ნახევარფინალში პირველი იტალიელი გამოჩნდა
გუშინ, მაიამის "მასტერსზე" პირველი ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტდა. ორივე მეოთხედფინალმა იოლ ბრძოლაში ჩაიარა.

რაფაელ ნადალმა დაახლოებით საათნახევარში დაამარცხა ამერიკელი ჯეკ სოკი - 6:2, 6:3. პირველ სეტში ესპანელი დომინირებდა - ორი ბრეიკი შეასრულა და მეტოქისთვის არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ გაიმეტა.

რაფას გარკვეული პრობლემები მეორე სეტის სტარტზე შეექმნა. სოკმა პირველივე გეიმში შეასრულა ბრეიკი, 2:0-ზე კი ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერ შეძლო უპირატესობის განვრცობა. ეს აღმოჩნდა გარდამტეხი მომენტი პარტიაში - ნადალმა ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო და მალე ნახევარფინალში გასვლა იზეიმა. აღსანიშნავია, რომ სოკს უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ვიდრე ნადალს - შვიდი ხუთის წინააღმდეგ, მაგრამ ამერიკელმა მხოლოდ ერთი შანსი გამოიყენა, ესპანელმა - ოთხი.

მეორე შეხვედრაში ფაბიო ფონინიმ მეორე ნომრად განთესილი კეი ნიშიკორი დაამარცხა. იტალიელი პერიოდულად ახერხებს პროფესიული ტურის ვარსკვლავების გამწარებას, მაგრამ რთული წარმოსადგენი იყო, რომ ფაბიო საათსა და ცხრა წუთში გაანადგურებდა აზიელს.

29 წლის ფონინიმ ორივე სეტი კარგად დაიწყო. პირველი პარტიის პირველ გეიმში აპენინელმა ბრეიკ-პოინტი მოიგერია, რის შემდეგაც, მეოთხე გეიმში ბრეიკი თავად შეასრულა და დიდი ხანი ლიდერობდა. მაშინ, როცა ფონინი 5:3-ზე სეტზე აწვდიდა, ნიშიკორიმ საპასუხო ბრეიკი გააკეთა და მატჩი დაიძაბა, თუმცა, მომდევნო გეიმში ფაბიომ მეორედ აიღო მეტოქის მოწოდება და სეტი 34 წუთში მოიგო.

მეორე სეტი ფონინიმ კიდევ უფრო იოლად აიღო: ჯერ 3:0 დაწინაურდა, მეხუთე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და იქვე კიდევ ერთხელ აიღო იაპონელის მოწოდება - 5:1.

ნიშიოკრიმ გაიბრძოლა და ერთი დაკარგული გეიმი დაიბრუნა, თუმცა, ფონინიმ მეორე სეტიც ბრეიკით დაასრულა - 6:4, 6:2.

ფონინის ეს მოგება ისტორიული იყო, რადგან მაიამის "მასტერსის" ნახევარფინალში პირველად გავიდა იტალიელი ჩოგბურთელი.

ფედერერი და ნადალი TOP5-ში ბრუნდებიან

უკვე ცნობილია, რომ მაიამის "მასტერსის" შემდეგ, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და ესპანელი რაფაელ ნადალი დაბრუნდებიან ATP-ის რეიტინგის ტოპ-ხუთეულში. როგორ გაიყოფენ ისინი მეოთხე და მეხუთე ადგილებს, ეს მაიამიში გაირკვევა. მაგრამ მეოთხე ადგილზე ზემოთ ვერც ერთი ვერ აიწევს.

1/4 ფინალი

ნადალი (ესპ, 5)-სოკი (აშშ, 13) 6:2, 6:3

ფონინი (იტა)-ნიშიკორი (იაპ, 2) 6:4, 6:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის