"ბარსელონა" ჩემი სახლია - აცხადებს ჟერარდი
"ბარსელონაში" აღარ მალავენ, რომ კლუბს "ევერტონიდან" ჟერარდ დეოლოფეუს გამოსყიდვა სურს. დეოლოფეუ "ბარსას" აღზრდილია. მან თავის დროზე ადგილი ვერ დაიმკვიდრა კატალონიური გუნდის შემადგენლობაში.

იყო "ევერტონი", იყო "სევილია", იყო, თითქოს, საფუძვლიანი დაბრუნება ინგლისში, თუმცა ჟერარდს მაინც არ ჰქონდა ის, რასაც ყველა კლუბში ეძებდა - უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა.

როგორც ვთქვით, დეოლოფეუ "ბარსელონას" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. ის ცხრა წლიდან იზრდებოდა "ლა მასიას" საფეხბურთო აკადემიაში. თავის დროზე ბევრი თვლიდა, რომ ის მომავალში "ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერი უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ბევრი მიიჩნევს, რომ დეოლოფეუმ სრულად ვერ გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები, თუმცა მეორე მხრივ, როგორია, იყო ლიდერი "ბარსელონაში", როცა აქეთ ნეიმარია, იქით მესი და სუარესი.

"ბარსელონაში ჩემი სახლია. ყველამ იცის, რომ მე იქ გავიზარდე. ეს არის გუნდი, რომლის გულშემატკივარიც მუდამ ვიქნები. უბრალოდ, მე ფეხბურთელი ვარ და ყოველთვის ვეძებ სათამაშო პრაქტიკას. ამ ძიებამ არაერთ გუნდში მიმიყვანა.

რა თქმა უნდა, ჩემი გული "ბარსელონას" ეკუთვნის, თუმცა მე მუდმივად ვისწრაფვი პროგრესისაკენ. ამის გამო მივდივარ იქ, სადაც მე მეტად მენდობიან. ჩემთვის ფეხბურთი არის სიამოვნება და მე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იჯდეს ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე.

მაქვს მიზანი: ყოველთვის ვიყო ლიდერი იქ, სადაც ვითამაშებ. ეს მე ხასიათში მაქვს. ჩემთვის არ არსებობს ფეხბურთი, როგორც შემოსავლის წყარო. მე მას ვუყურებ, როგორც დიდ სიამოვნებას. მიმაჩნია, რომ მე მას ვაძლევ ყველაფერს და სრული უფლება მაქვს, დავტკბე მისით.

ვიცი, რას ნიშნავს, ითამაშო ესპანეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში და ისიც ვიცი, რა გრძნობაა, როცა ქვეყნის ჰიმნზე დგახარ. ძალიან მინდა, რომ ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ ერთ მატჩს რაღაც კიდევ შევმატო. სწორედ ამიტომ მე ვაგრძელებ ბრძოლას და ჩემს დღევანდელ მდგომარეობას მე ვუყურებ, როგორც დროებითს.

საკუთარი თავის რწმენა არ მტოვებს. ჩემზე კარგად არავინ იცის, რა შემიძლია მე.

დღეს სათადარიგო ფეხბურთელი ვარ, თუმცა სულაც არ მგონია, რომ ეს დაუსრულებლად გაგრძელდება. პირიქით, ჩემთვის ეს დიდი მოტივაციაა, რომელიც ბრძოლის წყურვილით აღმავსებს.

ფეხბურთის თამაში იმიტომ დავიწყე, რომ მჯეროდა - საკუთარ სიტყვას უსათუოდ ვიტყოდი. ჯერ გვიან ნამდვილად არ არის. მიმაჩნია, რომ მე ამას შევძლებ", - თქვა დეოლოფეუმ მაშინ, როცა "ევერტონის" სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

რად უნდა "ბარსას" დეოლოფეუ? ამ კითხვაზე პასუხი მთლად რთული საპოვნელი არ არის. ვისაც ბოლო დროს "ბარსელონას" თამაში უნახავს, აუცილებლად დაგვეთანხმება: "ბარსას" სათადარიგოთა სკამზე ნამეტანი ხალვათობაა.

"ბარსელონას" ძალიან სჭირდება ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც შემოვლენ სათადარიგოთა სკამიდან და გუნდის თამაშს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ. დეოლოფეუ "ბარსას" კაცია და მას ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლია.

ბოლო დროს ჟერარდს ძალიან აკლდა ნდობა. ეს ნდობა მან მიიღო "მილანში". რა თქმა უნდა, "როსონერი" ვეღარ არის იმ დონის გუნდი, რომელიც წლების წინ იყო, მაგრამ ერთი კი აუცილებლად სათქმელია: თუ დეოლოფეუმ პროგრესი განაგრძო, მსოფლიო ფეხბურთს მისი სახით ერთი ძალიან კარგი მოთამაშე შეემატება.

თავის დროზე, როცა დეოლოფეუ დიდი აჟიოტაჟის ფონზე გადავიდა ინგლისში, "მირორმა" დაწერა, რომ პრემიერლიგამ კრიშტიანო რონალდოს სათამაშო სტილის მიმდევარი ფეხბურთელი შეიძინაო.

ახლა რონალდოსა და ჟერარდის შედარებაზე კაცს შეიძლება მხოლოდ გაეცინოს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა იქნება თუნდაც რამდენიმე წლის შემდეგ.

ჩვენ ძალიან დიდი ხანია, დეოლოფეუს გვარი გვესმის, მაგრამ მან ძალიან ახალგაზრდულ ასაკში მიიქცია ყურადღება. დღეს ის მხოლოდ 23 წლისაა. ამ ასაკში ბევრი ფეხბურთის თამაშს მხოლოდ და მხოლოდ იწყებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჟერარდ დეულოფეუ: "უოტფორდში სათამაშოდ გადმოვედი
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ჩელსის" კატასტროფა. რა ელის ანტონიო კონტეს? [VIDEO]
დეულოფეუ: "კვარა" ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
თუ ძანიოლო წავა - "რომას" შემცვლელის ალტერნატივა ისევ სერია A-დან აქვს
ერნესტო ვალვედრე: ჟერარდ დეულოფეუმ შანსი ვერ გამოიყენა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ნაპოლის" არჩევანი - ვერდი ან დეულოფეუ
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა