იმედია, მოჭიდავე ევროპის ჩემპიონატისთვის ფორმის აღდგენას მოასწრებს
ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მესამეპრიზიორი დავით მარსაგიშვილი (86) ისევ ტრავმირებულია და ამ დღეებში ოპერაციაც გაიკეთა.

ის ჩვეულებრივად გაჰყვა გუნდს სომხურ წახკაძორში ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებაზე და თავიც შეუძლოდ სწორედ იქ იგრძნო. ექიმებისა და მწვრთნელების ერთობლივი კონსულტაციების შემდეგ მისი თბილისში დაბრუნება გადაწყდა და მართლაც ასე მოიქცნენ, აქ ჩატარებულმა კვლევებმა კი სასწრაფოდ საოპერაციო ვითარება აჩვენა და დასტაქრებმაც საქმე სამომავლოდ არ გადადეს, მყისვე ჩაერივნენ ქირურგიულად და სისხლჩაქცევის შედეგად განვითარებული ეგრეთ წოდებული "კაფსულა" ამოკვეთეს.

როგორც ექიმები ვარაუდობენ, ეს ძველი ტრავმის ნარჩენი იყო, როცა სისხლჩაქცევა ბოლომდე არ გაიწოვა და "კაფსულა", ანუ თავისი ბუდე გაიკეთა, რომელიც აწვებოდა ხერხემალს და სპორტსმენს ხელს უშლიდა მოძრაობაში. განსაკუთრებით - დატვირთების დროს. თუმცა ტკივილები ადრე თითქმის არც აწუხებდა, საგრძნობი მხოლოდ ბოლო პერიოდში გახდა.

ვარაუდობენ, რომ სტიმულატორი საქართველოს ჩემპიონატი აღმოჩნდა, სადაც ჩვეულებრივი, რიგითი ფიზიკური ზემოქმედებაც კი (მაგალითად, იმ ადგილას ხელის ან ფეხის მოხვედრა) ხელს შეუწყობდა ამ პროცესების განვითარებას.

ასეა თუ ისე, მარსაგიშვილმა უკვე გაიკეთა ოპერაცია და უახლოეს დღეებში სახლშიც გაწერენ. ის მალე ვარჯიშსაც შეუდგება და როგორც ოლიმპიური გუნდის ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი ვარაუდობს, ევროპის ჩემპიონატისთვის ფორმის აღდგენასაც მოასწრებს. ყოველ შემთხვევაში, მის გამოჯანმრთელებაში ეჭვიც არ ეპარება, ხოლო სპორტულ ფორმაში შესვლას რამდენად მოასწრებს, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული.

ევროპის ჩემპიონატამდე ჯერ მართლაც საკმაო დროა - 2-7 მაისს სერბეთში ტარდება და არც გამოჯანმრთელება უნდა იყოს პრობლემა და არც - ფორმის აღდგენა, თუმცა ფაქტია, რომ მარსაგიშვილს გაუცდა საბაზო შეკრება წახკაძორში.

დიდი ალბათობით, ის ვერც აპრილის დასაწყისში იჭიდავებს საერთაშორისო ტურნირზე, თუმცა დაველოდოთ - იქამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა და ეგებ შეძლოს ლეიბზე გასვლა. დიდი ალბათობით, ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი იანტბელიძეს მისთვის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ინდივიდუალური გეგმის შედგენა მოუწევს.

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ მარსაგიშვილი მარტის დასაწყისში საქართველოს ჩემპიონი გახდა და ევროპის ჩემპიონატზე წასვლის მთავარი კანდიდატია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გუგუა
ეს რა მაგსვლია ბიჭაუ!!!! მალე გამაჯანმრთელდი. ვაჟკაცურად იყავ!!!!
gizog
მალე გამოჯანმრთველებას გისურვებ დავით. გაიხარე უფალმა დაგლოცოს.
avlip qizikski
Exlave ro moishora,upro kargicaaa,midi daviiit,meti unda moindomo,sizarmaces aravistvis ar moutania kargi
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 4 მედლით დაბრუნდა
ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
"ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!" - კახაბრიშვილის ცრემლები
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდნენ, ხუციშვილი და მარსაგიშვილი მედლების გარეშე დარჩნენ
[ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] 6 ნემსი და გმირობის დასანანი დასასრული [VIDEO]
დავით მარსაგიშვილი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ
დავით მარსაგიშვილის საუკეთესო მომენტები ინდოეთის პრო ლიგაში [VIDEO]
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
თავის მართლებას არ ვაპირებთ, ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო - პეტრიაშვილი და იანტბელიძე გავრცელებულ ფოტოზე განმარტებას აკეთებენ
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: დღეს ჯანაშვილი და შავდათუაშვილი იჭიდავებენ
თავისუფალთა ნაკრები: ულიდერებოდ ვანაძორის ტურნირში
"მედვედის" ახალგაზრდა კავალერები - ლიდერთა გეგმები, ახალი წონები და საქართველოს ჩემპიონატი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: კორეელები ქართველობენ
"იმედია, პროცესი ისე წარიმართება, ხელს არავინ შეგვიშლის" - თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა შეკრება დაიწყეს
საპლაჟო ჭიდაობის სალიცენზიო ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია