"ადიდასმა" ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალისთვის ახალი ბურთი - "adidas Finale London" წარმოადგინა
სპორტული ინვენტარის მწარმოებელმა ფირმა "ადიდასმა" უეფას ჩემპიონთა ლიგის 2010/2011 წლის სეზონის ფინალის ბურთი - "adidas Finale London" წარმოადგინა. მატჩი 28 მაისს ლონდონში, სტადიონ "უემბლიზე" გაიმართება, ბურთის პრეზენტაცია კი სალომონ კალუმ ("ჩელსი") და სამირ ნასრიმ ("არსენალი") წარმოადგინეს.

ბურთი "adidas Finale London" თეთრ-წითელ ფერებშია გადაწყვეტილი. მას ტურნირის სიმბოლო - ვარსკვლავები ამშვენებს. ბურთის ფერები ინგლისის მფარველის, წმინდა გიორგის ჯვრის ფერებს იმეორებს. ღია ნარინჯისფერი ვარსკვლავი ბურთის ზედა ნაწილში ნათელი და პროგრესული ქალაქის, თანამედროვე ლონდონის სულის სიმბოლოა. ბურთზე ასევე გამოსახულია უეფას ჩემპიონთა ლიგის ლოგოტიპი: ორი ლომი, რომლებსაც ევროპის ჩემპიონთა თასი უჭირავთ.

"უემბლის" სტადიონი უკვე მეექვსედ გახდება უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარების ადგილი და ეს ნამდვილი რეკორდია!

"ის ფაქტი, რომ უეფას 2010/2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი "უემბლიზე" ჩატარდება და ასევე ის, რომ "ადიდასმ"ა ბრწყინვალე ბურთი გამოუშვა, ლონდონური გუნდებისთვის ტურნირში აქტიურობისათვის დიდი სტიმულია", - განაცხადა "ჩელსის" ნახევარმცველმა სალომონ კალუმ.

უეფას ტურნირების დირექტორმა, ჯორჯო მარკეტიმ აღნიშნა: "უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი ევროპული საკლუბო ფეხბურთის მწვერვალია და ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ღონისძიების ოფიციალური ბურთი "adidas Finale London"  გახდა. ეს ბურთი ნამდვილი საოცრებაა!"

"adidas Finale London" უკვე მეთექვსმეტე ოფიციალური ბურთია, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის თამაშებისთვის გამოუშვეს და თავის თავში "ადიდასის" მთელ საფეხბურთო გამოცდილებას მოიცავს. უეფასა და ფიფას ყველა ტურნირის ოფიციალურ ბურთებს კომპანია "ადიდასი" 1970 წლიდან უშვებს.

ახალი ბურთი მოედანზე ჩემპიონთა ლიგის 2010/2011 წლის გათამაშების ფინალში, 28 მაისს გამოჩნდება, ამასთან მისი შეძენა "ადიდასის" სხვადასხვა მაღაზიებში აპრილის დასაწყისიდან იქნება შესაძლებელი.

საბა
სად შევიძინოთ ფეღბურთის ბურთი.
საბა
როგორ შეგეხმიანოთ
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე