"სელტიკისა" და "რეინჯერსის" წევრების მოქმედებას მოედანსა და მის მიღმა ექვსპუნქტიანი კოდექსი დაარეგულირებს
ამას ჰქვია საქმეში სახელმწიფო ჩაერიაო: გლაზგოს ორი დიდი გუნდის, "სელტიკისა" და "რეინჯერსის" წარმომადგენლები ედინბურგში შოტლანდიის მთავრობის პირველმა პირმა, ოფიციალურად თუ ვიტყვით "პირველმა მინისტრმა", ალექს სემონდმა დაიბარა. გადაწყდა, რომ "ოლდ ფირმ დერბის" გმირები ამიერიდან ერთად იზრუნებენ, რათა მათმა მწვრთნელებმა, ფეხბურთელებმა და კლუბების სხვა წევრებმა, პროვოკაციული საქციელისგან თავი შეიკავონ და აყალმაყალის მიზეზი არ გახდნენ.

მოგეხსენებათ, გასულ კვირაში, "პარკჰედზე", შოტლანდიის თასის შეხვედრაში ვითარება ძალიან დაიძაბა, თუმცა "სამიტზე" აბა, ვინმე რაიმე პრეტენზიის გამოთქმას როგორ გაბედავდა: გადაწყდა, რომ შედგება ექვსპუნქტიანი კოდექსი, რომელიც "სელტიკისა" და "რეინჯერსის" წევრების მოქმედებას მოედანსა და მის მიღმა დაარეგულირებს.

და მაინც, მოდი, გასული კვირის ამბავი გავიხსენოთ: რეინჯერსელთა სამი წითელი ბარათი, ყვითლების აურაცხელი რაოდენობა და მატჩის შემდეგ "სელტიკის" თავკაც ნილ ლენონისა და "რეინჯერსის" მწვრთნელის ასისტენტ ალი მაკოისტის შეხლა-შემოხლა... როგორც ჩანს, ასეთმა სცენებმა შოტლანდიაში ბევრი შეაშფოთა.

აღსანიშნავია, რომ პირველი მინისტრის კაბინეტში მხარეებმა "ოლდ ფირმ დერბის" ისტორიული დაძაბულობის შემცირებასა და ფართო სოციალურ საკითხებზე პასუხისმგებლობა ვერ აიღეს, მაგრამ იმის პირობა კი დადეს, რომ მათი წევრები კონფლიქტებს აღარ გამოიწვევენ და ცეცხლზე ნავთს აღარ დაასხამენ. "სელტიკის" აღმასრულებელმა შეფმა პიტერ ლოუელმა აღიარა, რომ ლენონი ვერ მოიქცა ისე ღირსეულად, როგორც მათი გუნდის წინა მწვრთნელები იქცეოდნენ. მაგრამ შეშფოთებით დასძინა, რომ მაკოისტთან ჩხუბის შემდეგ ის და მისი ოჯახი წევრები მუქარის მესიჯებს იღებდნენ და კლუბი იძულებული გახდა მათთვის დაცვა დაეყენებინა.

"ჩვენი გადასახედიდან ასეა: მე ვამაყობ "სელტიკის" ფეხბურთელებით, რომელთაც კონფლიქტს თავი აარიდეს. ასევე მოიქცნენ ჩვენი ფანები. მათ მასობრივი არეულობები არ მოუწყვიათ. რაც შეეხება მწვრთნელს, რასაკვირველია, ნილის საქციელი ძალიან სამწუხარო გახლდათ, თუმცა აქაც მინდა დავძინო, რომ კონფლიქტი მისი მიზეზით არ დაწყებულა, მისი საქციელი მხოლოდ საპასუხო რეაქცია იყო. სხვათა შორის, ლენონმა ჩვენს დირექტორატს მალევე მოუბოდიშა და მაკოისტსაც შეხვდა, ასე რომ ინციდენტი ამოწურულია.

ნილი ვერ მოიქცა იმ მაღალი სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც ჩვენს კლუბს საკუთარი თავისთვის აქვს დასახული. მას ეს თავადაც კარგად ესმის, თუმცა ადამიანურად მისი მდგომარეობის გაგებაც შეიძლება - დღეს ნილ ლენონი "სელტიკის" მწვრთნელია, ხოლო ეს უდიდეს ზეწოლას და დაძაბულობას ნიშნავს, რისი გაძლებაც ფრიად ძნელი საქმეა".

ლენონის ოჯახისთვის მუქარის მესიჯების მიწერა და აგრესია "რეინჯერსის" აღმასრულებელმა შეფმა მარტინ ბეინმაც დაგმო.

"მინდა პიტერის ნათქვამს გამოვეხმაურო და ვთქვა, რომ შეხვედრა, რომელმაც ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია უკვე წარსულია. დარჩა საკითხები, რომელთაც ჩვენი კლუბი თავად, საჯაროობის გარეშე მოუვლის. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა უოლტერ სმიტმა თქვა, რომ თავისი ფეხბურთელების საქცილზე პასუხისმგებელია და ის ყველაფერს გააკონტროლებს. თავისი წილი პასუხისმგებლობა კარგად აქვს გათვითცნობიერებული ალი მაკოისტსაც".

საინტერესოა, რომ შოტლანდიის მთავრობის დავალებით, ამიერიდან, "ოლდ ფირმ დერბიში" უფრო აქტიურად ჩაერევა გლაზგოს პოლიციაც, რომელიც ფეხბურთელებთან ზაფხულიდანვე დაიწყებს მუშაობას და მათთვის პრინციპულ შეხვედრებში კორექტულად ქცევის აუცილებლობაზე ლაპარაკს. ცალკე დასამუშავებელია "რეინჯერსისა" და "სელტიკის" იმ შეხვედრების ორგანიზაცია, რომლებიც უქმეებზე არ უწევს. მოგეხსენებათ, ასეთი შეხვედრები საღამოობით, სამუშაო საათების შემდეგ, სიბნელეში იმართება, სიბნელეს კი თავისი პრობლემები მოაქვს. ასეთ დღეებში "აიბროქსისა" და "პარკჰედის" ტერიტორიაზე ალკოჰოლის გაყიდვაც უნდა აიკრძალოს.

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა