30 მარტს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" სტუმრად "სან ანტონიოს" ანგარიშით 110:98 სძლია
NBA-ს მიმდინარე სეზონის 2 საუკეთესო გუნდის მატჩში "სან ანტონიო" 22 ქულით იგებდა, თუმცა "გოლდენ სტეიტმა" დაამტკიცა, რომ კევინ დურანტის გარეშეც შეუძლია დიდებულად თამაში და შეხვედრა საბოლოოდ 12 ქულით მოიგო.

NBA-ს ლიდერ "გოლდენ სტეიტს" "სან ანტონიოსთან" მიმდინარე სეზონის ორივე მატჩი უშანსოდ ჰქონდა წაგებული და დღევანდელ, ტეხასში გამართულ შეხვედრასაც კატასტროფულად აგებდა, მაგრამ გუნდური თამაშისა და დიდი ოსტატობის ხარჯზე ოკლენდელებმა შეხვედრა ისე მოიგეს, ბოლო წუთებზე ვითარება არც კი დაძაბულა.

მასპინძლები თავიდან 10:0 დაწინაურდნენ, მე-8 წუთისთვის კი 22 ქულით - 29:7 იგებდნენ. საბოლოოდ მასპინძლებმა პერიოდი 33:17 ლიდერობით დაასრულეს, მაგრამ მეორე და მესამე მეოთხედებში "გოლდენ სტეიტმა" კლასიკური თამაში აჩვენა და ჩამორჩენა ხომ აღმოფხვრა, ბოლო პერიოდის წინ 84:77 დაწინაურდა.

"სან ანტონიომ" ბოლო მეოთხედში გაიბრძოლა, მაგრამ ვერაფერი მოახერხა. ოკლენდელთა სათადარიგო დევიდ ვესტმა სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან ბოლო პერიოდში 11, მთლიანობაში კი 15 ქულ მოაგროვა და "სპურსმა" გადამწყვეტ მომენტში რომ ვერაფერი გააწყო, მისი დიდი დამსახურებაა. "გოლდენ სტეიტმა" საბოლოოდ 110:98 გაიმარჯვა.

საერთოდ, "გოლდენ სტეიტმა" ძალიან შეკრულად და ოსტატურად ითამაშა. მთლიანობის შემადგენელი ნაწილი იყო ზაზა ფაჩულია, რომელიც გარდამტეხ, მესამე პერიოდში მოედანზე იმყოფებოდა და უმნიშვნელოვანესი სამუშაოც გასწია.

ზაზა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 18 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ 7-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისმა უშუალო ოპონენტმა, სანანტონიოელთა ძირითადმა ცენტრმა დეეინ დედმონმაც 18 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 4 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

აჩრდილს ჰგავდა ტეხასელთა გამთამაშებელი ტონი პარკერი, რომელმაც 24 წუთში ქულა ვერა და მხოლოდ 2 პასი მიითვალა. მასპინძელთაგან საუკეთესო კავაი ლეონარდმა კი მხოლოდ 19 ქულას უწია. ოკლენდელი დაცვის ბურჯი დრეიმონდ გრინი სწორედ კავაის მეურვეობით იყო დაკავებული და საბოლოოდ 4 ქულას დასჯერდა, მექულეობა კი სტეფ კარიმ იკისრა, რომელმაც 29 ქულა და 11 პასი მიითვალა. ჩვეულ იშტაზე იყო კლეი ტომპსონიც, რომელმაც გამარჯვებულებს 23 ქულა მიაშველა.

იხილეთ ვიდეო: სან ანტონიო-გოლდენ სტეიტი 98:110

ამ გამარჯვებით "გოლდენ სტეიტმა" უდიდესი ნაბიჯი გადადგა რეგულარული ჩემპიონატის მოგებისკენ. ოკლენდელებს 61 მოგება და 14 მარცხი აქვთ, "სან ანტონიოს" მოგებ-წაგებათა შეფარდება კი 57:17-ს შეადგენს.

დარჩენილ 7 მატჩში ამ ლიდერობას "გოლდენ სტეიტი" სავარაუდოდ ხელიდან არ გაუშვებს, მით უფრო, რომ რამდენიმე დღეში მას კევინ დურანტი დაუბრუნდება, რომელიც დღეს სან ანტონიოს დარბაზში თავდაპირველად სპორტულ ფორმაში გამოჩნდა და მწვრთნელს ერთი-ერთზე, ცალ ფარში ეთამაშა. შემდეგ კი სამოქალაქო ფორმაში გამოეწყო და თავის გუნდს სათადარიგოთა სკამიდან უქომაგა.

შემდეგ მატჩს ოკლენდელები დასავლეთ კონფერენციის მესამეადგილოსანსა და კიდევ ერთ კონკურენტ "ჰიუსტონთან" 1-ელ აპრილს, შინ გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

aaa
ვგულისხმობ მეორე მეოთხედს და მესამე მეოთხედს სადაც კარგი დაცვა ითამაშეს გუნდა და ზაზამ. მაგის შემდგომ ძალიან მნიშვნელოვანი ქულა ჩააგდო. სამწამინს კეტავდა რამდენიმეჯერ პარკერს დააკარგვინა ბურთი. რამდენიმე ჩაჭრის შემდგომ სამკულიანი მოჰყვა კარის. ვესტმა გეთანხმები ძალიან კარგად ითამაშა მაგრამ ზაზამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში მოწოდების სიმაგლეზე იყო იმ საკითხში რაც მას ევალება. უკეთესად შეიძლობოდა შეტევაში მაგრამ სანანტონიოა სადაც სამწამიან ზონაში ძალიან ძნელია თამაში და განსაკუთრებით ზაზასთვის ყოველთვის უჭირს ამ გუნდთან წინა სეზონშიც სან ანტონიოსთან ისეთი ეფექტური ვერ იყო ბოლო ორი თამაშია ბევრად ეფექტურია დაცვაშიც და შეტევაშიც სანანტონიოსთან იმედი მაქვს ფლაიოფში უკეთესად ითამაშებს კიდე.
aaa-s
მშვენივრად და შესანიშნავად დღეს ითამაშეს ტომპსონმა, იგიდალამ, კლარკმა და ვესტმა, საშუალოდ ითამაშეს კერიმ, ლვინგსტონმა და გრინმა, ცუდათ ითამაშეს დანარჩენებმა.
aa
მეორე მეოთხედის ბოლოსაც კარგი დაცვა ითამაშა.
aaa
ზაზამ მესამე მეოთხედში მშვენივრად ითამაშა, კერიმ ბოლოს ყველა გამოცვალა თამაში მოგებული იყო და მაკგიც და სხვა დანარჩენებიც იმიტომ გამოიყვანა.
zenos
მესამე მეოთხედის დასაწყისში შეტევის დროს ფარქვეშ ორჯერ ბურთი ხელიდან რომ გაუვარდა და მერე უსუსურად რომ ესროლა და ვერ ჩააგდო მაგას გულისხმობ? მესამეში და მოთხეში ვესტმა გააკეთა დიდი საქმე და ვანგობას ნუ ცდილობთ მუდმივად მაგ ალბათობით.
zeno
ზაზამ მესამეში დიდი საქმე გააკეთა. ალბათ ბოლომდე არ გიყურებია .
tanto
უაღრესად სანახაობრივი თამაში იყო, გოლდენმა პირველი ბურთი მეოთხე წუთის მიწურულს ჩააგდო, როდესაც სპურსი 15 ქულით უსწრებდა. ზაზამ იმდენად ცუდად ითამაშა რომ, მატჩის მიწურულს კერი დღეს ჩვენებურზე ბევრად ცუდად მოთამაშე მაკგის ენდო და ბოლო წუთებზე ზაზას მაგიერ მაკგი გამოიყვანა. გოლდენის მესამე ცენტრი ვესტი სასწაული იყო დღეს თავისი ორ და სამ ქულიანი ტყორცნებით.
კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
16 ქულა - მამუკელაშვილმა NBA-ში სეზონის ბოლოსწინა მატჩი ჩაატარა [VIDEO]
სანდრო მამუკელაშვილის პირადი რეკორდი NBA-ში - 14 მოხსნა "მემფისთან"
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
ტეიტუმის ისტორიული საღამო, რეკორდი, 32 ქულიანი გაქცევა და მნიშვნელოვანი გამარჯვება "სპურსთან" [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მამუკელაშვილის 2-ში 2 სამქულიანი და 16-წუთიანი დებიუტი "სან ანტონიოში" [VIDEO]
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
მამუკელაშვილის 22 წუთი - "სან ანტონიო" "დეტროიტთან" დამარცხდა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
კარის 12 სამქულიანი "მემფისთან" - "გოლდენ სტეიტმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
დონჩიჩის სამმაგი და მნიშვნელოვანი გამარჯვება [VIDEO]