საქართველოს ნაკრები ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
საქართველოს ნაკრები ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება დუშეთში, გიორგი ასანიძესთან ერთად. ნაკრების მთავარი მწვრთნელის ბლიცი რამდენიმე დღეში და მანამდე, კაპიტანს, ირაკლი თურმანიძეს ვუსმენთ.

ოლიმპიადის მესამე ადგილის შემდეგ დიდი დრო გავიდა. თურმანიძე არ აგდებს ტემპს, ვარჯიშობს და ირაკლიმ იცის, რომ ამ ეტაპზეც, აქ, სამაგალითო უნდა იყოს ყველასთვის: მეგობრებისთვის ნაკრებში, მწვრთნელისთვის, ისე მეგობრებისთვის, გულშემატკივრებისთვის. და ალბათ, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის.

ირაკლი თურმანიძე:

"ნაკრების კაპიტანი ვარ. ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ჩემთვის ყოველთვის ასეა. ორმაგად მონდომებული უნდა იყო. შეკრებაზე არიან ახალგაზრდები, რომლებიც გიყურებენ, გაკვირდებიან, ცდილობენ, აიღონ შენგან მაგალითი.

მე ტემპს არ დავაგდებ. მინდა, რომ ბოლომდე გავიდე და როგორც ოლიმპიადაზე, ევროპაზეც გავახარო გულშემატკივარი. შენი ქვეყნისთვის, შენი გულშემატკივრისთვის მაღალი შედეგის დადება ყოველთვის საპატიოა".

ირაკლი 32 წლის არის. ამ ასაკში ბევრი მიღწეულით კმაყოფილდება, ინერციით მიდის. ირაკლი დღესაც მაგარი მოტივირებულია.

"ასაკს ყურადღებას არ ვაქცევ. ვცდილობ, რომ სხვამაც არ მიაქციოს. უბრალოდ, კარგ ფორმაში უნდა ვიყო და მწვრთნელების ყველა დავალება შევასრულო. მინდა, რომ ფორმა შევინარჩუნო და კიდევ რამდენიმე დიდ ტურნირზე გამოვიდე. და ვგრძნობ, რომ შემიძლია მაქსიმუმის გაკეთება".

სპლიტში (ხორვატია) საქართველოს ნაკრები იდეალურ კაპიტანთან ერთად ჩადის. კაპიტანი, რომელიც ერთი დიდი პოზიტივია. კაპიტანი,რომელიც ტემპს არ აგდებს. კაპიტანი, რომელიც რეალური მაგალითია ახალგაზრდებისთვის.

როგორ უნდა წაიყვანო პროცესი, როგორ უნდა მოუმატო იმ მომენტში, როცა უნდა მოუმატო. და უბრალოდ, როგორი უნდა იყოს იდეალური კაპიტანი.

"შეკრება ცოტა გვიან დავიწყეთ, მაგრამ პროცესით კმაყოფილი ვარ. ნორმალურ ფორმაში შევედი და ალბათ, ოლიმპიადის წინ როგორც ვიყავი, იმ ფორმას მივუახლოვდები.

როგორც გითხარით, ასაკს ყურადღებას არ ვაქცევ. და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დღესაც ჩვენ, ჩემ გვერდით არის. ეს მნიშვნელოვანია. ნაკრების ყველა წევრი გრძნობს თქვენს სიყვარულს და ვცდილობთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ.

ჩვენ თქვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის გავდივართ ყველა ტურნირზე. მადლობა თქვენ, მეგობრებო, გულშემატკივრებო".

ირაკლი თურმანიძე იდეალური კაპიტანია. სპლიტში ის ბოლომდე უნდა გავიდეს. ჩვენ ირაკლის იმედი გვაქვს.

დავით ცომაია

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ძმის კვალდაკვალ საბა ასანიძემაც მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა: "სამი ოქრო მყავს სახლში!!!" - რას წერს გიორგი ასანიძის მეუღლე
თქვენ ჩვენი ქვეყნის სახე ხართ - პრემიერ-მინისტრმა საუკეთესო ძალოსნები დააჯილდოვა
ლაშა ტალახაძემ ბათუმში ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი მოხსნა და ტურნირი ტრიუმფით დაასრულა! [VIDEO]
ქართველი ძალოსნების სხეულში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდა
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია! [VIDEO]
ქართველ ძალოსანთა წლიური მონაგარი - 80 მედალი და მსოფლიოს 10 რეკორდი!
"სპორტალი": გადაცემის სტუმარია ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე
ლაშა ტალახაძეს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, ირაკლი თურმანიძე ღონისძიებაზე არ მიიწვიეს
"ჩემი მხრიდან, ჩემი შვილები არასდროს იქნებიან სხვებზე უპირატესი ან გამორჩეული! უპირატესი იქნება ის შედეგი, რომელსაც ისინი აჩვენებენ" - ინტერვიუ გიორგი ასანიძესთან
ახალი წონები, ახალი რეკორდები - დღეს ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა ბათუმში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია