...პატარები ვიყავით. ჰა და ჰა, "აუტჩიკობისთვის" გვამზადებდნენ და დიდ გუნდს კი გიგა ნორაკიძე წვრთნიდა
ყველაზე საინტერესო მაინც ამბავია. მოყოლილი, დაწერილი, ნანახი - არ აქვს მნიშვნელობა. "დიდი ქალაქის ჩირაღდნები" ხომ გახსოვთ? მე პატარა ქალაქის ჩირაღდნებზე მოვყვები. ვფიქრობ, ამბავია ესეც - ერთხელ წასაკითხი მაინც...

...პატარები ვიყავით. ჰა და ჰა, "აუტჩიკობისთვის" გვამზადებდნენ და დიდ გუნდს კი გიგა ნორაკიძე წვრთნიდა. ჩვენში რომ იტყოდნენ, ბობრი კაციო, ეგეთი იყო - შალის სპორტული შარვლით, სპორტული ქურთუკით და სიმკაცრით დამამახსოვრდა.

ზურგზე ხელებდაწყობილი მართავდა ვარჯიშებს და ნელი, ასაკოვანი კაცისთვის დამახასიათებელი მოძრაობები ჰქონდა.

ავტორიტეტი იყო. თან მაგარი. მერე და მერე, ფეხბურთს შემორჩენილ "ბებერ ბიჭებს" - გივი ბაბუნიძეს, ავთო ორდენიძეს, ტარიელ დვალიშვილს რომ შემახვედრა საქმემ და ცხოვრებამ, სულ მაშინდელზე მინდოდა ლაპარაკი.

ფეხბურთში ხომ ასეა - შენი პატარა ქალაქის გუნდიდან იწყება თამაშიც და ყველაფერიც. განა, "დინამოს" სიყვარული გვესწავლებოდა. რა სალაპარაკოა... "დინამოს" ფასიც ვიცოდით და ყიფიანი-მაჩაიძე-გუცაევი-ჩივაძე-შენგელია-სულაქველიძე-ხინჩაგაშვილისაც... გოგია და მინაშვილი სულაც ჩვენები იყვნენ და მათ გარდა, მეკარე ნოდარ მესხია, "ნეფთჩისთან" თბილისური 1:2 რომ ექცა განაჩენად.

კიდევ ის ავბედითი და ცივი 2 თებერვალი მახსოვს, ქუთაისში მემორიალი რომ ააფეთქეს და დედა-შვილი იმსხვერპლეს. ავტოქარხნის საავადმყოფოში პირად საწუხარზე მისულს, ფარდით რამდენიმე ადგილად გატიხრულ "რეანიმაციაში" სიკვდილთან მებრძოლი დევიზ დარჯანია დამხვდა - ჩვენი, ადგილობრივი მასშტაბის კერპი.

რა დამავიწყებს, სპორტსკოლაში ვარჯიშისას, მოსვენებას არ მაძლევდა დარჯანიასეული წითელი მაისურა, დიდი, შავი "ათიანით" ზურგზე და მოგვიანებით, მომიტანა კიდეც "კახელომ" (ჯუნო ელაშვილმა) ზუსტად ისეთი...

რა ვიცი... ალბათ, ცოტა გვყოფნიდა... არასოდეს დამვიწყებია და დამავიწყდება ეს "ცოტა"...

კიდევ "დუჩია" გვყავდა, დურმიშხან თვალაბეიშვილი, ასევე ადგილობრივი მასშტაბის ბომბარდირი - თითო-ოროლა გოლი ნორმად ჰქონდა თამაშში. ერთხელ ვარჯიშზე დააგვიანა და ბატონმა გიგამ უცნაურად დასაჯა - ჩვენთან, ბავშვებთან უბუცოდ ვარჯიში აიძულა...

კარგად მახსოვს ფირუზ კანთელაძის ჩამოსვლა კარიერის ბოლოს. სტადიონთან ახლოს კაფე "ლელა" იყო: საბჭოური კაკაო-ფუნთუშებითა და რძე-მაწვნის ბოთლებით.

ვიდექით და ვუყურებდით, ნამატჩევს როგორ დაცლიდა ხოლმე ორ ბოთლ მაწონს... თითქმის არც უჩანდა ხელში ის ბოთლები.

მერე და მერე, საბჭოეთი რომ აღარ იყო, ფეხბურთიც სხვანაირი გახდა თითქოს. მამამ ძალიან პატარა, 3 წლისა მიმიყვანა სტადიონზე და ის, ჩვენი პატარა ქალაქის ფეხბურთი რაღაცნაირად სუნით აღვიქვი. ან დავიმახსოვრე - არ ვიცი დღემდე.

მერე, როცა დიდი გუნდების მატჩების შესვენებისას, "აუტჩიკებს" მინდორზე სათამაშოდ გვიშვებდნენ, სულ ის სუნი მახსენდებოდა.

მეექვსე გრძნობასავითაა რა...

გაქრა. აღარ მახსოვს. ვეღარ ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ყველაფერი არ გამქრალა. ბევრი დარჩა. დარჩა იმიტომ, რომ ის, ჩემი გუნდი იქაა.

მეტიც - ის, რაც ვერ მოხერხდა ცხონებული ტარიელ ჩაჩუას დროს, მოხერხდა შარშან, გია ცეცაძის მწვრთნელობისას.

სიმბოლურიცაა და სასიამოვნოც - ვინ-ვინ და, "ცეცამ" კარგად იცის ამ პატარა ქალაქის ფასი. ეს მერე გავიგე, მისივე ინტერვიუდან და მანამდე, "ოლიმპის" აკადემიაში, სულ ორჯერ რომ ვისაუბრეთ, სხვა რამეებზე ვლაპარაკობდით - ძიებაში იყო.

გულწრფელად ვამბობ, მაშინ მომეჩვენა, რომ დროს და ქართულ სიტუაციას უსწრებდა და... აგერ, თუ არა.

ის ჩემპიონობა გია ცეცაძის ამბავია. ცოტა ვინმე ვარაუდობდა გარდამავალ სეზონში მისეული გუნდის ჩემპიონობას, მაგრამ მიჰყვა, მიჰყვა და გაიმარჯვა.

ახლა ფეხბურთელების ჯერია. კი, მართალია, ნახევარ საქართველოს უცხოეთში გასვლა უნდა, მაგრამ ეგებ, მოასწროს რომელიმე მოთამაშემ თავისი ამბის მოყოლაც...

ჩვენი პატარა ქალაქი კი ცხოვრობს. მერე რა, რომ მთლად ძველებურად ვერა. მაინც ბევრი რამ დარჩა ისეთი, რომელიც ადრინდელს გაგახსენებს.

ხალხი - პირველ რიგში. მეტი საწუხარით, მაგრამ მაინც იმედიანი და რიხიანი. გულიანი და შავის და თეთრის გამრჩევი.

ხომ ამდენი აღმართ-დაღმართი გამოიარა გუნდმა - მაინც იქ დგანან, სადაც საქმეს და ფეხბურთს სჭირდება.

ვერსად გაივლი, ვინმემ არ გიცნოს, არ შეგეხმიანოს და სიტყვა ფეხბურთზე არ ჩამოაგდოს. რაღაცნაირი სითბო და ზრუნვა მოდის. ასე შვილებზე შეიძლება ლაპარაკობდნენ.

მიშა ფოცხვერიას უჭირს ახლა. საქართველოში ხშირად ხდება ხოლმე ასე - დიდ კაცებს რომ უჭირთ. უხმაუროდ, კაცურად ეხმარებიან. ზოგს მცირე ბიზნესი აქვს, ზოგი გარე მოვაჭრეა, ზოგი იცნობს, ზოგი ნათესავია...

"კობიაშვილიც მიხმარებიაო", - იმედი ემჩნეოდათ.

სიკეთეს მალვა უნდა და არც ამ წერილში გავამხელ იმ კაი კაცებს. სანამ ისინი არიან, სულ იქნება ჩვენს პატარა ქალაქში ფეხბურთი. ან ასე, ან ისე, მაგრამ სულ იქნება.

ახალი სტადიონი უნდა აშენდეს. მაკეტი ავ თვალს არ ენახვება და როცა ის სტადიონი გაჩნდება, მერე ყველაფერზე შეიძლება ფიქრი. ვარსკვლავებზე... ხეივანზე... მუზეუმში მოქცეულ ტრადიციასა და ჯილდოებზე. ისტორია, რომელიც ახლა ასე, ადამიანებში ინახება, საბოლოოდ იქ დაიდებს ბინას და ამბებად დანაწევრდება. ნანახ, გაგონილ, დაწერილ ამბებად.

და ინთებიან ეს ამბები, როგორც... პატარა ქალაქის ჩირაღდნები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

M.S.
მოდერატორ,შეეშვით ამ კომუნისტურ და უაზრო ცენზურას. საღამოს დაწერილი პოსტი რატომ აქამდეს არ გამოქვეყნდა?
გიორგი
ბატონო კოტე!იქნებ ზესტაფონის ,,მარგვეთის"შესახებაც დაგეწერათ რამდენიმე სიტყვა.გუნდი საკუთარ ქალაქში ვერ თამაშობს და ყოველდღე წყალტუბოში დადის სავარჯიშოდ.იქნებ ვინმეს შეეცოდოს.
თემურ ონიანი
მიშა ფოცხვერიაზე კიდევ ბევრი დაწერეთ და ეს თემა წინა პლანზე წამოიწიოს უნდა დაუდგეს ამ ადამიანს გვერით ის ხალხი ვისაც შეუძლია მან ხომ ქართველობას კარიერა შესწირა და ამას დაფასება უნდა
ქუთაისელი
ბატონო კოტე! ყოველთვის თბილად, ლამაზად და გემრიელად წერთ. ასე გააგრძელეთ!
zuka
ბოდიშის მოხდით მაგრამ რომელ ქალაქზეა საუბარი ვერ მივხდვი? ბათუმი? სამტრედია?
samtredski
თქვენ გაგახართ ღმერთმა ამ სტატიის კითხვისას ცრემლები სიხარულის მწუხარების ერთად მომერია სიხარულის იმიტომ რომ სტადიონი დარწმუნებული ვარ რო კალა ამ კვალს დაუტოვებს თაობებს რაც შეეხება მწუხარებას ამ ყველაფერს ტარიელ ჩაჩუა რომ ვერ ესწრება მაგრამ მის სულს განსაკუთრებული სიხარული ეხლა აქ.
samtredski
თქვენ გაგახართ ღმერთმა ამ სტატიის კითხვისას ცრემლები სიხარულის მწუხარების ერთად მომერია სიხარულის იმიტომ რომ სტადიონი დარწმუნებული ვარ რო კალა ამ კვალს დაუტოვებს თაობებს რაც შეეხება მწუხარებას ამ ყველაფერს ტარიელ ჩაჩუა რომ ვერ ესწრება მაგრამ მის სულს განსაკუთრებული სიხარული ეხლა აქ.
giga
ბოლო აბზაცის წერისას ისიც უნდა დააყოლო რა მოუვიდა 1 გლეხს, ოცნებაში წასულს რო ქილა ქვაზე დაარტყა.
kika
რაღაც სინათლე გამოჩნდა გვირაბის ბოლოს . თითქოს რაღაც შენდება, თითქოს სახელმწიფო ხალხისკენ მობრუნდა, მაგრამ ეს ყველაფერი საკმაოდ ნელი ტემპით კეთდება და შედეგს ვერ გრძნობს ხალხი. აუცილებელია სიტყვას მალევე მოყვეს საქმე.
რამაზ ჩხიკვაძე
შენ გაგახაროს კოტე ღმერთმა, დიდებული სტატიაა !!!
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
უარი სუპერლიგას - ''ბარსელონა" გაზრდილი შემოსავლებით კმაყოფილია
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"ყველა დროის საუკეთესო ვარ და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებ" - მერაბ დვალიშვილი
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
[VIDEO] თურქი მეკარის ეს სიგიჟე ნახეთ? - ოზერმა "რომასთან" 2 წუთში 3 პენალტი მოიგერია
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
ქართველი რუსული პასპორტით და ვლადიმირ ვაისის არჩევანი
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
[ოთხშაბათის საკითხავი] რა უნდათ რუსებს? ჯიქია ძალიან ფრთხილად უნდა იყოს
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
სამშობლო, ყველაფრის მიუხედავად - რუსებისთვის საბა კვირკველია დღესაც დანაკარგია
"თვეში 10 000 მანეთს და მოსკოვის ცენტრში ბინას გვპირდებოდნენ, მაგრამ..."
იმიტომ, რომ ქართველი ვარ! - ფეხბურთელები, ვისთვისაც უმთავრესი საქართველოს ნაკრებია
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
თამაზ კოსტავა: ვინც სპონსორებთან ვერ იმუშავებს, უმაღლეს ლიგაში ადგილი აღარ ექნება
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
[კოტე გოგიშვილის აზრები] ტაშიდან ტაშ-ტაშ, ტარამ-ტარამდე!..
[კოტე გოგიშვილის აზრები] რომ არასდროს იარო მარტო...
ქართველები უცხოეთში: მამლუქები და ქართული პერსპექტივები
გიორგი წიტაიშვილი: ჩემი მიზანია, გავხდე კიევის "დინამოს" ლიდერი
[კოტე გოგიშვილის აზრები] დაკარგული სამოთხე
[კოტე გოგიშვილის აზრები] ზონის კანონები თუ კაცის კაცობა?
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
იუბილე: გიორგი ჩიხრაძე - 50!
ექსპერიმენტი: მოდი, შევქმნათ საქართველოს ნაკრების იდეალური მწვრთნელი
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს