"მანჩესტერ სიტის" მცველ კოლო ტურეს იმედი ამაოდ ჰქონდა, რომ დოპინგ ტესტზე ჩავარდნის მიუხედავად, არ დასჯიდნენ
"მანჩესტერ სიტის" მცველ კოლო ტურეს იმედი ჰქონდა, რომ დოპინგ ტესტზე ჩავარდნის მიუხედავად, არ დასჯიდნენ, მაგრამ ფიფას გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ ისეთი რამ თქვა, რომ კოტ დ"ივუარელის იმედი ერთიორად შემცირდა. კერძოდ, ფრანგმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ დოპინგის შემთხვევებს საფეხბურთო საზოგადოებამ არ უნდა წაუყრუოს და ფეხბურთელების გასამართლებლად არ უნდა დაუწყოს მიზეზებს ძებნა.

ტურეს ჯერ კიდევ აქვს დრო ხელმეორე ანალიზისთვის, თუმცა გაიკეთებს თუ არა ამ ანალიზს, პირადად მისი გადასაწყვეტია. თუ უარს იტყვის, სადისციპლინო კომიტეტი პირველი ანალიზის შედეგებით იხელმძღვანელებს.

ტურე დარწმუნებულია, რომ მის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება დიეტური პრეპარატიდან მოხვდა, თუმცა ვალკე ამბობს, რომ ეს თავის გამართლებად არ ივარგებს - ფეხბურთელი ვალდებული იყო წამლის დალევის წინ გუნდის ექიმები გაეფრთხილებინა.

"როდესაც სპორტსმენმა იცის, რომ ნებისმიერ წამს შეიძლება დოპინგ კონტროლის გავლა მოუხდეს, ვალდებულია მეტი ყურადღება გამოიჩინოს და ექიმს მიმართოს. დღეს ყველა გუნდში მრავლად არიან ექიმები, რომლებიც შეამოწმებენ, წამალი, რომლის დალევაც გადაწყვიტე, აკრძალულ პრეპარატთა სიაში ხომ არ არის შეტანილი" - თქვა გენერალურმა მდივანმა.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა