოს", "მილუოკის", "ატლანტას", "დალასის" და "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობაში.

დღევანდელ მატჩში ფაჩულია, ტრდიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო. ზაზამ 14 წუთი ითამაშა და 3-დან სამივე ორქულიანი ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა შეხვედრა 6 ქულითა და 6 მოხსნით დაასრულა. დალასელებმა სტუმრებს მხოლოდ პირველ პერიოდში აჯობეს, რომელიც 30:28 მოიგეს.

მეორე მეოთხედიდან ინიციატივა ოკლენდელებმა მოიპოვეს და დიდ შესვენებაზე უკვე 12 ქულას იგებდნენ. "გოლდენ სტეიტმა" საბოლოოდ 112:87 იმარჯვა.

ოკლენდელთაგან 23 ქულით საუკეთესო იყო კლეი ტომპსონი. 17 ქულა და 9 პასი სტეფ კარიმ მიითვალა. 18 ქულა სათადარიგო იან კლარკმა მოაგროვა. დალასელთაგან საუკეთესო იყო ვეტერანი დირკ ნოვიცკი, რომელმაც შეხვედრა 16 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა.

იხილეთ ვიდეო

დალასში წარმატება ოკლენდელებისთვის ზედიზედ მე-6 გამარჯვება იყო, რამაც ფაჩულიას გუნდს ლიდერობა გაუმყარა. "გოლდენ სტეიტს" უკვე 57 მოგება და 14 მარცხი აქვს. მომდევნო მატჩს "უორიორსი" 25 მარტს შინ, თანაშტატელ "საკრამენტოსთან" გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ტორონტო-ჩიკაგო 122:120

ბრუკლინი-დეტროიტი 98:96

მაიამი-ფინიქსი 112:97

ნიუ ორლეანი-მემფისი 95:82

მინესოტა-სან ანტონიო 93:100

პორტლენდი-მილუოკი 90:93

ლეიკერსი-კლიპერსი 109:133

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

tim147
საიდან მოიტანეთ ინფორმაციაზაზას 1001 მატჩის თაობაზე? ლელოდან? სინამდვილეში მას 950 მატჩი აქვს ნათამაშევი NBA-ში!
test
ტესტ
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს