U21. ამხანაგური მატჩი
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2017 წელი გამარჯვებით დაიწყო. გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ამხანაგური მატჩი მოუგო ისლანდიას.

რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, მაგრამ ქართველთა გამარჯვება დამსახურებულია. რაც მთავარია, გუნდს ეტყობოდა ვარჯიშებზე ნამუშევარი, ეტყობოდა სწორედაც გეგუჩაძის ხელწერა. ეგ იყო, მეორე ტაიმის პატარა მონაკვეთში ისლანდიამ ჯანით გვაჯობა, მაგრამ მინდორზე სიტუაცია სწრაფადვე გავათანაბრეთ და მეტოქე სულაც ენდშპილში გავტეხეთ.

დაიწყო მატჩი და დავწინაურდით. სპარინგის ერთ-ერთმა გმირმა ოთარ კიტეიშვილმა გიორგი ხარაიშვილის პასის შემდეგ მძლავრი თავურით ლამაზი და ეფექტური გოლი შეაგდო.

ამას ისლანდიელთა რეალური შანსი მოჰყვა - ალბერტ გუდმუნდსონი (საუკეთესო იყო სტუმართა შორის) ბექა ქურდაძესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ გატანა ვერ მოახერხა. ეს იყო და, ორი შანსი ჰქონდა მწვავედ გამრჯე ხარაიშვილს. პირველ შემთხვევაში ისლანდიელთა მეკარემ იმარჯვა, მეორედ კი "საბურთალოს" ლიდერმა საჯარიმოდან ოდნავ ააცილა.

ტაიმის ბოლომდე საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი შანსი ჰქონდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. იყო ტორსტეინსონის შანსიც. ბოლო-ბოლო, პირველი ტაიმი ქართველმა ახალგაზრდებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

მეორე ტაიმის პირველმა ნაწილმა ისლანდიელთა უპირატესობით ჩაიარა. გუდმუნდსონს კიდევ ერთი შანსი შეექმნა, მერე კი ქართველთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ეინარსონმა ისარგებლა და ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

ეს იყო და, ისლანდიელთა დამრიგებელმა ლამის მთელი გუნდი - 10 ფეხბურთელი ერთდროულად შეცვალა.

- ასეთი რამ მართლა არ მინახავს - რა მოხდა საქართველო-ისლანდიის მატჩში [VIDEO]

საქართველოს ნაკრები კი დაწინაურდა - კიტეიშვილმა კარგად წაიღო ბურთი და გიორგი ჩაკვეტაძეს გაატანა, ამან კი რომან ჭანტურიას უპასა და პორტუგალიური "ოლიანენშეს" ფორვარდს მიზანმა არ უმტყუნა.

მერე იყო ქართველთა სახიფათო "სტანდარტი". ლუკა ზარანდიას მეკარე ოლაფსონმა არ გაატანინა. ბოლოს კი ისევ ჭანტურიას ჯერი დადგა - ქართველთა კონტრშეტევა და რომანის დუბლი ერთი იყო.

ჭანტურიაზე ცალკე უნდა ვთქვათ. მან ძალიან შთამბეჭდავად ითამაშა. ორი გოლი ხომ შეაგდო და, მთელ რიგ ეპიზოდებშიც მაგრად აწვალა ჩრდილოელთა ახოვანი დაცვა. კიტეიშვილი კი, მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიცაა გამოძახებული, მაგრამ გუშინ ახალგაზრდულს დაეხმარა და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო.

მატჩის შემდეგ

- გია გეგუჩაძე: ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა

U21. ამხანაგური მატჩი

22.03. თბილისი. "მიხეილ მესხი"

საქართველო-ისლანდია 3:1

გოლები: 1:0 კიტეიშვილი (7), 1:1 ეინარსონი (59), 2:1 ჭანტურია (66), 3:1 ჭანტურია (88)

საქართველო: ქურდაძე, გიორბელიძე, მარგველაშვილი, ჭიჭინაძე, შულაია, ალთუნაშვილი, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, მამუჩაშვილი, იმნაძე, მიქელთაძე;

შეცვლაზე შევიდნენ: ზარანდია, მაჭარაშვილი, ჩაჩუა, ჭანტურია, ბიძინაშვილი, კობოური, ჩაკვეტაძე, ლოჩოშვილი, კიკნაძე.

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ისლანდია: ოლაფსონი, სამსტედი, შევინგი, ვ. გუდმუნდსონი, ანდრესონი, მაგნუსონი, სიგურდსონი, ეინარსონი, ჰარალდსონი, ა. გუდმუნდსონი, ი. ტორსტეინსონი;

შეცვლაზე შევიდნენ: კრისტიანსონი, ინგასონი, ო. გუნარსონი, სტეფანსონი, ლეიფსონი, იოჰანსონი, გ. გუნარსონი, კონრადსონი, რანგასონი, ს. ტორსტეინსონი.

მწვრთნელი: ეიოლფურ სვერისონი

გაფრთხილება: ჭიჭინაძე (58), ლეიფსონი (68), მაჭარაშვილი (85), ჭანტურია (88)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

halagaji
fsikikuri ahlilobaa akvt am axlgazrdebs ,mgoni mozvelbiho kurduli ragacebi acuxebt.sada mcvrtneli am sigijebs rom uyurebs hkua daarigon tuarada es gacev gamoceva fexburts ar caadgeba samomavlod.
Jango
რომან (ჭანტურია) შფოთიანი,ანუ ოთარ(კვერნაძე) შფოთიანს ახალი კოლეგა გამოუჩნდა :) ახალგარზდა კაცი ასე ..... როგორ უნდა იყო რომ წიხლები ჩასცხო კუთხურის ალამს?კვერნაძისაგან კარგი რამ კი უსწავლია, მანამდე იყო და მუმლაძემ ნახევარი სტადიონი გასრიალდა მუხლებზე და უმსაგვსო ხელებსი ქნევის ჟესტით-აგერო.. მიმართა ბურსასფორის ფანებს. ალბათ დროა რომ ქართველმა მწვრთნელებმა სერიოზული ყურადღება მიაქციონ ფსიქიკურ ჯანმრთელობას და გაწონასწორებულობას ფეხბურთელებისა, რაღაც ვერ არიან ბევრნი სრულად ჯანმრთელნი. ასეთების ადგილი არათუ ნაკრებში, უბრალოდ თავმოყვარე კლუბებშიც კი არ უნდა იყოს. მთლიანი მატჩის ვიდეო წაშალეს საზმაუწყმა, მაგრამ ერთი ვიდეო გადარჩა მიმოხილვისა და აქ ნახეთ რომანის რომანტიკული ურთიერთობა კუთხურის ალამთან ნახტომში და წიხლების გამოყენებით. დაულაიქეთ აუცილებლად :) https://www.youtube.com/watch?v=SYMnMXnGH28
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
რომან ჭანტურია "ემპოლიში" დაბრუნდა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა
"პაატა უწესიერესი ბიჭია... სანამ მას განსჯით..." - რომან ჭანტურია ღუდუშაურის შესახებ "პირატების" განცხადებას ეხმაურება
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ემპოლიმ" რომან ჭანტურია იჯარით ბათუმის "დინამოში" გაუშვა
ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
რომან ჭანტურიამ ბათუმის "დინამო" დატოვა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
რომან ჭანტურია "დილას" ფეხბურთელია
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა