მსოფლიოს ჩემპიონატი 2018. საკვალიფიკაციო ეტაპი. ევროპა. D ჯგუფი. V ტური

დღეს, 24 მარტს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ევროპული შესარჩევი ციკლის D ჯგუფში V ტურის მატჩს სერბეთის ნაკრებთან ჩაატარებს. შეხვედრა თბილისში, "დინამო სტადიონზე" 21:00 სთ-ზე დაიწყება. პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

- [მეტოქე სერბეთის ნაკრები] ვისთან მოუწევს ბრძოლა საქართველოს ნაკრებს

- "მინდორზე გავა ის 11 ფეხბურთელი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის"

- სერბეთის ნაკრები: საქართველო სრულიად არაპროგნოზირებადია!

საქართველოს ნაკრებისთვის ამ მატჩში სასწორზე ბევრი რამ დევს. ჩვენი მეტოქისგან განსხვავებით, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის მიზერული შანსი გვაქვს, მაგრამ დღეს საქართველოს ნაკრებმა ერთბაშად რამდენიმე რამ უნდა დაამტკიცოს:

1. რომ ჩვენ შეგვიძლია თუნდაც ერთი კონკრეტული მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება მანამ, სანამ სტაბილურობა სისხლში არ გაგვიჯდება;

2. რომ ჩვენს ფეხბურთელებს საკუთარი ქვეყნისთვის შეუძლიათ მაქსიმუმის გაღება და არაერთი პრობლემის დავიწყება მაშინ, როცა საქმე საქართველოს ეხება;

3. რომ საქართველოს ნაკრებს შეუძლია გაახაროს ერი, რომელიც სანაკრებო მატჩებს თვეების განმავლობაში მოუთმენლად ელის;

4. რომ ვლადიმირ ვაისის დანიშვნა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მართებული ნაბიჯი იყო;

5. რომ ჩვენში ფეხბურთი, მთელი რიგი წარუმატებლობების მიუხედავად, კვლავ ცოცხალია...

რა თქმა უნდა, მეტოქე უკეთესია შემადგენლობით და იქნებ სადღეისოდ თამაშიც უფრო დაყენებული ჰქონდეს. ქართულ საფეხბურთო თემში დღეს დიდწილად ნიჰილიზმი მეფობს და არის კატეგორია, ვინც თამაშის დაწყებამდე წაგებასაა შეგუებული. რა თქმა უნდა, ეს, გარკვეულწილად, რეალობიდან გამომდინარეობს, მაგრამ ოდესღაც ჩვენი სანაკრებო ფეხბურთის ჩარხი წაღმა უნდა დატრიალდეს. და თუ ეს ამ ბიჭებმა უნდა გააკეთონ, რატომ არ უნდა დავიწყოთ თუნდაც დღეიდან?!

რა თქმა უნდა, საქმე გვაქვს ძლიერ მეტოქესთან და ჩვენი შესარჩევი ჯგუფის ამბავიც ისეა აწყობილი, რომ ფავორიტს თბილისში წაფორხილება შეიძლება სულაც მუნდიალის გარეშე დარჩენად დაუჯდეს, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე და საკეთებელი გვადარდებს.

ეს დალოცვილი ფეხბურთი ისეა მომართული, რომ დავითი ხშირად ამარცხებს გოლიათს და სერბეთის ნაკრებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, სულაც არ გვგონია, ამ ორ ნაკრებს შორის ამხელა სხვაობა იყოს.

რა თქმა უნდა, მეტოქე ძლიერია და ფავორიტის სტატუსიც აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ საუკუნეების წიაღიდან ვიცით, რომ შიში ვერანაირად ვერ იხსნის სიკვდილს და არავინაა იმაზე საცოდავი, ვიდრე ბედს შეგუებული, ხელებჩამოშვებული კაცი. ასეა ცხოვრებაშიც და ვინ თქვა, რომ ფეხბურთი ცხოვრების ნაწილი არ არის?

ორი ლიდერის გარეშე

საქართველოს ნაკრებისთვის ეს ახალი არ არის, მაგრამ სერბეთთან მატჩის წინ მაინც ძალიან ვწუხვართ - ეროვნულ გუნდს ორი ლიდერი დააკლდება. ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილი ისედაც ტოვებდა ბალკანელებთან ჯახს დისკვალიფიკაციის გამო, ლევან მჭედლიძე კი, ცოტა ხნის წინ მართლაც დიდებულ ფორმაში რომ იყო, ისევ შეაწუხა ტრავმამ და სანაკრებო მატარებელს ჩამოშორდა. დანაკლისია კიდევ ერთი დისკვალიფიცირებულის, ბუბა დაუშვილის არყოფნაც.

რა თქმა უნდა, ორი ლიდერის, ოქრიაშვილისა და მჭედლიძის გარეშე საქართველოს ნაკრები სულ სხვაა და, ქაღალდზე კი გაცილებით ნაკლებად სახიფათო გუნდია, მაგრამ მწვრთნელის როლი ფეხბურთში უდიდესი იმადაცაა, რომ ზუსტად ასეთ სიტუაციებში გამოჩნდება ხოლმე გუნდის დამრიგებლის ალღო და გამჭრიახობა.

ვლადიმირ ვაისმა უკვე კარგა ხანია იცის, რა კონტინგენტით მოუწევს სერბეთთან დაპირისპირება. იცის, რომ მჭედლიძე და ოქრიაშვილი არ იქნებიან. მან ისიც იცის, რომ მათ გარეშე და მათთან ერთადაც სლავოლიუბ მუსლინს საქართველოს ნაკრების თამაში უკანასკნელ დეტალამდე ექნება შესწავლილი...

აქედან გამომდინარე, სლოვაკ დამრიგებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოფიქრებული ეგრეთ წოდებული გეგმა B, რომელსაც დღევანდელ შეხვედრაში გამოიყენებს. არავინ იცის, რა შეიძლება იყოს ეს. იქნებ "ჯოკერის" ფუნქცია ახალგაზრდა დებიუტანტ გიორგი არაბიძეს ჰქონდეს? ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდია, დანარჩენი კი ვაისმა იცის...

კიდევ ერთი პრობლემა

თავის დროზე, ამ თემას ცალკე მასალა მივუძღვენით და ახლა მხოლოდ ზოგადად შევეხებით. ამას წინათ, სერბეთის ნაკრების დამრიგებელმა დაიჩივლა - ჩემს ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა აკლიათო. სერბთა წუხილი გასაგებია, მაგრამ ჩვენ რაღა ვქნათ?

როგორ გინდა, წაუყრუო, რომ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების მოზრდილ ნაწილს ძალიან აკლია მინდორზე გატარებული წუთები? სერბები თავს იმით თუ დაიმშვიდებენ, რომ მათი ფეხბურთელები ხანდახან წამყვან ევროპულ კლუბებში ვერ ვხვდებიან. და სად ვერ თამაშობენ ჩვენი ბიჭები?

რა თქმა უნდა, ჩვენი სანაკრებო რესურსი არ არის ამოუწურავი, თუმცა მაინც გვგონია, რომ სანაკრებო სია სერბეთთან და ლატვიასთან მატჩებში ცოტა სხვანაირი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი და წერა დაგვიანებულია.

სია არის ისეთი, როგორიც არის და კარსაა მომდგარი დიდი გამოცდა, რომელსაც ღირსეულად ჩაბარება სჭირდება.

რას უნდა ველოდოთ?

რას უნდა ველოდოთ სერბეთის ნაკრებისაგან? ამ წერილის დასაწერად რომ ვემზადებოდი, სერბეთის ნაკრების რამდენიმე პრინციპულ მატჩს ვუყურე. ამ გუნდის საფირმო ნიშანი კლასიანი და, ამავე დროს, აგრესიული ფეხბურთია.

ისინი თავიდანვე შეეცდებიან, ისე მოგვექცნენ, როგორც დიდი გუნდები ექცევიან პატარებს - მოიპოვონ ტერიტორია და მოიგონ ორთაბრძოლები. გვიჩვენონ, რომ ძალიან სჭირდებათ გამარჯვება და ამისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელები.

იმთავითვე შეიძლება ითქვას, რომ "სულერთია" და მხოლოდ ტექნიკაზე დაფუძნებული "სუფთა" ფეხბურთი სერბეთთან არ გამოგვადგება. მოგვიწევს დიდი ომი და თუ მეტოქეს თავდადებით გავაოცებთ, თანდათან მოვდრეკთ და იქნებ გავტეხოთ კიდეც.

კლასიანი სერბეთიც წაქცეულა ხოლმე თავისზე უარეს, მაგრამ მეომარ გუნდებთან და თუ ბოლომდე გავძელით, იქნებ ეს ჩვენთანაც მოუვიდეს. 90-წუთიანი კონცენტრაცია, ბრძოლა და ადგილ-ადგილ ჩვენებური ტექნიკა - ეს უნდა იყოს ჩვენი იარაღი სერბეთთან.

საქართველო

მეკარეები: გიორგი ლორია (კრ. სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), საბა კვირკველია (ლოკომოტივი მ, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი (ლოკომოტივი თბ), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ვალერი ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), სანდრო კობახიძე (გიოზთეფე, თურქეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა);

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, (კვიპროსი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია).

სერბეთი

მეკარეები: ვლადიმირ სტოიკოვიჩი (ნოტინგემი, ინგლისი), პრედრაგ რაიკოვიჩი (მაკაბი თ-ა, ისრაელი), ალეკსანდრ იოვანოვიჩი (ორჰუსი, დანია);

მცველები: ბრანისლავ ივანოვიჩი (ზენიტი, რუსეთი), იაგოშ ვუკოვიჩი (ქონიასფორი, თურქეთი), სტეპან მიტროვიჩი (გენტი, ბელგია), ნიკოლა მაკსიმოვიჩი (ნაპოლი, იტალია), ალეკსანდრ კოლაროვი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ანტონიო რუკავინა (ვილიარეალი, ესპანეთი), უროშ სპაჰიჩი (ანდერლეხტი, ბელგია);

ნახევარმცველები: მილან ობრადოვიჩი (ანდერლეხტი, ბელგია), დუშან ტადიჩი (საუთჰემპტონი, ინგლისი), ნემანია მატიჩი (ჩელსი, ინგლისი), ლუკა მილოვოევიჩი (კრისტალ პალასი, ინგლისი), ლუბომირ ფეიზა (ბენფიკა, პორტუგალია), საშ4ა ლუკიჩი (ტორინო, იტალია), ზორან ტოშიჩი (ცსკა, რუსეთი), ფილიპ კოსტიჩი (ჰამბურგი, გერმანია);

თავდამსხმელები: ლაზარ მარკოვიჩი (ჰალი, ინგლისი), ალეკსანდრ მიტროვიჩი (ნიუკასლი, ინგლისი), ნიკოლა სტოიკოვიჩი (ბრაგა, პორტუგალია), უროშ ჯორჯევიჩი (პარტიზანი), მიატ გაჩინოვიჩი (აინტრახტი, გერმანია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გასაგონად. ერთხელ მაინც დანიშნეთ თამაში ჩვენთვის სასურველ დროს ,სანამ საკუთარ გულშემატკივრებს არ სცემთ პატივს მანამდე შედეგი არ გვექნება.
giga
1 მაინტერესებს ცოლი ან ქმარი წელიწადში 3-4 ჯერ რო გიღალატებს მაინც დაიჯერებ ამჯერად არ იზამსო?! DDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
ყური მიგდე
ვაის, ბიძიკო, წაი შინ
მსქროლავი ტროლი
1. სტაბილურობა წამალი არაა და მას სისხლში ინექციით ვერ შეიყვან. 2. როცა საქმე საქართველოს ეხება, ზუსტად მაშინ არანაირ მაქსიმუმზე აღარაა საუბარი, თორემ კლუბებში ასე თუ ისე, კიდევ იხარჯებიან. 3. მოუთმენლობისა რა გითხრათ და უფრო კი შიშით ველით ხოლმე. 4. იმისთვის თამაში, რომ ვაისის მწვრთნელობა გავამართლოთ, აუცილებელი კრახის ტოლფასია. 5. ცოცხალი - ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, რეანიმაცია ან მართვითი სუნთქვა მაინც დაგეწერათ. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს და მოხარული ვიქნები, თუ ხუთივე პუნქტისათვის სათითაოდ მომიწევს ბოდიშის მოხდა.....
ნათია
წაგებული რაგბის შემდეგაც კი ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და ფეხბურთში კი ჯერ არ გვითამაშია და უკვე პესიმიზმით ვივსებით. ხედავთ რამხელა სხვაობაა სპორტის ამ ორ სახეობაში?
პაატა
კი ბატონო შანსი ცოტაა მაგრამ ვიყოთ ოპტიმისტები რაიცი რა ხდება..
levani
რამდეჯნერ უნდა დაწეროთ ერთიდაიგივე, თამაშის წინ ყველას რაღაც იმედი გვაქ და თამაშის მერე კვლავ დედის გინებაა ყველგან :D
igive zuka
დამიჯერეთ მეგობრებო, არ არის ჩვენი გუნდი მომგები დღეს, და რომც მოიგოს სამწუხაროდ ეს იქნება სტიქიური გამონათება და უაზრო იმედი, გადახედეთ ყველა შესარჩევს 2000 წლიდან - ფაქტი მწარე და ღმერთმანი რომ ჯიუტია. prove me wrong. ეს არის რეალობა. caveat: თავს ვიზღვევ პროვოკაციული კომენტარებისგან და ვამბობ რომ: მთელი სულით და გულით მინდა ჩვენი ნაკრების დიდ ტურნირზე ნახვა
svan
უფანტაზიო ოპტიმისტები ნახეეეეთ გაზეეეთში და ყველგან! მოლდოვასთან დამრთავდა ყველაფერი და ის რომ გასვლის შანსი გვაქ ეს მხოლოდ თავის მოტყუებაა და უაზრო შემართება მატჩის წინ! მაგრამ უბედურება ის არის რომ ეს თქვენც კარგად იცით!)))))))) გავა რამოდენიმე თვე მოვა ნაკრების თამაში და თითქოს ახლიდან იწყებოდეს შესარჩევი ისე წერთ)) იორდანია რომ მოგიგებს გუნდს 15 თამაში მოგება არ ქონდა აზიაში და "ვაი ევროპულ" გუნდს მოუგო! ეხლა არ თქვათ იორდანიის ჩემპიონატი ძლიერიაო და თუნდაც საქართველოსას ჯობიაო!
Zurab
კლასის სიდაბლემ და ზედმეტმა თავDადებამ უხეში თამაში იცის და ჩვენები ამ მხრივ ფრთხილად იყვნენ.
გოგი ქუთაისელი
არ არის გამორიცხული რომ არ წავაგებთ! რადგანაც ჩვენი გუნდი არაპროგნოზირებადია
Zurab
კლასის სიდაბლემ და ზედმეტმა თავDადებამ უხეში თამაში იცის და ჩვენები ამ მხრივ ფრთხილად იყვნენ.
merabi
arabidze atamashet
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა
[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?
"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
სერბეთის ნაკრების მწვრთნელად მლადენ კრსტაიჩი დანიშნეს
მ/ჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. IX ტურის წინ: გაინაღდებს სერბეთი?
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
ბოლო წამზე - იოვიჩმა სერბეთი სლოვენიასთან მარცხისგან იხსნა [VIDEO]
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
Dream Team-ის წინააღმდეგ იოკიჩიც უძლური აღმოჩნდა - აშშ-მა სერბეთი გაანადგურა [VIDEO]
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
სერბეთი-საქართველო 1:0 - კარგად ვითამაშეთ... სერბების ნერვებზე [VIDEO]
სლავოლიუბ მუსლინი: საქართველომ უკეთ ითამაშა, ვიდრე ჩვენ
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი მუსლინი გადააყენეს
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
ბელინგემის გოლით - ინგლისმა სერბეთს სძლია [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
სერბეთის ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე
სლოვენიამ 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - საქართველოს პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ პორტუგალიის ძლევით შეუძლია [VIDEO]
მუსლინს, რომელმაც ვაისს ორივე დუელი მოუგო, სომხეთის ნაკრებს ჩააბარებენ
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია