პრიმერა დივიზიონის "ალმერიამ" ერთდროულად ორი ტრანსფერი გაჩარხა:

პრიმერა დივიზიონის "ალმერიამ" ერთდროულად ორი ტრანსფერი გაჩარხა: დიეგო ვალერი და მიგელ ანხელ ლუკე დაიმატა. თუკი ვალერი ანდალუსიურ კლუბში იჯარით ითამაშებს, ლუკე თავისუფალი აგენტის სტატუსით ითამაშებს "ალმერიაში". არგენტინული "ლანუსის" ყოფილი ფეხბურთელი დიეგო ვალერი "პორტუს" საკუთრებაა. 24 წლის ნახევარმცველი უდავოდ კარგი დანამატია "ალმერიასთვის". თამაშით სტილით ვალერის ხუან რამონ რიკელმეს ადარებენ.

ლუკემ შარშანდელი სეზონი ლუის ენრიკეს თავკაცობით მოთამაშე "ბარსელონა ბ-ში" გაატარა. 19 წლის ფეხბურთელმა "ალმერიასთან" 2+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. "მინდა გამოვიყენო ეს შანსი და პრიმერას გუნდის ძირითად შემადგენლობაში დავმკვიდრდე. ძალ-ღონეს არ დავიშურებ "ალმერიის" საკეთილდღეოდ", - განაცხადა ლუკემ.

ჯერ გაცვალეს, მერე უარყვეს

გუშინ ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, მადრიდის "რეალმა" და "ბარსელონამ" სუპერგაცვლა განახორციელეს - "სამეფო კლუბმა" მუდმივ მეტოქეს ბრაზილიელი კაკა დაუთმო, სამაგიეროდ კი შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიიღო. ინფორმაციის პირველწყარო ბარსელონური "სპორტი" იყო, რომელსაც ჭორიკანა გაზეთის რეპუტაცია აქვს. მართლაც, საღამოს იბრას აგენტმა მინო რაიოლამ უარყო ასეთი შეთანხმების არსებობა. "არასოდეს მილაპარაკია მადრიდელებთან ტრანსფერზე. საერთოდ, მსგავსიც არაფერი გამოგია", - განაცხადა მან. მას შემდეგ, რაც "ბარსელონამ" დავიდ ვილია შეიძინა არ წყდება ხმები ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლო გასხვისების შესახებ. მისი მომავალი მრავალ კლუბს დაუკავშირეს, თუმცა მსოფლიოში სულ რამდენიმე კლუბია, რომელსაც შეუძლია იბრას სახელფასო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

საპასუხო ულტიმატუმი

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დაინტერესებულია ყოფილი კლუბიდან ბრაზილიელი მაიკონის გადმობირებით. "რეალმა" "ინტერს" ამას წინათ ულტიმატუმით მიმართა - ან დათმეთ ბრაზილიელი 22 მილიონ ევროდ, ან ტრანსფერი ჩაიშლებაო. გუშინ იტალიელმა საპასუხო ულტიმატუმით მიმართეს "სამეფო კლუბს" - ისინი მაიკონის სანაცვლოდ 28 მილიონ ევროს ითხოვენ და ეს ფასი ბოლოა.

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა