ვოზნიაცკი და პლიშკოვა ნახევარფინალში გავიდნენ
ქალებმა გუშინ, ორი ნახევარფინალისტი გამოავლინეს. აგრძელებს 2017 წელს კარგი ფორმის ჩვენებას მსოფლიოს ყოფილი პირველი კაროლინ ვოზნიაცკი. დანიელი ლუსი საფაროვას ხდებოდა, რომელიც შარშან როლან გაროსის ფინალში გავიდა და მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი გახდა, მაგრამ შემდეგ ტრავმა მიიღო და რეიტინგში TOP60-ის მიღმა აღმოჩნდა.

ჩეხი ახლა იწყებს დაკარგულის ანაზღაურებას, წინა წრეში მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი დომინიკა ციბულკოვა დაამარცხა, მაგრამ ვოზნიაცკის ბარიერის გავლა ვერ შეძლო. არადა, საფაროვამ კარგი სტარტი აიღო და ბრეიკით დაწინაურდა.

ჩეხს ზედიზედ მესამე გეიმის აღებაც შეეძლო, მაგრამ 2:0-ზე ხუთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. და ამის შემდეგ, ლუსის აღარ ჰქონია ბრეიკ-პოინტის ერთი შანსიც. ვოზნიაცკიმ კი მეოთხე გეიმში გაათანაბრა ანგარიში, 5:4-ზე კი მეორე ბრეიკი შეასრულა და სეტებში დაწინაურდა. მეორე სეტში დიდი ხანი თანაბარი თამაში მიდიოდა, მაგრამ კაროლინმა არ ისურვა საქმის გადადება და მერვე გეიმში მეტოქეს ორი გეიმბოლი არ გამოაყენებინა, თავად კი მესამე ბრეიკ-პოინტზე მოიგო გეიმი და შემდეგ მატჩზე ჩააწოდა - 6:4, 6:3.

ვოზნიაცკი ნახევარფინალში კაროლინა პლიშკოვას შეხვდება. ჩეხმა ვეტერან მირიანა ლუჩიჩს არ მისცა საშუალება - გაემეორებინა ავსტრალიის ღიაზე მიღწეული შედეგი, როცა ნახევარფინალამდე მიაღწია. მაშინ, ლუჩიჩმა მეოთხედფინალში სწორედ პლიშკოვას მოუგო და ახლა, ჩეხმა რევანშის აღება შეძლო.

რევანში ძალიან დამაჯერებელი გამოვიდა. პირველ სეტში ხორვატს საერთოდ არ მისდიოდა თამაში საკუთარ მოედანზე და ოთხჯერ დათმო საკუთარი მოწოდება. ასე რომ, ლუჩიჩს ორმა ბრეიკმა ვერ უშველა.

ხორვატმა მეორე სეტი უკეთ დაიწყო და ბრეიკით გავიდა წინ - 4:2. თუმცა, პლიშკოვა დროზე მოვიდა გონს და ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო, რამაც ნახევარფინალის საგზური მოუტანა - 6:2, 6:4. პლიშკოვა 2017 წელს, მეოთხე ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს.

1/4 ფინალი

ვოზნიაცკი (12)-საფაროვა 6:4, 6:3

კარ. პლიშკოვა (2)-ლუჩიჩი (26) 6:3, 6:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
კაროლინ ვოზნიაცკის თამაშის დროს თავს მფრინავი ჭიანჭველები დაესხნენ [VIDEO]
კაროლინ ვოზნიაცკიმ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო
ვოზნიაცკიმ ნავსი გატეხა
დიდი სლემის ფინალის შემდეგ ჰალეპი საავადმყოფოში მოხვდა
უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]
"სპაიდერმენი", "თორი"... - ავსტრალიის ღია პირველობაზე ბავშვთა დღე გაიმართა [VIDEO+PHOTO]