მიმდინარე წელს, Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველო 13 საერთაშორისო-სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს
მიმდინარე წელს, Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველო 13 საერთაშორისო-სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს.

საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილე აკაკი ლოდიამ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა გამართეს.

საქართველოში გასამართი სპორტული ღონისძიებების ჩამონათვალი ასეთია:

1. ძიუდოს გრან პრი, თბილისი 31 მარტი-2 აპრილი.

2. საერთაშორისო ჩემპიონატი ავტორბოლაში, რუსთავი - 1-2 აპრილი.

3. დევისის თასის მატჩი, საქართველო - ლიტვა, თბილისი - 7-9 აპრილი.

4. ევროპის ჩემპიონატი სუმოში, თბილისი - 22-23 აპრილი.

5. მსოფლიო რბენა - Wings For Life კახეთი - 7 მაისი.

6. ევროპის ჩემპიონატი უშუში, თბილისი - 11-21 მაისი.

7. ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში, ბორჯომი - 22-28 მაისი

8. მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი რაგბიში, თბილისი - ქუთაისი - 31 მაისი-18 ივნისი.

9. ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში, თბილისი - 11-17 ივნისი.

10. ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი ფეხბურთში, თბილისი-გორი - 2-15 ივლისი.

11. მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი ხელბურთში, თბილისი - 8-21 აგვისტო.

12. მსოფლიო თასი ჭადრაკში, თბილისი - 2-28 სექტემბერი.

13. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ქალთა შორის ფრენბურთში, თბილისი, 21-25 სექტემბერი.

ორგანიზატორები ღონისძიებების მასშტაბებსა და წარმომადგენლობას ქართული სპორტის ისტორიაში "უპრეცედენტო შემთხვევას" უწოდებენ და აცხადებენ, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, საერთაშორისო ტურნირები იმაზე მეტყველებს, რომ საერთაშორისო სპორტულ რუკაზე საქართველო თავის ადგილს იმკვიდრებს.

მხოლოდ სპორტული ღონისძიებების ფარგლებში საქართველო 70-მდე ქვეყნიდან ელოდება ვიზიტორებს.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა