სამხრეთაფრიკელები საქართველოს 27 აპრილს ეწვევიან და 7 მაისამდე დარჩებიან. თამაშები კი 29 აპრილს, 3 და 6 მაისსაა ჩანიშნული
2017 წელს საქართველოში (თბილისი და ქუთაისი) გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ეგიდით, "უმცროსი ბორჯღალოსნები" სუპერრაგბის სამხრეთაფრიკული ფრანჩიზის, "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის თანატოლთა გუნდს შეხვდებიან.

სამხრეთაფრიკელები საქართველოს 27 აპრილს ეწვევიან და 7 მაისამდე დარჩებიან. თამაშები კი 29 აპრილს, 3 და 6 მაისსაა ჩანიშნული.

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე "უმცროსი ბორჯღალოსნები" 31 მაისს არგენტინელ, 4 ივნისს სამხრეთაფრიკელ და 8 ივნისს ფრანგ თანატოლებს ეთამაშებიან და "ვესტერნ პროვინსის" გუნდთან გასამართი გასახურებელი თამაშები გუნდს დიდ სამსახურს გაუწევს.

7 წლის წინ დაწყებული ურთიერთობა

საქართველოს რაგბის კავშირსა და "ვესტერნ პროვინსის" აკადემიას შორის დამეგობრების მემორანდუმი 2009 წელს გაფორმდა. 7 წლის წინ ამ ურთიერთობის დამყარებაში უდიდესი როლი შეასრულეს საქართველოს საპატიო კონსულმა სამხრეთ აფრიკაში ჟერარდ ვულმანმა და სრკ-ის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ, ხოლო მის გაგრძელებაში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ელჩი ბექა დვალი.

ამ ურთიერთობაში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი მარიუს ჰეინსი.

სრკ-ს ხელმძღვანელობასთან რამდენიმე შეხვედრისა და აზრთა ურთიერთგაცვლის საფუძველზე, ამა წლის დეკემბერში საქართველოს "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის ოპერაციული დირექტორი, მთავარი მწვრთნელი ტროი ლი და დასავლეთ სანაპიროს ერთ-ერთი აკადემიის ხელმძღვანელი, ბიზნესმენი ივან ვან ზული ეწვივნენ.

"2009 წელს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მაშინ სამხრეთ აფრიკაში 6 ნიჭიერი ქართველი მორაგბე გაემგზავრა, რომელთაგან ორი - მერაბ შარიქაძე და ლაშა ლომიძე დღეს "ბორჯღალოსნები" არიან. ამ მორაგბეების მაღალ დონეზე თამაში თავისთავად მეტყველებს "ვესტერნ პროვინსის" აკადემიასთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

ამ შეთანხმების "გაცოცხლებაში" ძალიან დიდი როლი ითამაშა ბექა დვალმა, რომელმაც მარიუს ჰეინსთან დაგვაკავშირა და პირველი შედეგები უკვე სახეზეა", - ამბობს ლაშა ხურციძე, სრკ-ს აღმასრულებელი დირექტორი.

ქართველი ახალგაზრდები აფრიკულ აკადემიებში

"ვესტერნ პროვინსის" აკადემიასთან თანამშრომლობის განახლებამ პირველი შედეგები უკვე მოიტანა. "უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის" ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რომ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატამდე მაღალი დონის მეტოქესთან რამდენიმე თამაში გაემართათ, თუმცა ეს ერთადერთი სიკეთე როდია, რომელსაც ამ მემორანდუმის "გაცოცხლება" მოიტანს.

იგეგმება, რომ "ვესტერნ პროვინსის" აკადემიაში 18-21 წლის 2-3 ქართველი მორაგბე გაემგზავროს და იქ სამი თვე გაატაროს.

"საქართველოსა და სამხრეთ აფრიკაში რაგბი პოპულარული სპორტის სახეობებია და გვსურს თანამშრომლობის გაღრმავება. თბილისში რამდენიმე საკითხის განსახილველად ჩამოვედით, რომელთაგან უმთავრესი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან გასახურებელი თამაშების გამართვაა.

მეორე მხრივ, გვსურს, ჩვენს აკადემიაში სამი თვით ორი-სამი ქართველი მორაგბე მივიწვიოთ. აგვისტო-ოქტომბერში ისინი ჩვენთან იქნებიან და მნიშვნელოვნად დახვეწენ სარაგბო უნარებს.

"ვესტერნ პროვინსის" აკადემიაში სულ 30-მდე მორაგბე ირიცხება და მათ განვითარებაზე წარმატებული, ვეტერანი მორაგბეები ზრუნავენ. თითოეულ პოზიციაზე სამი-ოთხი სპეციალისტია მიმაგრებული და ისინი სხვადასხვა მიმართულებით, ინდივიდუალურად მუშაობენ. აკადემიაში 18-21 წლის ბიჭები ირიცხებიან და იშვიათი გამონაკლისის შემთხვევაში, 17 წლის ახალგაზრდები აგვყავს", - გვიყვება ტროი ლი.

გარდა "ვესტენრ პროვინსის" აკადემიისა, ქართველ მორაგბეებს "ვესტ ქოუსთ" აკადემიაშიც შეეძლებათ სწავლება, რომლის ხელმძღვანელიც ივან ვან ზულია. ის ბიზნესმენია და საქართველოსთან დაკავშირებით სხვა ინტერესებიც აქვს. სუფთა სპორტული მიმართულებით, ვან ზული მზადაა, საქართველოს რაგბის აკადემიას მეთოდოლოგიის დახვეწაში დაეხმაროს, საქართველოში ჩამოიყვანოს მაღალი დონის სპეციალისტები და ქართველ მწვრთნელებს მასტერ-კლასები ჩაუტარდეთ.

"ჩვენი აკადემიის ინფრასტრუქტურით აფრიკელები კმაყოფილნი დარჩნენ, თუმცა მათი სწავლების მეთოდოლოგია და აფრიკელი სპეციალისტების კვალიფიკაცია ქართულ რაგბის ნამდვილად წაადგება.

ჩვენი სურვილია, რომ ჩავერთოთ "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის 7-კაცა რაგბის პროგრამებში, თუმცა ამ ეტაპზე უმთავრესი 20-წლამდელთა ნაკრების მომზადებაა. ამ მხრივ შეთანხმება მიღწეულია, აპრილ-მაისში აფრიკელები საქართველოში იქნებიან და ურთიერთთანამშრომლობის სხვა დეტალები ამ პერიოდში დაზუსტდება", - აცხადებს ლაშა ხურციძე.

წყარო: rugby.ge

"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი
"ასეთი ფიზიკური ფორმა მის სტანდარტებს არ შეეფერება" - მოურინიომ "რეალის" ახალწვეული გააკრიტიკა
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება
"მსოფლიოს რაგბის" მაღალი ტრიბუნიდან - წარმატებული საქართველო!
რაგბის ლეგიონი: ევროთასებისთვის "რასინგ 92" და "კლერმონი" იბრძვიან
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
U20. "მსოფლიო რაგბი" კმაყოფილია, შუქის გამორთვის გამო პრეტენზია არავის გამოუთქვამს
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
"ბორჯღალოსნები" პირველი ტაიმის მერე რუმინეთს ამარცხებენ
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
ისტორიაში პირველად - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს!
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
უკრაინელებს უნდათ, რაგბი ევროპას სათავეში გიორგი ნიჟარაძე ჩაუდგეს
"შოტლანდიელებმა "ბორჯღალოსნებთან" თამაშის სურვილი სამჯერ გამოთქვეს"
ზურაბ ამონაშვილი: ამ ორ თამაშს დადებითად შევაფასებ - დაცვაში პრობლემები გვქონდა
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
ვანში რაგბის სტადიონი გაიხსნა
რაგბის ლეგიონი: ოთარ გიორგაძემ დებიუტი ლელოთი აღნიშნა [VIDEO]
ევროპაში გვინდა! ანუ როგორ გავხსნათ ჩაკეტილი სისტემა
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
ვეცდებით, დომინანტის როლში ვიყოთ - "ბორჯღალოსნების" პრესკონფერენცია კუმაგაიაში
ᓡᓐᓥᓐᕠᓗᓕᓔᓚᕝᕡ ᓠᓐᓒᓑᓘᓡ 19-ᓬᓚᕐᓛᓓᓔᓚᓗᓐ ᓜᓐᕙᓠᓔᓑᕘ ᕡᕐᓒᓠᕐᓤᕝᕗᓐ ᓜᓐᕙᓠᓔᓑᕗᓐᓜ 2 ᓛᕐᓢᓩᕡ ᓒᓐᓛᕐᓠᓗᓐᓕᕡ
"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ნაკრებები"
საქართველო ექვს ერს: 55 000 ქომაგი ყოველ მატჩზე პრობლემა არ არის!
რაგბი ევროპა - გიორგი ნიჟარაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
"საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა 5 მილიონზე მეტი დაუჯდა"