სრკ-ის წარმომადგენელი გიორგი ნიჟარაძე "მსოფლიო რაგბის" ცნობილ გადაწყვეტილებაზე საუბრობს
"მსოფლიო რაგბის" გადაწყვეტილებით, 2020 წლიდან მეორე დონის სარაგბო ქვეყნებს პირველი დონის გუნდებთან თამაშების რაოდენობა გაეზრდებათ. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა ხანგრძლივი სამუშაო პროცესი, რომელშიც "მსოფლიო რაგბისთან" ერთად მეორე დონის სარაგბო ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი. საქართველოს ინტერესებს საქართველოს რაგბის კავშირი და მისი წარმომადგენელი "რაგბი ევროპასა" და "მსოფლიო რაგბიში" გიორგი ნიჟარაძე იცავდნენ.

"მინდა ყველას მივულოცო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. 2020 წლიდან პირველი დონის გუნდებთან უფრო მეტი თამაშის ჩატარების და მათი თბილისში ხილვის საშუალება გვექნება. სიახლე არ ეხება მხოლოდ საქართველოს და ამ სიკეთით მეორე დონის ყველა ნაკრები ისარგებლებს.

ამ ეტაპზე მოხდა შეთანხმება პრინციპზე და უშუალოდ რომელი გუნდი როდის გვეწვევა, ეს იაპონიის მსოფლიო თასის მსვლელობისას გაირკვევა.

შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ქვეყნების ნაკრებები, - უთხრა საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურს გიორგი ნიჟარაძემ, რომელიც პირადად იყო ჩართული მოლაპარაკებებში. - საკითხზე აქტიურად მუშაობდა მთელი რაგბის კავშირი და მათ შორის, მეც, როგორც სრკ-ის წარმომადგენელი "მსოფლიო რაგბიში".

საქართველოში სტუმრობისას მარკ იგანი სრკ-ის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს შეხვდა, სადაც საქართველოს პოზიცია საბოლოოდ დაფიქსირდა, რის შემდეგაც იყო კიდევ ერთი შეხვედრა და "მსოფლიო რაგბიმ" საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ გაახმაურა".

ცნობილია, რომ ზაფხულის ტესტ-მატჩების ჩატარების პერიოდმა ივნისიდან ივლისში გადაიწია და სწორედ ზაფხულში ეწვევიან ჩვენს ქვეყანას ექვსი ერის წარმომადგენლები. ამავე პერიოდში "ბორჯღალოსნებს" ექნებათ ტურნე ოკეანეთში, სამხრეთ ნახევარსფეროში ან ამერიკაში.

"ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება და როგორც საქართველოში, ასევე რუმინეთში, ექვსი ერის წარმომადგენლები ყოველ წელს აუცილებლად ჩამოვლენ. გარდა ამისა, ივლისში გვექნება ტურნეები ოკეანეთსა და ამერიკის კონტინენტზე, ასევე, სამხრეთ ნახევარსფეროში, სადაც შესაძლოა, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის და არგენტინის ნაკრებებს ვეთამაშოთ".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

კოსტა
გია, ძალიან დააკლდა შენი თავკავობა ქართულ რაგბს!
რეზო
მშვენიერი სარაგბო მომავალი გვესახება.
ლევანი
ეს არის შანსი, რომ 2020-დან ნელ-ნელა დავიწყოთ უკვე 6-ერის გუნდებთან გამარჯვებები (რა თქმა უნდა ჯერ ჩვენს მოედანზე). თავიდან ალბათ ამის შანსი ისევდაისევ იტალიასთან და შოტლანდიასთან თუ გვექნება. მაგასაც ალბათ გარკვეული პერიოდი დაჭირდება, რომ თუნდაც მაგათ მოვუგოთ თითო-ოროლა თამაში. მაგრამ სანამ მათთან მოგებას არ მოვუხშირებთ და მეტ-ნაკლებად ხშირ სახეს არ მივცემთ, მანამდე 6-ერზე ლაპარაკიც არ იქნება. მე იმას არ ვამბობ, პრესაში რომ რაღაცას ჯღაპნიან, არამედ 6-ერის ორგანიზატორების მხრიდან ამ თემის რეალურ განხილვას ვგულისხმობ.
giorgi
რუმინეთი რომ უგებდა საფრანგეთს და უელს მაშIნ არ მიიღეს რუმინეთI და ვინ ვართ ქართველები რომ მიგვიღOნ ექვს ერშI.
giorgi
ბიჭO რავა ჭIრვეული ბავშვებივით იქცევით თავისას რომ იმეორებს სულ. არ გიღებთ ექვს ერში ზელანდიაც რომ დაამარცხოთO რა ვერ გაიგეთ? იაპონია ამერიკა კანადა ვერ კეთდება გეოგრაფიის გამო და ეს არის საუკეთესო გამოსავალი. იშრომა ამ ხალხმა და მიაღწია ამ შედეგს. შIდა ჩემპიონატის მაღალ დონეზე აყვანისა და ერთI გუნდის რომელიმე ძLიერ ჩემპიონატში ჩართვის გარდა არანაირი ალტერნატივა არ გვაქვს.
კახა
რა უბედურება გვჭირს: პოლიტიკაში სპორტსი ხელოვნებაში სულ ერთი და იგივე ხალხი. 2020ში ამ ბიჭების უმეტესობას კარიერა დასრულებული ექნება და გვეყოლება ესეთი თაობა!? ვერ დაველოდებითო დარაღაც ალტერნატივა მოეფიქრებინათ ჩვენ კანადა ფიჯი იაპონია სამოა აშშ კარგი ტურნირი გამოვიდოდა დააფინანსოს მოვიწვიოთ თბილისშიწელიწადში ერთხელ გავხადოთ ტრადიციული აბა ესენი სკამებს არიან ჩაფრენილები ტვინის ჰარყევა არ უნდათ...
ნ
ეს რას ნიშნავს? მშვიდობით ექვსო ერო 2032 წლამდე?!
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი - ერთი დებიუტანტით და ვეტერანით
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრობასკეტის ნახევარფინალშია
შალამბერიძე, ვართანოვი, თვაური, რატიშვილი – ქართველი მსაჯები და კომისარი ასაკობრივ ევროჩემპიონატებზე
საუდის არაბეთი ან MLS-ი? - სალაჰს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
"ეს მატჩი ჩაწყობილი იყო. მუნდიალს მესის გასამარჯვებლად ატარებენ" - ეგვიპტელთა ფეხბურთელი არგენტინასთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] შვეიცარიამ პენალტების სერიაში კოლუმბიას სძლია და მეოთხედფინალში არგენტინას დაუპირისპირდება
ოფიციალურად | პაულო ვიტორი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
[VIDEO] მესის მაგია - არგენტინამ ეგვიპტეს საოცარი მატჩი შემოუტრიალა და მეოთხედფინალში გავიდა
მიდის თუ არა ნაკრებიდან - რონალდომ კომენტარი გააკეთა
"ანჩელოტი რომ ბრაზილიელი იყოს, პრესა გაანადგურებდა" - ქვეყნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კარლოს აკრიტიკებს
"პარიზს", სადაც ახლახან ანდრია კვირიკაძე გადავიდა, სათავეში ლიამ როსენიორი ჩაუდგა
მამარდაშვილი გამოირიცხა - "ბეშიქთაშს" ახალი მეკარე ჰყავს
შეთანხმება მიღწეულია - აკლიუში კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს
[VIDEO] ტრამპს დასცინეს - აშშ-ისთან მატჩის ბოლოს ბელგიელებმა ასეთი რამ გააკეთეს
"საძაგელი ქალი ხართ... იცოდეთ, ამას არასდროს დავუშვებ!" - მბაპემ მის მიმართ პარაგვაელი სენატორის რასისტულ განცხადებას უპასუხა
ორი გარიგება მეკარის პოზიციაზე ერთ დღეში - ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ცვლილებებია
ყველა დროის რეკორდი - ვინ გაუტანს გოლს ესპანეთს?
მარტინესი გადადგა - პორტუგალიელთა ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელიც უკვე დასახელდა
"ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის..." - ბრაზილია, გერმანია და მუნდიალის წყევლა
[VIDEO] ახლა რაღას გახდება ტრამპი? - ბალოგუნიანი აშშ ბელგიასთან განადგურდა
ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"მსოფლიოს რაგბის" მაღალი ტრიბუნიდან - წარმატებული საქართველო!
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა
უკრაინელებს უნდათ, რაგბი ევროპას სათავეში გიორგი ნიჟარაძე ჩაუდგეს
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა! ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?
"ცოცხებით გავყრი მაგათ" - დაპირისპირება რაგბის კავშირში... [VIDEO]
"საქართველო ევროპის ერთა თასისთვის გადაზრდილია და უფრო დიდ ტურნირში უნდა ჩაგრთოთ!"
საინტერესო დიალოგი Sky TV-ზე საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით
rugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ
გოჩა სვანიძე: ერთი ნაწილი რაგბიში პოლიტიკის შემოტანას ცდილობს
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო რაგბიში 2017 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზადაა
ევროპაში გვინდა! ანუ როგორ გავხსნათ ჩაკეტილი სისტემა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
საქართველო ექვს ერს: 55 000 ქომაგი ყოველ მატჩზე პრობლემა არ არის!
"უმცროსი ბორჯღალოსნები" "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდს უმასპინძლებენ
რაგბი ევროპა - გიორგი ნიჟარაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს